ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (3 ნაწილი)


ბერმუდის კუნძულები – დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანეში და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმ ზღვისიქითა ტერიტორიათაგან სადაც განვითარებულია ტურიზმი. ხელსაყრელი და კარგი ადგილმდებარეობის გამო რადგან ბერმუდა მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასთან ახლოს და დამსვენებლებიც მრავლად სწორედ ამ კონტინენტის ქვეყნებიდან არიან. ტურიზმი კუნძულის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და მაცხოვრებლების დიდი ნაწილიც სწორედ აქაა დასაქმებული. ეს ტერიტორია ყველაზე ძველია რომელიც ბრიტანეთის შემადგენლობაში დღემდე რჩება მისი დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი დასახლებაა ჰამილტონი აქ ოფიციალური ენა ინგლისურია ხოლო ვალუტა ბერმუდის დოლარი. ბოლო შეფასებებით ბერმუდის კუნძულებზე ცხოვრობს 60 000-ზე მეტი ადამიანი და მათი უმრავლესობა ეთნიკურად აფრიკელია აქ ასევე ჭარბობენ თეთრკანიანები და აზიელები კუნძულზე ბრიტანელი მაცხოვრებლებიც მრავლად არიან. ამ ტერიტორიას დიდი ყურადღება ეთმობა გართიანებული სამეფოსგან და მნიშვნელოვნად ფინანსდება მათი მხრიდან რათა კუნძულები უფრო მოძლიერდეს.

კაიმანის კუნძულები – კიდევ ერთი ტერიტორია ბრიტანეთის შემადგენლობაში იგი მდებარეობს კარიბის ზღვაში და დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი დასახლებაა ჯორჯტაუნი აქ ოფიციალური ენაა ინგლისური ხოლო ვალუტა კაიმანის კუნძულების დოლარი. ბოლო მონაცემებით აქ 45 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ხელსაყრელი ადგილმდებარეობის და კარგი ბუნების გათვალისწინებით აქ ზაფხულში შესანიშნავი ამინდია რაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკელ ტურისტებს ძალიან მოსწონთ სწორედ ისინი არიან ამ კუნძულებზე ყველაზე ხშირი ვიზიტორები და აქტიური დამსვენებლები .სწორედ ამიტომ მოსახლეობის ძირითადი სამუშაო არის ტურისტების მომსახურება და მათი ქვეყანაში ჩამოყვანა ამ სფეროში ეს ერთ-ერთი განვითარებული ტერიტორიაა ბრიტანეთის შემადგენლობაში რომელიც აქტიურად ემსახურება ტურისტებს .კაიმანის კუნძულები უმეტესად მულატებითაა დასახლებული და ასევე ჭარბობენ ევროპელები რომელთაც მნიშვნელოვნად გაათანამედროვეს ეს ტერიტორია და შემოიტანეს ცხოვრების თანამედროვე ტენდენციები.

ბრიტანეთის ანტარქტიდის ტერიტორია – დედაქალაქია როზერი ამ ტერიტორიაზე სიცივის გამო მუდმივი მოსახლეობა სამთარში 50 კაცამდეა ხოლო ზაფხულში 400 კაცამდე. ამ ტერიტორიასთან ახლოს არის არგენტინის და ჩილეს ანტარქტიდული ტერიტორიები ისევე როგორც ბრიტანეთის ბევრ კუნძულზე აქაც ხორცილდება მუდმივი დაკვირვებები ბრიტანელი მკვლევარების მიერ ტერიტორიაზე საკმაოდ ცივი კლიმატია ამიტომაც მთელი წლის მანძილზე აქ გაჩერება ძალიან ძნელია. ტერიტორიაზე მრავლად არიან მკვლევარები და აქ ბრიტანელების მიერ ხორციელდება სხვადასხვა ცდები და დაკვირვებები ანტრაქტიდაზე.

მონსერატი – ბრიტანეთის კუთვნილი ტერიტორია კარიბის ზღვაში აქ ოფიციალური ენა ინგლისურია ხოლო ვალუტა აღმოსავლეთ კარიბული დოლარი ტერიტორიის დედაქალაქია პლიმუთი ხოლო უდიდესი ქალაქია ბრეიდსი. კუნძული კონსტიტუციური მონარქიით გაერთიანებული სამეფოს მონარქის ელისაბედ II-ის მიერ იმართება აქ დასახლებულია 4 500-ზე მეტი ადამიანი აქედან უმეტესობა ეკონომიკის წამყვან დარგ ტურიზმშია დასაქმებული და დაკავებულია მათი მომსახურებით. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს აეროპორტი რომლიდანაც ხდება ტურისტების ჩამოსვლა ქვეყანაში. მონსერატზე მდებარეობს ვულკანები.

აკროტირი და დეკელია – დიდი ბრიტანეთის ტერიტორია კვიპროსზე როგორც მოგეხსენებათ კვიპროსი ორ ნაწილად ბერძნულ და თურქულ ნაწილებადაა გაყოფილი აქვე მდებარეობს ბრიტანეთის ტერიტორიაც სადაც დასახლებულია 7000-ზე მეტი ადამიანი. ამ ტერიტორიის დედაქალაქი და უდიდესი დასახლებაა ეპისკოპი. აკროტირი და დეკელიაზე ოფიციალური ენებია ბერძნული და ინგლისური სწორედ ამიტომ კუნძულიც უფრო მეტად ბრიტანელებით და ბერძნებითაა დასახლებული. ისევე როგორც ბრიტანეთის ყველა ზღვისიქითა ტერიტორიას აკროტირი და დეკელიასაც ფინანსურად ეხმარება ბრიტანეთის მთავრობა.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close