საკითხავისასარგებლოსურათები

ადოლფ ჰიტლერის შემოქმედებითი კარიერა

იცოდით თუ არა, რომ ადოლფ ჰიტლერი ახალგაზრდობაში სერიოზულად იყო დაკავებული მხატვრობით. მან ორჯერ (1907 და 1908) სცადა ჩარიცხულიყო ვენის სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ მას ზრდილობიანად სთხოვეს სხვაგან ეძებნა თავისი მოწოდება, მაგალითად არქიტექტურაში. თუმცა ადოლფი თავს ბედნიერად მხოლოდ ფერწერაში გრძნობდა და არქიტექტურა მის გუნებაში საერთოდ არ განიხილებოდა.

ჰიტლერის ნახატები მისი პირველი შემოსავლის წყარო იყო. ის ხატავდა ნახატებსა ვენის ხედებით და ჰყიდდა სემუელ მორგენშტერნის დახმარებით. შემსყიდველ ობიექტებს ძირითადად ტურისტები წარმოადგენდნენ. რაცარუნდა უცნაური იყოს მისი ნახატების შემსყიდველთა უმეტესობა ებრაელები იყვნენ. მაგალითად ებრაელმა ადვოკატმა იოსებ ფეინგოლდმა შეისყიდა მისი ნახატების მთელი სერია.

1914 წელს ოცდახუთი წლის ადოლფი ომში გაიწვიეს. ომშიც კი თავისუფალ დროს ხატავდა. ომის თემატიკაზე შესრულებული ნახატები მისი ბოლო ნაშრომებია, შემდეგ მოგეხსენებათ პოლიტიკის მორევში ისკუპა.

აღმოჩნდა რომ მისი ფერწერული ნაშრომების რაოდენობა 720-ს უდრის. ზოგიერთი მათგანი შესყიდულ იქნა რამოდენიმე ათას დოლარად და იმყოფებიან კერძო საკუთრებაში მყოფ კოლექციებში. ნახატების გარკვეული ნაწილი აშშ-ს მთავრობის სპეციალურ სანახშია განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერი სამხატვრო აკადემიაში ორჯერ დაიწუნეს, თანამედროვე ხელოვნებათმცოდნემ მისი ნაშრომე საკმაოდ კარგად შეაფასა.

გთავაზობთ ფოტოკრებულს მისი ნახატებით.















მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close