არქივი

“La Primavera”

63243be7e0ed

La Primavera
სანდრო ბოტიჩელის “La primavera”, იგივე “გაზაფხული” დახატულია სპეციალურად ლორენცო დი პიერფრანჩესკო მედიჩის ქორწილისათვის. უცნობია მასთან დაკავშირებული ბევრი ფაქტი. მაგალითად, მისი შექმნის ზუსტი თარიღი (დაახლოებით 1477-82წწ) და თავდაპირველი სახელწოდება. მას გაზაფხული უწოდა ჯორჯო ვასარიმ, რომელმაც ეს ექსპოზიცია პირველად ნახა მისი შექმნიდან 70წელში. თუმცა საჭირო არცაა ასეთი ზედაპირული დეტალების ცოდნა, მთავარი მისგან მიღებული ემოციებია. ნახატზე აღბეჭდილია გაზაფხულის მოსვლა. მისი პირველი ნახვისას ადამიანს უჩნდება საოცარი სიმსუბუქის განცდა. მიხედავად მისი დინამიზმისა, პერსონაჟების მოძრაობა ჰაეროვანი და ძალიან ნაზია. თითქოს ყველანი იმისათვის შეიკრიბნენ ფორთოხლების ბაღში, რათა ეს დღე ეზეიმათ . მაგრამ რატომ მაინცდამაინც აქ? სავარაუდოა, რომ ბოტიჩელმა ეს ადგილი აირჩია იმიტომ, რომ მედიჩების საგვარეული სიმბოლო ფორთოხლის ხე იყო.
ყვავილებით გადაპენტილი მინდორი და ბაღის ხეების ფერები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თითქოს ზედა და ქვედა სპექტრები ერთ მთლიანობაში მოდის. შორი პერსპექტივა კი საერთოდ არ ჩანს. თითქოს ხეების უკან ნისლია და შეუძლებელია რამის დანახვა. ეს გვაიძულებს მთელი ყურადღება გადავიტანოთ იმ მითოლოგიურ პერსონაჟებზე, რომლებსაც თავი აქ მოუყრიათ.
8e3c88e7c3fbახატის ცენტრალური ფიგურა ვენერაა, სიყვარულის ქალღმერთი. ამის დანახვის საშუალებას გვაძლევს თაღი, რომელიც მის უკან ხის ტოტებითაა შექმნილი. იგი ინტერესით აკვირდება აყვავებულ ბაღში მოხდარ ამბებს. მას, ბოტიჩელის სხვა ქალებივით, თავი გვერდით აქვს გადახრილი. ეს მის სინაზესა და ქალურობას უსვამს ხაზს. მხატვარს ოსტატურად აქვს შესრულებული თითქმის შეუმჩნეველი, გამჭირვალე თავსაბურავი, რომელიც მის კაბას ეფინება. ამ ვენერას ხშირად ადარებენ პერუჯინოს განახტზე გამოსახულ წმინდა მარიამს. მას ვენერასავით თავი აქვს გადახრილი და თაღის ქვეშ ზის. მათი სახის გამომეტყველებაც კი ერთნაირია.

