გასართობივიდეოებისაკითხავი

ფაქტები ეიფელის კოშკზე

200 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია პარიზს ეიფელის კოშკის სანახავად მას შემდეგ რაც ის 1889 წელს ააშენა გუსტავ ეიფელმა. საინტერესოა ის, რომ ეს კოშკი შესაძლოა საერთოდაც არ ყოფილიყო, ვინაიდან იგეგმებოდა მის ადგილას უზარმაზარი გილიოტინის აშენება.

ხომ წარმოგიდგენიათ რაოდენ საზარელი შესახედი იქნებოდა იგი. სიკვდილის მანქანა უზარმაზარი ალესილი დანებით. კიდევ კარგი გადაიფიქრეს. 1887 წელს გუსტავ ეიფელმა რომ წარმოადგინა თავისი კოშკის პროექტი ეს საყოველთაო კრიტიკის ობიექტად იქცა. კრიტიკოსები ამბობდნენ ” რატომ უნდა ვუყუროთ ამ მეტალის მონსტრს მთელი ცხოვრება”.

ყველაზე ცნობილი მოძულე ეიფელის კოშკისა გახლდათ მწერალი გი დე მოპასანი, რომელიც ხშირად საუზმობდა ეიფელის რესტორანში, რადგან ეს ერთადერთი ადგილი იყო პარიზში საიდანაც არ ჩანდა ეს საშინელი შენობა. მე კიდე ვფიქრობ უბრალოდ ავანტიურისტი იყო, აბა რატომ უნდა ისაუზმო იმ ადგილას, რომელსაც დასანახად ვერ იტან. თუ სხვა ყველა რესტორნიდან ჩანდა ეიფელი უბრალოდ ზურგით შეეძლო დამჯდარიყო. თავდაპირველად კოშკი აშენდა, როგორც დროებითი კონსტრუქცია საფრანგეთის რევოლუციის იუბილის აღსანიშნავად. მას უნდა მოეხდინა საფრანგეთის დიდებულების დემონსტრირება. მის აშენებას სულ რაღაც ორი წელი დასჭირდა.აშენებდა 300 მშენებელი. არცერთი უბედური შემთხვევა მისი მშენებლობისას არ მომხდარა.

იგეგმებოდა, რომ კოშკი 20 წელიწადში დაეშალათ, მაგრამ დარწმუნდნენ რა, რომ იგი ბევრ ტურისტს იზიდავდა გეგმა შეიცვალა. ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ეიფელის კოშკს ღებავენ 60 სხვადახვა ტონალობაში, რომ დაიცვან კოროზიისგან. 1925 წლიდან 1935 წლამდე მას ამშვენებდა ცნობილი ავტომობილების კომპანიის ციტროენის ნიშანი. ეს იყო ყველაზე ძვირადღორებული სარეკლამო კამპანია იმ პერიოდში.

თავდაპირველად მისი სიმაღლე იყო 300.65 მეტრი დღეს კი მისი სიმაღლეა 324 მეტრი. ის მთელი 40 წლის მანძილზე ითვლებოდა ყველაზე მაღალ კოშკად.

1994 წელს 4 თებერვალს ავსტრიელი გამომგონებელი ფრანც რეიჰელტი გადმოხტა ეიფელის კოშკიდან, რათა გამოეცადა თავისი ახალი გამოგონება ,,პარაშუტიანი ტრენჩი” მაგრამ პარაშუტმა არ გაამართლა და ის დაიღუპა. ეიფელი რამოდენიმეჯერ გაიყიდა კიდეც. ცნობილმა გაიძვერამ ვიქტორ ლუსტიგმა 1925 წელს დააჯერა რამოდენიმე უცხოელ ინვესტორს, რომ ქვეყანას აღარ ძალუძს ეიფელის კოშკის შენახვა და ის იყიდებოდა. და მიჰყიდა კიდეც მათ იგი. ცხადია ეს უზარმაზარი ფანდი იყო, აი ფული კი დიდი ოდენობით ვიქტორმა ძალიან ოსტატურად გადამალა. ეიფელის ასლები შეიძლება სხვა ქვეყნებშიც იხილოთ. მაგრამ გაცილებით უფრო პატარები.







იხილეთ ვიდეო რგოლები

 

როგორ იშლება სანაქებო კოშკი. კადრი ფილმიდან “Rise of Cobra”

მსგავსი ამბები

Close
Close