გასართობიკრეატივისურათები

საფეხმავლო ხიდი – „ჰენდერსონის ტალღები“


თუ ჩვენ ადრე, ყოველთვის აღფრთოვანებულნი და მოხიბლულები ვიყავით მარტივი წყლის ზედა ან საგზაო, საავტომობილო ხიდებით, ამჟამად კი ჩვენ მოვხვდებით მსოფლიოში ყველაზე ლამაზ საფეხმავლო ხიდზე, ე წ (ეგრეთ წოდებული) ჰენდერსონის ტალღების (Henderson Waves) ხიდზე. უნიკალური თავისი გარეგანი სახით და უჩვეულო სტრუქტურით „ჰენდერსონის ტალღების“ ხიდი კონსტრუირებული და შემუშავებული იყო ლონდონის IJP-ის კორპორაციის, RSP არქიტექტურული ბიუროს და სინგაპურის Pte შპს ინჟინრების მიერ. (ნახეთ ვიდეო)

სინგაპურის Henderson Waves-ის ხიდი სიგრძეში აღწევს – 274 მეტრს, რომელიც ყურადღებას დიზაინით იქცევს და ამავდროულად სინგაპურის ყველაზე მაღალი ხიდია. 36 მეტრი სიმაღლის და 247 მეტრი სიგრძის ეს ულამაზესი საფეხმავლო ხიდი, ერთმანეთთან აკავშირებს სინგაპურის მთებში მდებარე ორ ულამაზეს პარკს- Mount Faber პარკს და Telok Blangah Hill პარკს.
სინგაპურის Pte შპს ინჟინრების ეს ღირსშესანიშნავი ნაგებობა ნორმან ფოსტერის სტილშია გადაწყვეტილი და მინის პანელებით გადაფარული ხიდის კონსტრუქციაში განათების საინტერესო სისტემაა ჩამონტაჟებული…


განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება ხიდი ღამით, როდესაც ჩართულია LED განათება. ეს ნამდვილად მომაჯადოებელი სანახაობაა. რჩევისათვის-უკეთესია ეწვიოთ „ჰენდერსონის ტალღები“-ს ხიდს, ან დილით ადრე, როდესაც გრილი და ჟანგბადით გამდიდრებული სუფთა ჰაერია, ან საღამოს, როდესაც განათება ჩართულია.
ხიდის საფუძველს შეადგენს შვიდი მრუდე ტალღოვანი, ფოლადის ნეკნების კიდეები, რომლებიც მონაცვლეობით მზარდია გემბანის ზემოთ, რაც ხიდს აძლევს ტალღის ფორმას. ხიდის გაფორმებისათვის გამოიყენეს მუქი ყვითელი ხე -ბალაუს (Balau) ბრტყლად გათლილი პლანკები. არანაკლებ ლამაზია ხედი სინგაპურზე, რომელიც 35 მეტრიანი ხიდის ზემოდან იშლება.


ხიდის გვერდითი ღუნები გაფორმებულია დასვენების კომფორტული ადგილებით, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, ისიამოვნოთ და დატკბეთ პარკისა და ქალაქის განსაცვიფრებელი, საუცხოო ხედებით.
ამ პოსტის ავტორი წერს, რომ მან მოათავსა ეს ხიდი „ხელოვნების“ განყოფილებაში, რადგან იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მასზე არქიტექტორები კი არ მუშაობდნენ, არამედ მხატვრები.
ნახეთ ვიდეო რგოლი: „ჰენდერსონის ტალღები“ ყველაზე ლამაზი ფეხით მოსიარულეთა ხიდი (სინგაპური)




ხედი სინგაპურზე, რომელიც 35 მეტრიანი ხიდის ზემოდან იშლება.


ნახეთ ვიდეო რგოლი:






თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close