ლომისას სალოცავი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში, დაბა ფასანაურიდან ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით 18 კმ–ში (პირდაპირი მანძილი) მდებარე სოფელ ქვემო მლეთის სამხრეთით, 6–7 კმ–ში, ქედზე.
ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.
ნიში გზად ლომისას სალოცავისკენ.
ქათმების სახლი (საქათმე) ლომისას წმინდა გიორგის სალოცავზე.
ლომისას სალოცავიდან დანახული გუდაური
ლომისას სალოცავიდან დანახული გუდაური
ეკლესიის სამხრეთით დგას ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდელი შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად მისგან მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარია შემორჩენილი (I სართულის ორივე ბურჯი და II სართულის განაპირა ბურჯების ნაწილი). II სართულზე ბურჯები შედარებით ვიწროა, რომელთა შორის თითო მსგავსი ბურჯი იყო მოთავსებული. სამრეკლოს I სართული გადახურული იყო დაბალი კამარით. II სართულის გადახურვის ფორმა არ დგინდება.
ეკლესიის ირგლივ არსებული აკლდამებიდან ყველაზე უკეთ შემონახულია დასავლეთით მდებარე ერთი აკლდამა, რომელსაც კარი და სარკმელი აქვს. იგი გადახურულია კამარით, რომელიც პირდაპირ იატაკიდან იწყება.
ფოტოგრაფი: გიორგი წიკლაური
წყარო : ka.wikipedia.org ; dzeglebi.ge