ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ესპანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები


კანარის კუნძულები – ესპანეთის ზღვისიქითა ტერიტორია რომელიც მდებარეობს აფრიკის კონტინენტის სანაპიროებთან. იგი 7 კუნძულს აერთიანებს და მათგან უფრო ცნობილი ორი კუნძულია, ესენია ტენერიფე და ლას-პალმასი ამ კუნძულებს საკუთარი საფეხბურთო კლუბებიც აქვთ რომლებიც ესპანეთის საფეხბურთო ლიგებში თამაშობენ მათ შორის ლას-პალმასის საფეხბურთო გუნდი გამოდის ესპანეთის უმაღლეს ლიგა პრიმერა დივიზიონში. კანარის კუნძულებზე 2 000 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ეთნიკური ჯგუფებიდან კი ესპანელები გამოირჩევიან რომლებიც ყველაზე მრავლად არიან ტერიტორიაზე ამასთანავე აქ მეტწილად სახლობენ იტალიელები, გერმანელები, ბრიტანელები და ლათინოამერიკელები კანარებზე სახელმწიფო ენა ესპანურია. ამ კუნძულთა ერთობლიობის დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია სანტა-კრუს-დე-ტენერიფე და ასევე ლას-პალმას-დე-გრან-კანარია კანარის კუნძულებზე ოფიციალური ვალუტაა ევრო. ბუნების მხრივ ეს ადგილი გამოირჩევა მრავალფეროვნებით აქ ძალიან ლამაზი ფლორა და ფაუნაა აქვე მოქმედებს ეროვნული პარკები, რომლებსაც იუნესკო იცავს და მის ძეგლთა სიაშიცაა შესული. კანარის კუნძულების ბუნებიდან გამოირჩევა აქაური კანარის ჩიტი აქ ასევე არის ფასკუნჯი ეს ფრინველები ტერიტორიის სიმბოლოებად მიიჩნევა. ტერიტორიას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს მის აღმომჩენს კუნძულზე ბევრი ძაღლი უნახავს შესაბამისად კუნძულისთვისაც კანარები უწოდებია და მათ დროშაზე დღესაც ორი ძაღლია გამოსახული ისინიც ბუნებრივია ამ ტერიტორიის სიმბოლოებად ითვლება ეს კუნძული იუბა II-ს აღმოუჩენია. კანარის კუნძულებს ჰყავს საკუთარი პარლამენტი და იმართება მის მიერ მაგრამ ამ ტერიტორიას ესპანეთისგან ექცევა ძალიან დიდი ყურადღება ბუნებრივია იმიტომ რომ იგი ესპანეთის შემადგენელი ნაწილია. ტერიტორიაზე ჩადიან აფრიკელი და ეპანელი ტურისტები ასევე ევროპელები რომლებსაც აინტერესებთ ტერიტორიის დათვალიერება და დასვენება.

მელილია – ესპანეთის კუთვნილი ტერიტორია რომელიც მდებარეობს აფრიკაში მაროკოსთან ახლოს ეს საპორტო ტერიტორიაა და აქ ცხოვრობს 75 000-ზე მეტი ადამიანი. მელილიაზე ოფიციალური ენა არის ესპანური იმის და მიუხედავად, რომ ტერიტორია შედის ესპანეთის შემადგენლობაში ის ავტონომიური ოლქია ეს ტერიტორია 1995 წელს გამოცხადდა ავტონომიად და მიენიჭა უფრო ბევრი უფლება. ამ ტერიტორიას ფინანსურად აქტიურად ეხმარება ესპანეთის მთავრობა აქ ბევრია ტურისტების რაოდენობაც რომლებიც უმეტესად აფრიკის ქვეყნებიდან არიან რადგანაც მელილია მაროკოსთან ახლოს მდებარეობს ამ ადგილს სტუმრობენ ახლო-მახლო ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებიც ასევე ესპანელები და ევროპელები რომლებსაც ამ ტერიტორიაზე დასვენების სურვილი აქვთ. მელილიაზე არიან ქრისტიანები და მუსლიმები.

სეუტა – ესპანეთის ტერიტორია აფრიკაში რომელზეც პრეტენზიას აცხადებს მაროკო ისევე როგორც მელილიაზე ამ ტერიტორიებს მაროკო მიიჩნევს საკუთარ ტერიტორიას და გამოთქვავს პრეტენზიას რომ სეუტა და მელილია გადაეცეს მას მიუხედავად ამ მოთხოვნებისა და პრეტენზიისა იგი მაინც ესპანეთის შემადგენლობაში რჩება ტერიტორიის მოსახლეობა არის 80 000-ზე მეტი. ამ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ ესპანელები, არაბები, ფრანგები ასევე სხვა ევროპელები და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული მაცხოვრებლები. ხელსაყრელი ტერიტორიის გამო სეუტა დამსვენებლების რაოდენობას არ უჩივის ამიტომაც მრავლად არიან ტურისტები. სხვადასხვა დროს ეს კუნძული ეკუთვნოდათ კართაგენელებს, ბერძნებს, რომაელებს, პორტუგალიელებს საბოლოოდ კი სეუტა ესპანეთს დარჩა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close