გასართობივიდეოებიკრეატივი

ძაღლების სერფინგი კალიფორნიაში

ადრე არაფერი მსგავსი არ მინახავს. ამ ფოტოებმა თამბლერის რეიტინგებით რეკორდები მოხსნა.

ეს ფოტოები გადაღებულია ყოველწლიურ შეჯიბრზე, რომელიც ტარდება ამერიკის შტატ კალიფორნიაში, ჰანტინგტონის პლაჟზე. გასაგებია რომ ადამიანების კრეატიულობა პიკს აღწევს, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანისთვის ასეთი რთული სპორტის სახეობა ძაღლებიშიც ესეთი აქტუალური იქნებოდა.

ხომ წარმოგიდგენიათ რა რთულია მათი გაწვრთნა ისე, რომ ასწავლონ როგორ შეინარჩუნონ თავი სერფინგის დაფაზე, რომ არ შეუშინდნენ მომავალ უზარმაზარ ტალღებს, გადმოვარდნის შემთხვევაში როგორ მოიქცნენ და ა.შ.

შეჯიბრებისას ჟიურის წევრები სწორედ ამ კრიტერიუმით ხელმღვანელობენ, თუ რომელი ძაღლი შეძლებს დაფაზე ყველაზე დიდხანს თავის შენარჩუნებას.

როგორც აღმოჩნდა კონურსის მიზანია მიაქციოს ადამიანების ყურადღება ძაღლების დაცვის პროგრამაზე და შეაგროვოს თანხები უსახლკარო ძაღლების დასახმარებლად.

გთავაზობთ ფოტოებს და ვიდეო რგოლებს შეჯიბრებიდან











მსგავსი ამბები

Close
Close