გასართობისაკითხავისასარგებლო

ონლაინ შოპინგი მხოლოდ დადებითი ემოციებით

სათაურიდან გამომდინარე შესაძლოა იფიქროთ, რომ რაღაც გაცვეთილ სტატიას წააწყდით, მაგრამ მე როგორც სტაჟიანი ინტერნეტ ბაიერი გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.

ჩემი და ინტერნეტ მაღაზიების თანამშრომლობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც ნივთების ტრანსპორტირება გაცილებით ძვირი ჯდებოდა, ვიდრე მათი თვითღირებულება. რამოდენიმეჯერ აღმოვჩნდი აფიორის მსხვერპლი. მაგალითად პლანშეტი შევიძინე ერთ-ერთ ვებ გვერდზე ამანათით კი პლანშეტის ფორმის ყუთში მოთავსებული ჩინური კანფეტები მივიღე. გამოვიდა რომ 150 დოლარს ზემოდან წონი 7 დოლარი დავამატე და სანაცვლოდ დაახლოებით 5 დოლარის ღირებულების, ალუბლის ჟელატინის კანფეტები მივიღე. ასეთი შემთხვევები ეხლაც ბევრია, მაგრამ მე დეტალურად აგიღწერთ თუ როგორ აიცილოთ თავიდან მსგავსი უსიამოვნებანი, ან უკიდურეს შემთხვევაში როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია.

უპირველეს ყოვლისა როგორ ავარჩიოთ ონლაინ მაღაზიები.

თუმცა სანამ პროდუქციის თვალიერებას დაიწყებთ უნდა იპოვოთ გადამზიდავი კომპანია, რომელიც პირობითად გაძლევთ ოთახს ამერიკაში სადაც უნდა მიიტანონ თქვენი ამანათი საქართველოში გადმოსაგზავნად. მე რომ რეკლამა არ გამომივიდეს თქვენს საძიებო სისტემაში ჩაწერეთ ამანათების ჩამოტანა და ამოგიგდებთ უამრავ ვარიანტს. კარგად დააკვირდით ანაზღაურებას. დააკვირდით რომელი კომპანია წონის ამანათს და რომელი ზომავს მოცულობით. პირადად მე ვიყენებ სამ გადამზიდ კომპანიას სხვადასხვა პირობებით. ისეთი კომპანიაც კი არსებობს, რომელიც კონკრეტული ამერიკული მაღაზიებიდან cashback-ით სარგებლობს და წონის გადახდა შესაძლოა სულაც არ დაგჭირდეთ. მოკლედ გადაათვალიერეთ და რომელიც უფრო მისაღები იქნება თქვენთვის ის აარჩიეთ. ასეთი კომპანიების საიტებზე აუცილებლად იქნება ყველაზე პოპულარული ონლაინ მაღაზიათა ჩამონათვალი, რაც გაგიმარტივებთ მაღაზიის არჩევას, თუმცა თუ აზარტში შეხვედით შემიძლია გირჩიოთ ვებ გვერდები სადაც მომხმარებლების აზრია დაფიქსირებული ნებისმიერი მაღაზიის შესახებ. ეს უფრო კომპეტენტურია და უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს თუ სხვა მომხმარებლების რჩევებს გაითვალოსწინებთ.

trustpilot.com

resellerratings.com

sitejabber.com

ეს არის საიტები სადაც ნახავთ ონლაინ მაღაზიებზე ყველაფერს. ანუ მომხმარებლების დამოკიდებულებას, რა მოეწონათ რა არ მოეწონათ. თქვენც შეგიძლიათ სხვებს გაუზიაროთ თქვენი შემდგომი გამოცდილება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადამზიდავის გარეშეც შესაძლოა საქართველოს ფოსტით გამოწეროთ ნივთები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მაღაზია დამატებით შიფინგს აწესებს იმ შემთხვევაში თუ ძალიან შორს არის მწარმოებლის კოორდინატები და ისიც გაითვალისწინეთ რომ ლოდინი ერთ თვემდე მოგიწევთ ან უფრო მეტიც.

ონლაინ მაღაზიის შერჩევის შემდეგ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. ეს ძალიან მარტივია. თანამედროვე საიტებზე პირდაპირ FB სოციალური ქსელითაც შეგიძლიათ გადახვიდეთ. აი მისამართში კი უნდა შეავსოთ ყველა გრაფა იმ მონაცემებით, რომელსაც გადამზიდავი კომპანია განიჭებთ. როდესაც არჩევთ ნივთს კარგად დაუკვირდით მის აღწერილობას. აუცილებლად ეწერება მასალა, მდგომარეობა. ნუ გამოტოვებთ ამ ინფორმაციას. და აქტიურად იურთიერთეთ ონლაინ ოპერატორებთან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თანდართულნი არიან ამერიკულ მაღაზიებში. დააზუსტეთ ადგილზე მიტანის დრო . ნუ დაგეზარებათ შედეგიც შესაბამისი იქნება. თუ ტანსაცმელზეა საუბარი აუცილებლად გაიზომეთ თქვენი პარამეტრები ზუსტად შეიყვანეთ. ნუ ენდობით პირობოთ ზომებს ემი თუ ელი. შესაძლოა თქვენ ემი ხართ მაგრამ იმ პროდუქციაში ეს ზომა შეესაბამებოდეს ესს.

