არქივი

სხეულის ენის გავლენა ურთიერთობის პროცესში (ნაწილი I )

bd1e16a4a173
მრავალრიცხოვანი დაკვირვებებითა და კვლევებით დადგენილია უამრავი წესი რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდება თანამოსაუბრის აზრებისა და გრძნობების მაღალი და დამაჯერებელი სიზუსტით ამოცნობა, მისი დამოკიდებულებების ახსნა.

საუბრის პროცესში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ იქნა გაგებული ჩვენი სიტყვები. ხშირად ეს შესაძლებელია თანამოსაუბრის პასუხებით გახდეს ცნობილი, თუმცა არც თუ იშვიათად თანამოსაუბრე არ არის გულწრფელი , ხშირად სიტყვაძუნწი და ურეაქციონიც კი არიან. სწორედ ასეთ სიტუაციებში მშველელად გვევლინება სხეულის ენა- ჟესტები, პოზა, მიმიკა, სხეულის მოძრაობა.
ჟესტები და მიმიკები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ურთიერთობის პროცესში. სპეციალური კვლევებით დადგენილია, რომ სიტყვების საშუალებით ხდება მხოლოდ ინფორმაციის7% -ის გადაცემა, ინტონაციისა და ხმის ტონალობის საშუალებით ვღებულობთ ინფორმაციის 38%-ს , ხოლო მიმიკებისა და ჟესტების საშუალებით ხდება ინფორმაციის 55%-ის მიღება. სხვა კვლევებით დადგენილია, რომ სიტყვების საშუალებით მიღებული ინფორმაცია არის 1/3 და დანარჩენი მოდის არავერბალურ სიგნალებზე.
dddffbe8df6f
მკვლევარების დიდი ნაწილი მიდის იმ აზრამდე, რომ არავერბალური არხები მნიშვნელოვანწილად გამოიყენება პირადი ურთიერთობების “გამოსავლენად’. მაგ. ადამიანს შეუძლია მიაპყროს გამჭოლი მზერა და აგრძნობინოს საკუთარი დამოკიდებულება,ისე რომ ხმა არ ამოიღოს.
სხეულის ენის უტყუარობა იმით აიხსნება, რომ მათი დიდი ნაწილის გამოვლინება სპონტანურ ხასიათს ატარებს და რთულია გონებით მისი გაკონტროლება. როდესაც ვიცით სხეულის ენის გამოვლინებების არსი შესაძლებელი ხდება იმაზე მეტის გაგება, ვიდრე თანამოსაუბრეს სურდა ეთქვა.
სხეულის ენის ცოდნის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებლობა გვეძლევა სიტყვით ნათქვამი შესაბამისი ჟესტებით, პოზიტა და მიმიკებით გავამყაროთ. ამგვარად ნათქვამი უფრო დამაჯერებელი ხდება.
ხშირად გაუთვითცნობიერებლად ვგრძნობთ ამა თუ იმ ჟესტების აზრს. მაგალითამდ , ადამიანი საუბრობს და ვგრძნობთ რომ ყველაფერი ისე არ არის , საქმე ის არის, რომ მისი სხეულის ენით განსხვავებულ ინფორმაციას ვღებულობთ, რაც არ შეესაბამება სიტყვებით გადმოცემულის არსს.
საქმიანი შეხვედრებისას მნიშვნელოვანია შევძლოთ საკუთარი ჟესტებისა, მიმიკების მართვა და ამავდროულად სწორად “წავიკითხოთ” პარტნიორის რეაქციები.
a3db300e45e6

არაველბალური ურთიერთობის ელემენტები მნიშვნელოვანია გაცნობის პირველ წუთებში. იგი არის საფუძველი ურთიერთობის გაგრძელების, კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბების და ახალი იდეებისა და წინადადებების ჩამოყალიბების.
საქმიანი წრის წარმომადგენლები სხეულის ენის საშუალებით ახდენენ ადამიანთა ქცევის პროგნოზირებას. სხეულის ენის საიდუმოების ახსნა ექვემდებარება შესწავლას, თუმცა გარკვეული ცოდნის დაგროვება გამოცდილებითაც არის შესაძლებელი.

ce22802f94a2
დადგენიია, რომ მამაკაცები ზუსტად აღიქვამენ მამაკაცების სხეულის ენას და ქალები –ქალებისას. ასევე მაღალია აღქმის უნარი ერთი პროფესიის ადამიანებს შორის, ერთი საზოგადოებრივი წრის წარმომადგენლებს შორის.
განსაკუთრებით იოლია ადამიანის სხეულის ენის გაგება, როდესაც ახდენ ემპატიის ხელოვნების გამოყენებას.
არც თუ იშვიათად ადამიანებს აქვთ სხეულის მოძრაობის განსაკუთრებული ჩვევა რომელიც ართულებს მათ გაგებას. მაგ. არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად ფეხი ფეხზე გადადებულნი სხრდან , ამდენად ეს პოზა არაფერს მეტყველებს მის შინაგან განწყობილებაზე.

წყარო: changingminds.org                              psychologistworld.com

მსგავსი ამბები

Back to top button