ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ევროპარლამენტის ძირითადი პარტიები


ევროპის სახალხო პარტია – მთავარი ძალა ევროპარლამენტში რომელიც წარმოდგენილია 215 დეპუტატით მასში გაერთიანებულა ევროპის 25-ზე მეტი პარტია და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების პარტიებიც მათ შორის საქართველოდან ყოფილი მმართველი ძალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იგი ამ გაერთიანებას 2007 წელს შეუერთდა და დღემდე აქტიური თანამშრომლობის რეჟიმშია. გარდა საქართველოსა ევროპის სახალხო პარტიასთან თანამშომლობენ სხვა არაწევრი ქვეყნების პარტიებიც მაგალითად ალბანეთის, სომხეთის, უკრაინის ბელორუსიის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, კოსოვოს და მოლდოვის. ევროპის სახალხო პარტიის ძირითადი იდეოლოგიებია ქრისტიან-დემოკრატია, ლიბერალ-კონსერვატიზმი და პროევროპეანიზმი. თავის დროზე გაერთიანების წევრი იყო ქრისტიან-დემოკრატიული პარტია რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიშალა. იგი დატოვა ყველა აქტიურმა პოლიტიკურმა ფიგურამ და მაშინდელმა ლიდერებმა წარსულში ისინი წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს წარმოადგენდნენ მთავარ ოპოზიციურ ძალას.

პროგრესული ალიანსი სოციალისტების და დემოკრატების – რიგით მეორე პარტია ევროპარლამენტში რომელშიც წარმოდგენილია 191 დეპუტატით. ალიანსში გაერთიანებულია საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტია ქართული ოცნება და ევროპის 25-ზე მეტი პარტია. ამ პროგრესულ ალიანსში ასევე არიან ევროკავშირის არაწევრი მოლდოვის, სომხეთის, ისრაელის პარტიები სხვადასხვა წყაროს მონაცემებით აქ ასევე არიან ეგვიპტის, მაროკოს და ტუნისის პოლიტიკური ჯგუფები. ყველაზე ბევრი დეპუტატით სოციალისტების და დემოკრატების პროგრესულ ალიანსში არის იტალიის მმართველი დემოკრატიული პარტია რომელიც 30 კაცითაა წარმოდგენილი აქ ასევე რიცხვოვნობით გამოირჩევა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია რომელიც 27 კაცითაა წარმოდგენილი და დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია 20 ევროპარლამენტარით. ევროპის სახალხო პარტიის შემდეგ სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი დეპუტატების სიმრავლით რიგით პარტია და საკმაოდ სერიოზული ძალაა ევროპარლამენტში. აქ გაერთიანებული პოლიტიკური ჯგუფების იდეოლოგიაა სოციალ-დემოკრატია.

ალიანსი ლიბერალების და დემოკრატების – დეპუტატების სიმრავლით მესამე პარტია ევროპარლამენტში რომლის წევრიცაა ორი ქართული პოლიტიკური ძალა თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები აქ ასევე წარმოდგენილნი არიან ევროკავშირის არაწევრი მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის ბოსნია და ჰერცოგოვინის, ისლანდიის, რუსეთის, შვეიცარიის და უკრაინის პარტიები. ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპარლამენტში 70 კაცითაა წარმოდგენილი აქ ძირითადად წარმოდგენილნი არიან ევროპული ქვეყნების შიდა მაჩვენებლებით 3-4 პარტიები რომლებსაც რათქმაუნდა აქვთ გარკვეული მხარდაჭერა საკუთარ ქვეყანაში მაგრამ საჭიროებენ განვითარებას და არ ყავთ იმდენი მხარდამჭერი როგორიც სხვა პარტიებს აქ გაერთიანებული პოლიტიკური ჯგუფების ძირითადი იდეოლოგიაა ლიბერალიზმი. მიუხედავად დეპუტატების სიმცირისა სხვა ევროპულ პარტიებთან შედარებით ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი პარტიაა ევროპარლამენტში რაც მთავარია ისინი შედიან მაჟორული პარტიების სიაში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას იღებენ სახალხო და სოციალ-დემოკრატების ალიანსთან ერთად.

ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები – ძირითადი ოპოზიციური პარტია ევროპარლამენტში იგი წარმოდგენილია 74 დეპუტატით ამ გაერთიანების წევრია საქართველოს კონსერვატიული პარტია, რომელიც დღესდღეისობით ქართული ოცნების შემადგენლობაში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში. ევროპელი კონსერვატორების გაერთიანებაში შედის დიდი ბრიტანეთის მმარტველი კონსერვატიული პარტია სწორედ ისაა წარმოდგენილი ყველაზე მეტი დეპუტატით. ევროპარლამენტში ასევე არის რამოდენიმე სხვა პარტია რომელთა შესახებაც ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა ინტერნეტ საშუალების მეშვეობით ამ პოსტში მე მხოლოდ ძირითადი პარტიები წარმოგიდგინეთ და მოგაწოდეთ ინფორმაცია მათ შესახებ.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close