ახალი ამბებიგასართობიუცნაური

სააბაზანო ოთახი ლიფტის შახტის ზემოთ


არის ეს მსოფლიოში ყველაზე დამაშინებელი აბაზანა? ტუალეტი მდებარეობს მრავალ სართულიანი შენობის ლიფტის შახტის ზემოთ.
კომპანია „Hernandez Silva“-ს არქიტექტორებმა დააპროექტეს თანამედროვე ხელოვნების აქ წარმოდგენილი „შედევრი“. ახალი პენტჰაუზი – აპარტამენტი ცათამბჯენის სახურავზე მდებარეობს 70-იანი წლების მექსიკის კოლონიური შენობის ზევით, ქალაქ გვადალახარაში (Guadalajara).


მისი სახასიათო ნიშანია – სააბაზანო ოთახი, რომელიც მდებარეობს 15-სართულიანი შენობის ლიფტის შახტის ზემოთ. როგორც ამ განსაცვიფრებელი სურათებიდან ჩანს, სახლის მესაკუთრეებს ყოველდღიური საქმიანობისას, როგორიცაა ტუალეტის გამოყენება ან კბილების გახეხვა, უხდებათ ძალაუნებურად ქვემოთ ჩახედვა, რადგანაც მეტლახის მაგივრად იატაკი გამჭვირვალე მინითაა გაკეთებული… და, შესაძლებელია ლიფტის შახტის შემომზღუდავების დანახვაც.
ბოდიშს მოვიხდი ამ არაეთიკური წინადადების გამო, მაგრამ ადამიანმა, როგორ უნდა მოისაქმოს, როცა მის ფეხებთან ნათლად ჩანს შახტის ფსკერი… :) ეს ყველაზე არ ითქმის, ბევრნი არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას არ აქცევენ…

ნახეთ ვიდეო: შუშის გამჭვირვალე იატაკი აბაზანაში (Glass Floor Bathroom)




ნახეთ:

loading...

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close