არქივი

სორბონა

c5a0a1335ed2

სორბონა უკვე საუკუნეებია უმაღლესი კლასის ცოდნის სიმბოლო და როგორც ფრანგული, ისე მთელი კლასიკური ევროპული განათლების ეტალონია. სორბონა უფრო მეტია, ვიდრე უნივერსიტეტი. ფაქტობრივად, ესაა რამდენიმე უნივერსიტეტის გაერთიანება. ევროპის უძველესი სასწავლებელი – პარიზის უნივერსიტეტი 1215 წელს დაარსდა.  მისი სტუდენტ-მასწავლებლებიდან მრავალი ნობელის პრემიის ლაურეატი და დასავლური ტრადიციების მიმდევარი უდიდესი ინტელექტუალი, პოლიტიკური თეორეტიკოსო, მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი, თეოლოგი თუ ხელოვანი გამოსულა.

უნივერსიტეტის ცამეტ ნაწილად დაყვეს,   პირველი ოთხი სორბონში იმყოფება, ხოლო დანარჩენებისთვის  კი სორბონა ტიტულის ნაწილია. ცამეტივე უნივერსიტეტს დღემდე საერთო რექტორი ჰყავს, რომელსაც ოფისი სორბონაში აქვს.

9f047a452d39
სხვა შუა საუკუნეების უნივერსიტეტთა (ბოლონიის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, კოიმბრას უნივერსიტეტი, სალამანკას უნივერსიტეტი) მსგავსად, მაგრამ გვიანდელთაგან (პრაღის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი) განსხვავებით პარიზის უნივერსიტეტი სპეციალური დამფუძნებელი აქტის (მაგ. სამეფო ქარტია) შედეგად არ შექმნილა. ის მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენდა ღვთისმშობლის ტაძართან როგორც კორპორაცია, მსგავსად სხვა შუასაუკუნეობრივი კორპორაციებისა, როგორებიც სავაჭრო და ხელოვანთა გილდიებს წარმოადგენდნენ. შუასაუკუნეების ლათინურ ტერმინს universitas უფრო ფართო გილდიის მნიშვნელობა აქვს და პარიზის უნივერსიტეტი ცნობილი იყო, როგორც universitas magistrorum et scholarium (მაგისტრთა და სქოლასტთა გილდია).
873f266078e2
უნივერსიტეტს, რომელიც ბოლონიასთან ერთად სხვა შუასაუკუნეების უნივერსიტეტების მოდელი გახდა, ჰქონდა ოთხი ფაკულტეტი – ხელოვნების, მედიცინის, იურისპრუდენციისა და თეოლოგიის. ხელოვნებათა ფაკულტეტი რანგით ყველაზე დაბალი იყო, თუმცა ამასთან ყველაზე მრავალრიცხოვანი, ვინაიდან სტუდენტებს თავდაპირველად ეს ფაკულტეტი უნდა დაემთავრებინათ უფრო მაღალი რანგის ფაკულტეტზე მოსახვედრად. სტუდენტები იყოფოდნენ ოთხ ძირითად ნაციონად – ენობრივი ან რეგიონალური წარმომავლობის მიხედვით – საფრანგეთის, ნორმანდიის, პიკარდის და ინგლისის, თუმცა ბოლო მათგანი მოგვიანებით ალემანიის (გერმანიის) ნაციონად გახდა ცნობილი. ყოველ ნაციონში მიღება მათ სახელობით კუთვნილებას სცილდებოდა, ასე მაგალითად ინგლისურ-გერმანულ ნაციონში ფაქტობრივად სტუდენტებს სკანდინავიიდან და აღმ. ევროპიდანაც იღებდნენ.
aec3c3a6a9ed
სორბონის კოლეჯი
სორბონის კოლეჯი  დაფუძნდა 1257 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის პირადი მოძღვრის რობერ დე სორბონის (1201-1274) მიერ, ვის სახელსაც ის დღემდე ატარებს. იგივე სახელს ატარებს მისი მთავარი კამპუსი პარიზში, სადაც ამჟამად რამდენიმე უნივერსიტეტია (ყოფილი პარიზის უნივერსიტეტის შთამომავლები) პარიზს რექტორატთან ერთად.
თავდაპირველად ის შეიქმნა 20 თეოლოგი სტუდენტისთვის. მან სწრაფაც მოიხვეჭა განათლების ცენტრის რეპუტაცია და მე-13 საუკუნისთვის მასში უკვე 20.000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რამაც პარიზი დასავლური სამყაროს ცოდნის დედაქალაქი გახადა. დღემდე უცხოელი სტუდენტები ქმნიან უნივერსიტეტის კამპუსის მნიშვნელოვან ნაწილს.
8a355b95759d
სორბონი მალევე საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ინსტიტუტი გახდა. 1622-1626 წლებში კარდინალმა რიშელიემ განაახლა სორბონა და უნივერსიტეტის თანამადროვე შენობები ამ პერიოდის არქიტექტურას განეკუთვნება. კარდინალის საპატივცემლოდ 1637 წელს სორბონის სამლოცველო იქნა დამატებული. რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ 1642 მისი ცხედარი სამლოცველოს ძვალთსაცავში იქნა დასვენებული.
ფაკულტეტის ეკლესიასთან ახლო კავშირმა საფრანგეთის რევოლუციის დროს მისი დახურვა განაპირობა, თუმცა 1808 წელს ნაპოლეონის ბრძანებით მან განაახლა მუშაობა, როგორც პარიზის უნივერსიტეტის ნაწილმა. 1885 წლამდე სორბონი უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და პარიზის აკადემიას მოიცავდა. მე-19 საუკუნის ბოლოს სორბონი მთლიანად გაემიჯნა რელიგიას.

6ec0e99d2824

მსგავსი ამბები

Back to top button