გართობაუცნაური

მალდივის კუნძულების მანათობლები


სხვადასხვა ბლოგებზე ხშირად შემხვედრია “ყველაზე უცნაურ სანაპიროები” მალდივის კუნძულების სანაპირო, რომელიც ანათებს. სინამდვილეში ანათებს არა სანაპირო, არამედ პატარა პლანქტონები, რომლებიც დაცურავენ.

441d9131340c

ალბათ გეცნობათ სახელი პლანქტონი 😉 სპანჩბობს ყველანი ვუყურებდით. დიახ ეს სწორედ ის პლანქტონია.
93d73e1c5293

პლანქტონის შესწავლა, როგორც აღმოჩნდა ორმოცი წლის წინ დაიწყეს მეცნიერებმა. მათ დაადგინეს რამოდენიმე ფაქტი მათი ბიოლუმინესცენციაზე, მაგრამ საერთო სურათი კი ვერ შეკრეს. გაირკვა, რომ ისინი იწყებენ ნათებას მექანიკურ ან ქიმიურ გამაღიზიანებლებზე რეაგირებით, მათ ნათებაზე პასუხოსმგებელია ლუციფერეზის ფერმენტი, რომელსაც შეიცავს სპეციალური მემბრანა სცინტინოლი. მაგრამ ამ დადგენილი ფაკტების მიუხედავად თუ რომელი რეფლექსი რთავს ლუციფერეზის უჯრედებს სულ ეხლახან გაირკვა.
a7f02928ec84

მეცნიერების აზრით ამ არსებების ბიოლუმინესცენტური აპარატი შემდეგნაირად მოქმედებს: წყლის მასებში მოძრაობისას მექანიკური ძალები იწვევენ ელექტროიმპულსს, რომელიც ამოძრავებს სპეცილურ ვაკუოლს. სწორედ ეს ვაკუოლი სავსეა პროტონებით, რომლებსაც უკავშირდება სცინტოლონები ( სცინტოლონი წარმოადგენს ბუშტუკებისგან შემდგარი მემბრანა, რომელიც შეიცავს მანათობელ ფერმენტს ლუციფერეზს.) როდესაც ამ ვაკუოლში გაივლის ელექტრო იმპულსი მასსა და სცინტილონს შორის იხსნება პროტონის ჭიშკარი. (ჭიშკარი პირობითად) ამ დროს წყალბადის იონი ხვდება სცინტილონში და იქმნება რეაქცია ბიოლინესცენტნთან. ყველაზე მკაფიო ნათებას შეიძლება თვალი ადევნოთ მათი გამრავლებისას. რამოდენიმე ვიდეოში შევნიშნე, რომ ადამიანები ხტებიან წყალში ამ ლამაზ არსებებთან, მაგრამ მეცნიერები გვირჩევენ მათი ესთეტიური ხილვადობით ნაპირიდან დავტკბეთ. ისინი გამოყოფენ ადამიანისთვის სახიფათო ტაქსინებს. ეხლა კი იხილეთ ვიდეო რგოლები
72d78c5ec8e1
8b65626bff42

ce46baa8cae6
fd5df2583197

 

https://www.youtube.com/watch?v=qlTCB_p3slY

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button