გასართობიკრეატივისაკითხავი

ინდური ტრადიციები

მოგესალმებით გადავწყვიტე დრო და დრო დავწერო სხადასხა ქვეყნის ტრადიციებზე .ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა ტრადიციებით და მათი მკაცრი დაცვით სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს ქვეყანა პირველი დამეწერა.

  • ქორწილი ინდოეთში. როცა ინდოეთში გადაწყვეტენ  ბიჭის მშობლები,რომ უკვე მისი დაოჯახების დროა თვითონვე არჩევენ სარძლოს ნაცნობების ან მაჭანკალის დახმარებით , თუ გოგოს მშობლები შეთანხმდებიან ბიჭის მშობლებთან გოგოს დაუკითხავად იწყებენ ქორწილისათვის მზადებას. ინდური ქორწილი უმეტესად დგება ისე რომ გოგო და ბიჭი ერთმანეთს არც კი იცნობენ.დღევანდელ ინდოეთში დღემდე ასე ხდება დაქორწინება თუმცა დიდ ქალაქებში მაგალითად როგორიც არის დელი (ინდოეთის დედაქალაქი) უფრო განვითარებული და მაღალი ფენის წარმომადგენლები ცხოვრობენ ამიტომ მანდ გარიგება სიყვარულის გარეშე იშვიათია.უფრო მკაცრი და უცნაური წესებია ქორწილთან დაკავშირებით  ეგრეთწოდებულ ”მიყრუებულ” და განუვითარებელ სოფლებში მაგ: ასეთ ადგილებში უძველესი დროიდან მოყოლებული, დაბადებისთანავე ნიშნავენ გოგოსა და ბიჭს.  ბიჭის მშობლები სარძლოს ნაცნობი ოჯახებიდან არჩევენ.გადავიდეთ უშვალოდ ქორწილის მსვლელობასა და მიმდინარეობაზე.ინდოეთის ქორწილი გამორჩეულია მისი ხანგრძლივობით.ინდური ქორწილი შესდგება მინიმუმ 6 მაქსიმუმ 8 დღისაგან.ეს დრო საჭიროა სხვადასხვა რიტუალის ჩასატარებლად.თავდაპირველად  სრულდება ცეკვები სიძის ოჯახში შემდეგ იგივე რიტუალი გადაინაცვლებს პატარძლის სახლში. ასევე ინდური ქორწილის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია დალოცვის რიტუალი სადაც  სიძის მშობლებს დალოცვას სთხოვს  პატარძალი და ამის ნიშნად ფეხზე ეხება მათ.იგივენაირად იქცევა სიძე პატარძლის მშობლების მიმართ ასევე ქორწილის წინ პატარძალს უხატავენ ხელებს ინდური ხნით და ინდოელები თვლიან რომ თუ ხნა წითელ ფერს მიიღებს ესეიგი ამ წყვილს ბედნიერი ოჯახი ექნება .როცა ნიშნობა დაბადებისთანავე ხდება ქორწილს წლების მერე იხდიან როცა ბიჭიც და გოგოც გაიზრდებიან.ინდოეთში მთავარი ადგილი მამაკაცს უჭირავს გოგო კი მონის ტოლფასია მას არ აქვს უფლება მუსაობის ოჯახის დაუკითხავად სადმე წასვლის მარხვას მხოლოდ გოგოები იცავენ .არსებობს ინდური დღესასწაული სადაც მთელი დღის განმავლობაში გოგო ინახავს ქმრისთვის მარხვას და სანამ მთვარე არ ამოვა მანამდე არ აქვს უფლება ჭამოს რამე მთელი დღის განმავლობაში.რათქმაუნდა ქალს ყველგან ასე არ ექცევიან მაღალი ფენის წარმომადგენლები ინდოეთის განვითარებულ ქალაქებში ქალებს მუშაობის და სახლიდან გასვლის უფლებაც აქვთ.

 

  •  ჩაცმა  ინდოეთში. ზოგ სოფელში ქალმა უნდა ატაროს მხოლოდ სარი და არანაირი სხვა ტანსაცმელი.რომელი ქალიც იცმევს ჩვეულებრივად  ასეთი სოფლის მცხოვრებლები  მიიჩნევენ მას არაწესიერად.თუმცა ქალები რომლებიც მიეკუთვნებიან განვითარებულ საზოგადოებას ისინი იცმევენ ჩვეულებრივად .

დღეისათვის სულ ეს იყო იმედი მაქვს მოგეწონათ და ბევრი რამ შეიტყვეთ ინდური ცხოვრების შესახებ.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close