ვენერას მაღლა მისი თვალებახვეული შვილი, კუპიდონია გამოსახული. კუპიდონის “სიბრმავე” სიყვარულის სიბრმავეზე მიგვითითებს. ამ დროს ყოველთვის მახსენდება მაგრიტის “The lovers”. გაზაფხული არ არსებობს სიყვარულის გარეშე. იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს ნახატი ქორწილისათვის იყო გამზადებული, მასზე სიყვარულის არსებობა არცაა გსაკვირი.
76169bfd8b4fკუპიდონის ისარი მიმართულია სამი ნაზად მონარნარე ქალბატონებისაკენ. ვინ არიან ისინი? ეს ქალები ცნობილნი არიან “სამი ბერძენის” სახელით. ისინი განასახიერებენ სილამაზეს, სიყვარულსა და უმანკოებას. მათი გამჭირვალე სამოსის ქვეშ დავინახავთ სხეულის კონტურებს. მათი ჩაკიდული ხელები და დინამიური მოძრაობები მიგვანიშნბეს იმაზე, რომ ისინი ასრულებენ სადღესასწაულო ცეკვას. მატისის ნახატი სახელწოდებით “ცეკვა” მიქმნის ასოციაციას, რომ იგი დახატულია ამ ქალების გავლენით, მიუხედავად იმისა, რომ იქ ხუთი ადამიანი მონაწილებს, აქ კი მხოლოდ სამი. ეს ბერძენი ქალები არაერთ მხატვარსა (რუბენსის, რაფაელის, ეტის) თუ მოქანდაკეს აუსახავს საკუთარ ნამუშევრებში . ამის მიზეზი კი ალბათ, მათი ქალურობა, სინაზე და იდუმალებაა. მათში თავმოყრილია ყველა ის ღირსება, რაც ქალს მიმზიდველსა და სასურველს ხდის.
მათ გვერდით დგას მერკური, მაისის თვის ღმერთი. ალბათ სწორედ მისი აქ ყოფნა მიგვანიშნებს გაზაფხულის არსებობაზე. იგი ცდილობს ზამთრის ცივი ღრუბლები გაჰფანტოს, რათა ხელი შეუწყოს გაზაფხულის მოსვლას.

b0a697e70710 ნახატის მეორე მხარეში ასახულია სხვა მითოლოგიური პერსონაჟები. ზეფირუსი, გაზაფხულის პირველი ქარი, რომელიც ცდილობს დაიჭიროს ნიმფა ქლორისი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნიმფა მისგან გაქცევას ლამობს, ქარი კი ეს-ესაა დაეწია და დაიჭირა. ქლორისის ტანისამოსი ძალიან ჰგავს სამი ბერძენისას. ისიც გამჭირვალე და ნაზი ქსოვილია, რომელიც სხეულის კონტურების დანახვაში გვეხმარება. ზეფირუსის მკაცრი გამომეტყველება გავფიქრებინებს, რომ იგი დიდხანს დასდევდა ქლორას. ნიმფას კი დაჭერის მომენტში შეშინებული და გაოცებული სახე აქვს. სწორედ ამ წამიდან იწყება მისი ცვლილება. ის გარდაიქმნება ყვავილების ქალღმერთად. ამაზე მოწმობს ყვავილები, რომლებიც მისი პირიდან ცვივა. ეს მიგვანიშნებს გაზაფხულის დადგომასა და ნაყოფიერებაზე. მისი კაბა მორთულია ყვავილებით და კაბის კალთაც სავსეა მათით.
თუკი ნახატს მთლიანობაში შევხედავთ, დავინახავთ იმ დინამიურობას, რითაც გაჯერებულია ეს ნახატი. გაზაფხულის მოსვლაზე ზრუნავს მარსი, ხოლო ამის განსახიერებას ქლორას ფლორად გადაქცევა ასახავს. გაზაფხული გაჯერებულია სიყვარულით. ვენერა, როგორც ამქვეყნიური, ისე ზეციური სიყვარულის გამგებელი და შემწეა. ნახატიდან თითქოს ისმის მუსიკისა და ბუნების ხმა, უბერავს ნელი სიო და მოაქვს აყვავებული ყვავილებისა და ფორთოხლების სურნელება. თითქოს გვიბიძგებს იმ სამაყაროში შევიდეთ, ჩავებათ მის ფერხულში. გავხდეთ იმ ლამაზი და ზღაპრული ერთობის ნაწილი, რომელიც თავისი მასშტაბით უზარმაზარია, მაგრამ ბაღის ერთ პატარა ადგილშია მოთავსებული. ხელი შევახოთ ქალღმერთების რბილ კაბებს,ვიცეკვოთ, ან თუნდაც მარსს დავემაროთ საქმიანობაში. ბოტიჩელიმ შეძლო და მოახერხა ღმერთების სამყარო ხელშესახები გაეხადა. გაზაფხული მშვენიერია, აყვავებული ბუნებითა და სიყვარულით სავსე.

მსგავსი ამბები

Back to top button