გასართობიუცნაური

სიმღერებად დაწერილი შეურაცყოფა

null

სიყვარულზე დაწერილი სიმღერები სასიამოვნო მოსასმენია,თუმცა როცა მასში ძალიან დიდი სიძულვილიც ჟღერს,უფრო სხვა ინტერესით ვუსმენთ მას.უფრო გასართობია როცა ის არაა ტიპიური “მე მძულს ის და მე მძულს ეს”.გასართობია როცა ეს სიმღერა ერთ კონკრეტულ პიროვნებას ეძღვნება,რომელსაც მომღერალი ვერ იტანს.აქ ჩამოთვლილია მსოფლიოში ოდესმე დაწერილი ყველაზე შეურაცხმყოფელი სიმღერები.

null

“მოჯო ნიქსონი:დონ ჰენლი უნდა მოკვდეს”

ლეგენდა მოