სწრაფი სესხი

60 წლის პენსიონერმა წვერი მოუშვა და გახდა ფეშენ-მოდელი


თანამედროვე მამაკაცისათვის საკმაოდ მარტივია გახდეს fashion-მოდელი: საკმარისია წვერის გაზრდა, და თქვენ უკვე მოდების ჟურნალის გარეკანზე ხართ ! (ნახეთ ვიდეო:) ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასე მოხვდა 60 წლის ფრანგი ფილიპ დიუმა (Philippe Dumas), მოდების ჟურნალის გარეკანზე.თავდაპირველად, მან გართობის მიზნით დაიწყო წვერის გაზრდა და თავისდა უნებურად გახდა ჰიფსტერი. ის ეცნობოდა ჰიფსტერის კულტურას, რომელიც არის სტილის, ტრანსატლანტიკური ერთობლიობა და რომელიც აერთიანებს ომისშემდგომი პერიოდის ყველა მოძრაობას – ბითს, ჰიპის, პანკსა და გრანჟსაც კი.


მთელი თავისი ცხოვრება ფილიპ დიუმა მუშაობდა სამართლის სფეროში და არასდროს ქონია შეხება სარეკლამო ბიზნესთან.
გასული წლის აპრილში, მან შეიცვალა სამუშაო ადგილი და დაიწყო წვერის გაზრდა, თან ფიქრობდა, რომ ალბათ, ეს შეცდომა იქნებოდა, თუმცა, გარშემომყოფნი არ იშურებდნენ მის გარეგნობაზე კომპლიმენტებს…
ეს ხდებოდა მრავალჯერ და არაერთხელ, ასე რომ, ფილიპ დიუმამ ივარაუდა, რომ შეეძლო გამოეცადა თავისი თავი, როგორც მოდელს.

პენსიონერმა დაიწყო უფრო ყურადღებით გარდერობის არჩევა და კადნიერად, უტიფრად მიხვდა, რომ მასში მართლაც არის რაღაც,
შეუცნობელი. და, რაც იმ წუთას აზრად მოუვიდა, იყო სარეკლამო სააგენტო ! ფრანგმა პენსიონერმაც არ დააყოვნა და გაემართა სარეკლამო სააგენტოებში; აი, ასე დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. იმ დროისათვის, ის იყო თითქმის 60 წლის.


ფილიპ დიუმას თქმით, მას ძალიან უყვარს თავისი სამუშაო და იღებს დიდ სიამოვნებას იმით, რითაც საქმიანობს. ვინ იცის, დრო გვიჩვენებს და იქნებ, 60 წლის ფრანგი ფილიპ დიუმა გახდეს Dior-ის და Chanel-ის ოფიციალური სახე? …

ნახეთ ვიდეო:




















ნახეთ ვიდეო:


ავტორი: blogerlady

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE