სწრაფი სესხი

საუკეთესო საბრძოლო ტანკები


M1 Abrams – ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საბრძოლო ტანკი რომელიც 1979-წლიდან დღემდე აქტიურად იწარმოება მისი ეკიპაჟი 4 კაციანია. აშშ-ს გარდა ტანკს იყენებენ ავსტრალიის, ეგვიპტის, ქუვეითის,საუდის არაბეთის და მაროკოს სამხედრო ძალები. 

Abrams-ი აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკის არმიის მიერ ერაყის კონფლიქტში იგი 48კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და საბრძოლო მოქმედებების დროს განაპირობებს ძლიერ ცეცხლს. M1 Abrams-ზე დაყენებულია რამოდენიმე სახის ტყვიამფრქვევი მათ შორის M240 და Browning M2. ტანკის მოდერნიზებულ ვერსიებში დაყენებულია ქვეითებთან საკონტაქტო ტელეფონი, ტყვიამფქრვევების წინ განთავსებულია შეჯავშნული ფარი და გაძლიერებული თვალთვალის სისტემა. Abrams-ი აღრჭურვილია M-256 ქვემეხით რომელზეც ყენდება სხვადასხვა ტიპის ჭურვები მათ შორის М829 М829А1 М828А2 М829А3 М830 და სხვები. ტანკის დიზაინის და მობილურობის წყალობით ამერიკული ტანკი აბრამსი სამხედრო კრიტიკოსებში დიდ მოწონებას იმსახურებს სწორედ ამიტომაც მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო და საიმედო ტანკად საბრძოლო მოქმედებების დროს და გამოცდილია მრავალ კონფლიქტში სადაც ამერიკის შეერთებული შტატები იღებდა მონაწილეობას.

T-14 Armata – თანამედროვე რუსული არმიის სიამაყე და ახალი თაობის თანკი რომელიც რუსებმა 2015 წელს გამართულ გამარჯვების დღისადმი გამართულ აღლუმზე წარმოადგინეს მან დიდი მოწონება დაიმსახურა სიჩქარის მხრივაც ტანკი 90კმ/სთ-ით გადაადგილდება რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. T-14-ზე დამონტაჟებულია თანამედროვე საბრძოლო სისტემები რომლებიც უმაღლესი კლასის მქონდე ინჟინერების მიერაა დაკომპლექტებული ტანკზე დაყენებულია რადარებიც ამ მოდელის წარმოება ძირითადად T-72, T-80 და T-90-ის ჩანაცვლებისთვის დაიწყო თან საკმაოდ აქტიურად. Armata-ზე დამონტაჟებულია PKTM პულიმიოტი რომელიც Pulemyot Kalashnikova-აა და ასევე წარმოებულია რუსეთში. სხვადასხვა საინფრომაციო და დამოუკიდებელი ინტერნეტ გამოცემებისა და საიტების ცნობით ამ დროისთვის გამოშვებული უნდა იყოს T-14 Armata-ს 20-ზე მეტი საბრძოლო ტანკი სავარაუდოდ მათი გამოშვება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამ ტანკს ჯერჯერობით არცერთ კონფლიქტში არ მიუღია მონაწილეობა რამდენად კარგი გამოდგება ის ამას დრო გვიჩვენებს.

Challenger 2 – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მთავარი საბრძოლო ტანკი რომელიც 1994-წლიდან იწარმოება მისი ჯავშანი ერთ-ერთი ყველაზე გამძლეა დასავლურ ტანკებს შორის და ინფორმაცია იმის შესახებ თუ კორპუსი როგორაა შეჯავშნული ინფორმაცია დღემდე გასაიდუმლოებულია ტანკის ჯავშანი კონბინირებული და ჭურვსაწინააღმდეგოა. ბრიტანეთის გარდა Challenger 2-ს იყენებს აფრიკული ქვეყანა ომანი. ტანკის სიჩქარე 59 კმ/სთ-ია. Challenger-ზე დამონტაჟებულიაMcDonnell Douglas Chain-Gun ტყვიამფრქვევი რომელიც ძლიერ ცეცხლს განაპირობებს ტანკი ასევე აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი კუთხვილლულიანი ქვემეხით L30A1. Challenger 2 გამოყენებული იყო მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტში მათ შორის ბოსნიაში, კოსოვოში და ერაყის ომში სადაც საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული. სამხედრო კრიტიკოსების მიერ ბრიტანული ტანკი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საბრძოლო ტანკი მსოფლიოში. Challenger 2-ის მსგავსად არსებობს ამ ტანკის წინა ვერსია Challenger 1 მისი წინამორბედიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა კონფლიქტში სწორედ მის ჩასანაცვლებლად შეიქმნა Challenger 2 რომელიც რათქმაუნდა ბევრად გაუნჯობესებულია თავის დროზე Challenger 1-იც ბრიტანეთის მთავარი საბრძოლო ტანკი იყო დაახლოებით 1980-1990 წლებში. Challenger 2-ის ეკიპაჟი 4 კაციანია.

Leopard 2 – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გავრცელებული და წარმატებული ტანკი რომელიც ამჟამად გერმანიის სამხედრო ძალების მთავარი საბრძოლო ტანკია და სწორედ გერმანიაშია წარმოებული მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ ესენია ავსტრია, კანადა, ჩილე, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, ინდონეზია, ნიდერლანდები ანუ ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ყატარი, სინგაპური, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი ადრე მას იყენებდნენ საუდის არაბეთი და ბულგარეთიც. Leopard 2-მა დღემდე 3500-ზე მეტი საბრძოლო ტანკი გამოუშვა. ტანკს აქვს MG-3 ტიპის ტყვიამფრქვევი. Leopard 2-ის ეკიპაჟი შეადგენს 4 კაცს. ტანკში დაყენებულია თანამედროვე მართვის სისტემები რაც მოწინააღმდეგის სრული განადგურების საშუალებას იძლევა.


ავტორი: maxmanie

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE