ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ჰომო ნალედი

null

მეცნიერები ამტკიცებენ,რომ აღმოაჩინეს უძველესი ხალხის კიდევ 1 სახეობა_ჰომო ნალედი_ანუ ნალედი საპიენსი.მკვლევარებმა აღმოაჩინეს ძვლები სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ გამოქვაბულში,თუმცა ზოგიერთი ექსპერტი კვლავ სკეპტიკურად აფასებს ამ ახალ აღმოჩენას.

null

ეს ძვლები “ამომავალი ვარსკვლავის” გამოქვაბულში,მის ერთ-ერთ ოთახში იქნა აღმოჩენილი.მკვლევარები მათ მაშინ წააწყდნენ,როცა გამოქვაბულის უკანა კედელში,ერთ-ერთ ნაპრალში ძვრებოდნენ,შემდეგ გაუყვნენ გრძელ,ვიწრო გვირაბს და ოთახის იატაკზე,ზედაპირიდან 40 მეტრით დაბლა აღმოჩნდნენ.ეს გამოქვაბული 50 კილომეტრითაა დაშორებული ჯოჰანსბურგიდან.

null

“დინალედის” ოთახის შესასვლელი მჭიდროა,მხოლოდ და მხოლოდ 8 ინჩი სიგრძისაა,ამიტომაც 6 გამხდარი,ქალი მკვლევარი შეუშვეს ძვლების ამოსათხრელად.იმ ყველაფრის ვიდეო მასალა რაც აღმოაჩინეს,სამეთაურო ცენტრში იქნა გაგზავნილი 3,5 კილომეტრი სიგრძის კაბელით მიწის ზემოთ,სანამ ისინი მიწისქვეშ განაგრძობდნენ მუშაობას.

null

მკვლევარებმა აღადგინეს 1500-ზე მეტი დაშლილი ძვლები და დაადგინეს რომ ისინი 15 ადამიანს ეკუთვნოდა.მათ შორის იყვნენ:ჩვილები,არასრულწლოვნები და 1 შედარებით ასაკოვნაი,ზრდასრული ადამიანი.კიდევ ათასობით ძვალია ამ ოთახში,მიწაში ჩარჩენილი.ჯერ არაა დადგენილი დაახლოებით რა ეპოქას ეკუთვნის ეს ძვლები,დაუთარიღებელია,მაგრამ აშკარაა,რომ ადამიანის განვითარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.რაც შეეხება მის სახელს_ჰომო ნალედის,ნალედი ლესოთოს ენაზე ნიშნავს ვარსკვლავს,ეს არის ერთ-ერთი ოფიციალური ენა სამხრეთ აფრიკაში და მთავარი ოფიციალური ენა ლესოთოში.სხვა ექსპერტები თვლიან რომ ჯერ არაფერი არაა დამტკიცებული.დაობენ რომ ეს ძვლები ძალიან გვანან ადრეული ჰომო ერექტუსისას,თანამედროვე ადამიანის წინამორბედებს,რომლებიც სამხრეთ აფრიკაში 1,5 მილიონი წლის წინ დააბიჯებდნენ.

null

პალეოანთროპოლოგისტი ლი ბერგერი,რომელიც ხელმძღვანელობდა ვითვატერსტრენდის უნივერსიტეტს ჯოჰანსბურგში,მიიჩნევს რომ ეს შესანიშნავი აღმოჩენაა.მან აღწერა გამხდარი,პატარა ტვინიანი არსებები.თქვა რომ მათ აქვთ გრძელი ფეხები და გაბრტყელებული თავი.კაცები დაახლოებით 5 ფუტი სიმაღლის იყვნენ,ქალები მათზე ოდნავ დაბალი.

