უცნაური

ბერძნულ-რომაული ხელოვნება

6b0e73a88a37

სხვა ძველი ხალხებისგან განსხვავებით, ბერძნები თავის საუცხოო ხელოვნებაში ადამიანურ გრძნობებს ადიდებდნენ. რომაელებმა ბერძნული მემკვიდრეობა განავრცეს და შექმნეს ბერძნულ-რომაული ტრადიცია, რომელსაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

83b2225f226f

ლონდონის ბრიტანული მუზეუმის ერთ-ერთ საგანძურს ე.წ ,,ელგინის მარმარილო” წარმოადგენს. ეს არის რელიეფისა და ქანდაკების კოლექცია, რომელიც თავდაპირველად ათენის პართენონის ნაწილს წარმოადგენდა. საბერძნეთში თურქების მმართველობის პერიოდში პართენონს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ, ხოლო 1687 წლის აფეთქების შედეგად იგი დაზიანდა. 1799-1802 წლებში თურქეთში ბრიტანეთის ელჩმა ლორდ ელგინმა სულთანისგან პართენონის ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა გამოისყიდა და შემდგომ ბრიტანეთის მუზეუმს მიჰყიდა. ბოლო წლებში საბერძნეთი თავისი მემკვიდრეობის დაბრუნებაზე პრეტენზიას აცხადებს.

 

984a26d0a855

დღეს უკვე ნანგრევებად ქცეული ათენის აკროპოლისის ტაძრები კლასიკურ პერიოდს ეკუთვნის. ამ ნიმუშებში მკვეთრად მოხაზული ფორმები და არქიტექტურული ქანდაკების გამოყენება აშკარაა.

 

d66b3a2a5d6f

სურათზე წარმოდგენილია ჰერმესი, რომელსაც ხელში უჭირავს ყრმა დიონისე, ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთი. სკულპტურა მოქანდაკე პრაქსიტელეს ეკუთვნის.

 

b2d73cecdd22

ლაოკონიისა და მისი ვაჟების ქანდაკება, რომელიც ელინისტური რეალიზმის ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს.

 

85cac23fc629

რომაელების არქიტექტურაშიც იგრძნობოდა ბერძნული სილამაზისა და გემოვნების აღქმის შეგრძნების არქონა. თუმცა ისინი ტექნიკურად უფრო გაბედულები აღმოჩნდნენ. რომის კოლიზეუმი იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნაგებობას წარმოადგენდა.

 

3b44a0b92414

ხოლო ტაძარი ,,მეზონ კარე” ნიმში- საფრანგეთში, საუკეთესო მდგომარეობაში შემოინახა.

 

0eab7868d94f

რომაელების მიერ შესრულებული 12 მეტრის სიმაღლის ათენას ქანდაკების ასლი. მისი ორიგინალი ოდესღაც პართენონის ცენტრში იდგა. იგი ეკუთვნოდა მოქანდაკე ფიდიას, შესრულებული იყო ხისაგან და მორთული სპილოს ძვლითა და ოქროთი.

 

69d9d5f16e09

რომაელების ბევრ ფერწერულ ნამუშევართა შორის აღსანიშნავია პომპეის სახლების მოხატულობები. იმის გამო, რომ ახ.წ 79 წელს ქალაქი პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად უეცრად დაიღუპა, თითქმის ხელუხლებადაა შემონახული სახლებისა და საზოგადოებრივი ნაგებობების შიდა ინტერიერები. წარმოდგენილი სურათი რომაული მხატვრობის ფერთა მრავალფეროვნებისა და გრძნობების ოსტატურად გადმოცემაზე მეტყველებს.

მსგავსი ამბები

Back to top button