ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

აშშ-ის ზღვისიქითა ტერიტორიები


აშშ-ის ვირჯინის კუნძულები – ტერიტორია და კუნძულების ჯგუფი კარიბის ზღვაში ძირითადად შედგება სამი ძირითადი კუნძულისგან ესენია სენტ-კროიქსი, სენტ-ჯონი და სენტ-ტომასი ასევე გვხვდება სხვა პატარ-პატარა კუნძულებიც. ამჟამად ვირჯინის კუნძულებზე ცხოვრობს 100 000-ზე მეტი ადამიანი. ტერიტორიის დედაქალაქია შარლოტ-ამალია. კუნძულები აღმოჩენილი იქნა 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბის მიერ 1625 წლიდან ამ მიწას ფრანგი კოლონისტები მართავდნენ 1666 წელს ტერიტორიის ერთ-ერთი მთავარი კუნძული სენტ-ტომასი დანიის შემადგენლობაში შევიდა 1917 წლიდან კი ვირჯინია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძინა. დანიელების მმართველობის პერიოდში კუნძულზე აშენდა პორტი რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის განვითარებას და დიდი რაოდენობით მოდიოდა შაქარი სადაც მოსახლეობის  ნაწილი იყო ჩართული ეს დიდი შემოსავლის მომტანი გალხდათ. იქიდან გამომდინარე რომ კუნძული აშშ-ს აკუთვნის აქ ბევრია ამერიკელი ტურისტების რაოდენობა ეს მხარე ტურიზმის მხრივ ძალიან განვითარებულია.

პუერტო-რიკო – სახელწმიფო კარიბის ზღვაში რომელიც ეკუთვნის ამერიკას და მისი დედაქალქი ამავდროულად უდიდესი ქალაქია სან-ხუანი. კუნძულზე ოფიციალური ენებია ესპანური და ინგლისური. პუერტო-რიკოს მოსახლეობა 3 500 000-ზე მეტია. ტერიტორია გამოცხადებულია სუვერენურ ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მაგრამ მას მართავს აშშ-ს კონგრესი და შესაბამისად მოქმედებს აშშ-ს კონსტიტუცია მაგრამ კუნძულს გააჩნია თავისი მმართველობის ორგანოც.  ქვეყანაში მთავარი ვალუტაა და ოფიციალურად მოქმედებს აშშ დოლარი. პუერტო-რიკო ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი დასასვენებელი ადგილია აქ ხშირია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკელი ტურისტების რაოდენობა. პუერტო რიკოს და ამერიკის მოქალაქეებს საერთო აშშ-ს მოქალაქეობა აქვთ.

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები – ერთობლიობა რომელიც შედგება 11 კუნძულისგან და არის ამერიკის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია საიპანი. კუნძულების მოსახლეობა 50 000-ზე მეტია. ისევე როგორც ამერიკის სხვა ტერიტორიებზე მარიანას კუნძულებზეც განვითარებულია ტურიზმი ამ სფეროში დასაქმებულები არიან სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანებიც მათ შორის ჩინელები და ფილიპინელები. ასე თუ ისე განვითარებულია თევზჭერა და მეცხოველეობა შედარებით მეტად კი მოჰყავთ ქოქოსი და ბოსტნეული ასევე ხილი. ფულის ერთეული რათქმაუნდა ამერიკული დოლარია. მარიანას კუნძულზე აბორიგენული კულტურა ფაქტიურად აღარაა შემორჩენილი მაგრამ არსებობს გამონაკლისები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მაინც იცის ძველი ოკეანური ენა.

გუამი – კუნძული რომელიც ასევე ექვემდებარება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ძალიან ახლოს მდებარეობს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებთან. ამ ტერიტორიის დედაქალაქია ჰაგატნა. გუამზე 160 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. კუნძულზე მნიშვნელოვნად განვითარებულია ტურიზმი აქ ტურისტები ძირითადად იაპონიიდან არიან რაც მნიშვნელოვნად ეხმარება გუამის ეკონომიკას კუნძულზე ასევე მდებარეობს გუამის უნივერსიტეტი. გუამის ტერიტორიაზე მდებარეობს აშშ-ს ერთ-ერთი სამხედრო ბაზა რომელიც უზრუნველყოფს ამ რეგიონის სიმშვიდეს და არის დაცულობის გარანტი.

ამერიკის სამოა – ამ ტერიტორიაზე დასახლებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი და დედაქალაქია პაგო-პაგო. ტერიტორია ესაზღვრება სამოას ტონგას ტოკელაუს კუკის კუნძულებს და ნიუეს. ამერიკის სამოაზე ოფიციალური ენებია ინგლისური და სამოური. აშშ ამ ტერიტორიას იცავს ეს მისი მოვალეობაა. ამერიკის სამოაზე ასე თუ ისე შენარჩუნებულია ოკეანური ტრადიციები. ტერიტორიაზე ტურისტების ნაკადიც საკმაოდ დიდია.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close