null

ძვლების გაზომვა-დათვალიერებით დადგინდა რომ,იგი საინტერესო ნაზავია უძველესი მაიმუნისა და თანამედროვე ადამიანისა.მისი ტვინი პაწაწინა,დაახლოებით გორილას ტვინის ტოლია.მისი კბილები პატარა და მარტივია.გულმკერდი პრომოტიულია და მაიმუნის მსგავსი,თუმცა სამაგიეროდ მათი ხელებია თანამედროვე ადამიანის მსგავსი.მათი ფორმა სრულიად შესაფერისი იყო მარტივი იარაღების გასაკეთებლად.ფეხები და კოჭები ვერტიკალურად სიარულში ეხმარებოდათ,თითები მომრუდებული ჰქონდათ,ეს მახასიათებელია მაიმუნებისათვის რომლებიც თავიანთი დროის უმეტესობას ხეზე ატარებენ.გამოქვაბულში სახაზავიც კი აღმოაჩინეს.

null

დინალედის ოთახში წარსულშიც ყოფილან მკვლევარები და მიწის ის ზედაპირი,რომლის ქვეშაც ძვლებია,ძალიან იყო მოშლილი.რახან ეს ნარჩენები ქვებში არ იყო მოთავსებული,ბერგერის გუნდმა ვერ შეძლო მათი დათარიღება.ისინი შეიძლება 3 მილიონი წლის იყოს ან ბევრად უფრო თანამედროვე.ასევე არანაირი ცხოველის ძვალი არაა აღმოჩენილი,რომელსაც შეეძლო მიენიშნებინა როდის მოვიდა აქ ადამიანი.

null

ჯონ ჰოუკსი,ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს რომ,ამ აღმოჩენის მიხედვით ევოლუციურად ისტორია უფრო განსხვავებული იყო,ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა.პაულ დირკსი,ერთ-ერთი მეცნიერი ამბობს,რომ ტარდებოდა კვლევები ძვლებზე თარიღის დასადგენად,თუმცა ზოგმა კვლევამ,მაგალითად ნახშირბადზე კვლევამ შეიძლება იგი დააზიანოს,ამიტომაც ამას მხოლოდ მას შემდეგ განახორციელებენ,რაც მის უფრო დეტალურად შესწავლას დაასრულებენ.თარიღის გარეშე ზოგი მკვლევარი ნამარხს უფრო ხედავს,ვიდრე სიახლეს.კრისტოფ ზოლიკოფერი,ანთროპოლოგისტია შვეიცარიიდან რომელიც ამბობს რომ,აღმოჩენილი ძვლები ძირითადად პრიმიტიული ცხოველისას გავს.ტიმ ვაითი,პალეოანთროპოლოგისტი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან,ბერკლიდან,ამბობს რომ,ეს ძვლები 1800-იან წლებში აღმოჩენილ პრიმიტიულ ჰომოერექტუსს მიეკუთვნება.

null

დინალედის ოთახში შესვლა დღესდღეობით ძალიან რთულია.აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა,თუ საიდან აღმოჩნდნენ ეს არსებები აქ.შეიძლება აქ შემოცოცდნენ და გაიჭედნენ,ან მოკვდნენ როცა გამოქვაბული წყლით აივსო.ბერგერი და მისი მეგობრები კი ფიქრობენ რომ ამ ოთახს რაღაც სარიტუალო მნიშვნელობა ჰქონად,მათი აზრით აქ ისინი მკვდრებს ინახავდნენ.ამ მოსაზრებას ბევრი შეეწინააღმდეგა,თუმცა ზოგი ფიქრობს რომ სხვანაირად აქ ვერ აღმოჩნდებოდნენ ჩვილები და მოხუცები.
კრის სტრინგერი ლონდონის მუზეუმიდან,ამბობს რომ მართლაც დიდი ამოცანაა თუ საიდან აღმოჩნდნენ ეს ადამიანები აქ,თავიანთ უკანასკნელ განსასვენებელ ადგილას.ის ასევე ამბობს რომ თუ მას მართლაც გორილას ზომის ტვინი ჰქონდა,მაგრამ შეეძლო სიბნელეში ღრმად გამოქვაბულში შესვლა და მიცვალებულთა ამ ოთახში ნაპრალიდან ჩაშვება,ეს ყოველივე მართლაც საინტერესოა,იმიტომ რომ მას წესით არ უნდა შეძლებოდა ესეთი კომპლექსური საქმის განხორცილება.შეიძლება სხვა ახსნა-განმარტებებიცაა,თუმცა ამჟამად მისი აზრით ეს ყველაზე დამაჯერებელია.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close