19 წლის ავღანელი გოგო რომელიც ქმარმა გაასამართლა
მინდა გაგაფრთხილოთ, ვისაც სუსტი გული გაქვთ ნუ ნახავთ პოსტს.!
მოგიყვებით 19 წლის გოგოს Биби Айши-ს ისტორიას, რომელზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა მას შემდეგ, რაც 2010 წლის 9 აგვისტოს, ცნობილმა ჟურნალმა Time -მა გამოაქვეყნა მისი ფოტო. ამან გამოიწვია დიდი სკანდალი (ხალხი აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ ისეთი ცნობილი ჟურნალის გარეკანს, რომელსაც ათასობით ადამიანი ნახულობს, ეს საშინელი ფოტო “ამშვენებდა”)
როგორც საწყალმა გოგომ უამბო Times-ს, ის ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როდესაც მისმა მშობლებმა, ცოლად გააყოლეს კაცს, რომელიც მასზე დიდი იყო. ისინი საშინლად ჩხუბობდნენ და გოგონამ გაქცევა გადაწყვიტა. მაგრამ გაქცევისას ის დაიჭირეს და წაიყვანეს ქალების ციხეში. 6 თვის შემდეგ ბიბი დაუბრუნეს ოჯახს, მაგრამ არა დიდი ხნით… მამამ მაშინვე გადაწყვიტა თავისი საბრალო შვილი ისევ უკან, ქმართან დაებრუნებინა.
გოგონა გაასამართლეს – განაჩენი იყო უმძიმესი, მას ყურები და ცხვირი მოაჭრეს. შემდეგ გარეთ გაიყვანეს, რომ მომკვდარიყო. “მე გავითიშე, როდესაც მან დაიწყო ამის კეთება. უკვე ღამე იყო როცა მე ისევ მოვედი გონზე, იმ ადგილას ძალიან ციოდა, არ შემეძლო გამეგო სად ვიყავი იმიტომ, რომ თვალები და სახე სულ სისხლით მქონდა დაფარული” – ეს ბიბიმ CNN-ის რეპორტიორს მოუყვა.
ყველაფრის მიუხედავად მას აღმოაჩნდა იმის ძალა, რომ მისულიყო უახლოეს დასახლებამდე, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობდნენ. მათ გოგონა წაიყვანეს ამერიკულ საავადმყოფოში, რომელიც ქაბულში იყო. მან იქ გაატარა 3 თვე, შემდეგ ის იმყოფებოდა ხალხისგან შორს, ხოლო აგვისტოში ბიბი წაიყვანეს ამერიკაში, ოჯახში რომელიც ახლა მასზე ზრუნავს.
ფონდი Grossman Burn Foundation ასპონსორებს ბიბის, გოგონას გაუკეთეს ყურებისა და ცხვირის პროთეზი. 8 თვიანი უმძიმესი მკურნალობისა და პლასტიკური ოპერაციების შემდეგ იგი გამოჯანმრთელდა.