ნუ მიეტანებით ჩინურ პროდუქციას, შესაძლოა ფასმა და გარეგნულმა ნიშნებმა მოგხიბლოთ მაგრამ იშვიათად თუ არის რელაურადაც ასეთი კარგი. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩინურ ვებგვერდებზე მოვერცხლილი სამკაულები მიუხედავად საგრძნობლად დაბალი ფასებისა ძალიან კარგი ხარისხისაა.. ყოველთვის დააკვირდით პროდუქტის რეიტინგს, მყიდველთა კომენტარებს.

ყურდაღებით ადევნეთ თვალი რაზე აწკაპუნებთ. ერთი შემთხვევა მქონდა, მეგობარს მისივე ბარათით ვუყიდე სათვალე ამაზონზე, როგორც ყოველთვის შემომთავაზა ამაზონის ფრაიმ ქარდი და როგორც შემდგომ აღმოჩნდა უნებურად დავადასტურე. დაახლოებით ათი დღის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მისი ბარათიდან 99.99 $ მოიჭრა. ხომ წარმოგიდგენიათ ჩვენი რეაქცია. ასეთ შემთხვევაშიც პანიკაში ნუ ჩავარდებით მიმართეთ ოპერატორს ის აუცილებლად დაგეხმარებათ. დამიჯერეთ არცერთ გლობალურ მაღაზიას არ აწყობს სახელის გაფუჭება. ეს არ არის საქართველოს უტოპიური რეჟიმი. ყველა ზრუნავს რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. ნუ დაიზარებთ და ნუ მოგერიდებათ თამამად შეუტიეთ ოპერატორებს.

როდესაც ნივთის შეძენაზე მიდგება ჯერი გირჩევთ გამოიყენოთ paypal-ი ან mastercard ბარათი. გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ ვიზა ყოველთვის პრობლემას მიქმნის. როდესაც იყიდით ნივთს მოძებნეთ myorder-ში თრექინგის ნომერი . ამ ნომრით ყოველთვის შეგიძლიათ დამოუკიდებლად გადაამოწმოთ თუ რა წერტილშია იმ მომენტისთვის თქვენი ამანათი. სადაც თრექინგის ნომერია მითითებული იქვე არის მითითებული მათი გადამზიდი კომპანიის ვებგვერდი.

იცით მქონდა შემთხვევა რომ ვიყიდე ლურჯი მანტო და ჩამოვიდა მწვანე. მართალი გითხრათ ისე მომეწონა არ გავბრაზებულვარ, მაგრამ შესყიდული ნივთის ქვეშ საკმაოდ გრძელი გამაქილიკებელი კომენტარი კი მოვათავსე, რომ ის არ გამომიგზავნეს რაც მინდოდა. რათქმაუნდა ისიც მივუთითე რომ ამასაც არაუშავდა. აღნიშნული ნივთის რეიტინგი ჩემ მიერ მინიჭებული სამი ვარსკვვლავით 9.98 დან 7.23 მდე დაიწია. დაფეთებულმა გამყიდველმა დიდი თხოვნით მომმართა (რაც ძალიან გამიკვირდა) “ბოდიშს გიხდით მოყენებული ზარალისთვის, გთხოვთ შეცვალოთ კომენტარი და ხვალვე გავაფორმებთ უფასო ამანათს, გამოგიგზავნით ისეთს როგორიც თქვენ გსურთ ასევე გაჩუქებთ 40% ფასდაკლების ბარათს შემდეგ შესყიდვაზე” მაშინვე ნუ წამოეგებით ამ ხელგაშლილ წინადადებას. ჯერ გაგიფორმონ ამანათი და შემდეგ დაფიქრდით შეცვლით თუ არა კომენტარს. ეხლავე აგიხსნით ეს როგორ მუშაობს. როდესაც მე შევუკვეთე ლურჯი მანტო იმ მომენტისთვის ლურჯი არ ჰქონდათ შეკერილი და გადაწყვიტეს გამოეგზავნათ მწვანე. სტატისტიკურად მხოლოდ 12% ითხოვს გაცვლას ან ფულის დაბრუნებას მათ კი დროში მოიგეს. და ის რომ ეხლა ერთი მანტოთი მეტის გადახდა მოუწევთ ეგეც დიდი დანაკლისი არ არის მათთვის. და მე ეხლა ორი სხვადასხვაფერის მანტოთი დავდივარ. თუ არ დაგაკმაყოფილათ ზომამ ფერმა, თუ არ შეესაბამება აღწერილობა რეალობას, ნუ ინერვიულებთ მთელი ნეგატივი ზრდილობიანი ფრაზებით დაუშვით მათ საკონტაქტო მაილზე და აცადეთ სასიამოვნოდ გაგაკვირვონ.

ეხლა რაც შეეხება ჩინურ საიტებს. თუ მაინცადამაინც ჩინურ საიტზე მოგეწონათ რაღაც ეწვიეთ youtube-ს და ჩაწერეთ კონკრეტული საიტის დასახელება. თქვენ წააწყდებით უამრავ სასარგებლო ვიდეოს არამხოლოდ უარყოფითი მიმოხილვით არამედ დადებითი მიმოხილვითაც. ასეთი ვოდეოების ქვეშ ხშირად მოცემულია ლინკები მაღაზიებისა, რომლებიც პატიოსნად აგზავნიან ნივთებს.
აბა წარმატებებს გისურვებთ



მსგავსი ამბები

Close
Close