საკითხავისასარგებლოუცნაური

დინამიკური მუტაციები

დინამიკური მუტაციები გულისხმობს ტანდემური განმეორებადობების ექსპანსიას (ამპლიფიკაციას) გენის მაკოდირებელ უბანში (ეკზონში), არამაკოდირებელ უბანში (ინტრონში), 5’UTR (ტრანსკრიბირებად,მაგრამ არატრანსლირებად უბანში) ან  3’UTR (ტრანსკრიბირებად,მაგრამ არატრანსლირებად უბანში).

დინამიკური მუტაციები იწვევენ არასტაბილური განმეორებადობების ექსპანსიით განპირობებულ დარღვევებს. ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელია პრემუტაცია და ანტიციპაცია. პრემუტაცია გულისხმობს, რომ განმეორებადობათა რიცხვი აღწევს ზღვარს, მაგრამ ფენოტიპურად არ ვლინდება ამ ინდივიდში. ხოლო ანტიციპაცია დედის/მამის ხაზით გადაცემისას სიმპტომების დამძიმებასა და დაავადების ასაკის გაახალგაზრდავებაში მდგომარეობს.

აქ განვიხილავ ჰანტინგტონის ქორეას, ფრაგილური(მყიფე) X-ქრომოსომის სინდრომს, ფრიდრიხის ატაქსიასა და მიოტონურ დისტროფიას.

 ჰანტინგტონის ქორეა(დაავადება)

ტრინუკლეოტიდი: CAG (26-ექსპანსია, 39 და მეტი – ვლინდება ფენოტიპურად ზრდასრულ ასაკში)

ქრომოსომა: მე-4

გენი: HD გენის პირველი ეკზონი

ცილა: ჰანტინგტინი

მუტაციის ეფექტი: ცილის მიერ ახალი ნიშან-თვისების შეძენა(ნეიროტოქსიკური ეფექტი)

დამემკვიდრება: აუტოსომურ-დომინანტური (წმინდა დომინირება!)

სიმპტომები: ქორეა,დეპრესია,ფსიქოზი, დისფაგია და ა.შ.

მკურნალობა: განკურნება შეუძლებელია, ლეტალურია. თუმცა არის გენური თერაპიის გზითა და ინტერფერენციული რნმ-ის გამოყენებით თერაპიის მცდელობა.

პრევენცია: არ არის შემუშავებული პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ფრაგილური(მყიფე) X-ქრომოსომის სინდრომი

ტრინუკლეოტიდი: CGG(60-ნორმა; 60-200 – პრემუტაცია; 200-ზე მეტი – დაავადება)

ქრომოსომა: X-სასქესო ქრომოსომა

გენი: FMR1-ის 5’UTR

ცილა: FMR1

მუტაციის ეფექტი: ცილის ფუნქციის დაკარგვა

დამემკვიდრება: X-შეჭიდული

სიმპტომები: მაკროორქიდიზმი (დიდი ზომის სათესლე ჯირკვლები) (ბიჭებში), დასწავლის პრობლემები, გრძელი,ვიწრო სახე და სხვ.

მკურნალობა: სიმპტომური

პრევენცია: მედიკო-გენეტიკური კონსულტაცია, მატარებლების იდენტიფიკაცია, პრენატალური დიაგნოსტიკა და სხვ.

ფრიდრიხის ატაქსია

ტრინუკლეოტიდი: GAA (გენის ინტრონში, 100-ზე მეტი განმეორებადობა)

ქრომოსომა: მე-9 ქრ.

გენი: FXN

ცილა: ფრატაქსინი

მუტაციის ეფექტი: ცილის ფუნქციის დაკარგვა

დამემკვიდრება: აუტოსომურ-რეცესიული

სიმპტომები: ნისტაგმი, ბაბინსკის რეფლექსი, სკოლიოზი, კიდურების არაკოორდინირებული მოძრაობები და სხვ.

მკურნალობა: –

პრევენცია: მედიკო-გენეტიკური კონსულტაცია, მატარებლების გამოვლენა, პრენატალური დიაგნოსტიკა და სხვ.

მიოტონური დისტროფია ტიპი 1

ტრინუკლეოტიდი: CTG (80-2000 განმეორებადობა)

ქრომოსომა:

გენი: DMPK (3’UTR)

ცილა: პროტეინკინაზა

მუტაციის ეფექტი: რნმ-ის მიერ ახალი ნიშან-თვისების შეძენა

დამემკვიდრება: აუტოსომურ-დომინანტური

სიმპტომები: კატარაქტა, გინეკომასტია, მიოტონია, კუნთოვანი დისტროფია, გამელოტება შუბლის მიდამოში და სხვ.

მკურნალობა: –

პრევენცია: მედიკო-გენეტიკური კონსულტაცია, მატარებლების გამოვლენა, პრენატალური დიაგნოსტიკა და სხვ.

ამრიგად, ექსპანსიის დარღვევები ძირითადად ნევროლოგიური დარღვევების სახით იჩენს თავს. ჯერჯერობით უმეტესობა განუკურნებლად რჩება. სპეფიციკური პროფილაქტიკაც თითქმის არ არსებობს. თუმცა შემუშავების პროცესშია მკურნალობის გარკვეული სტრატეგიები.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close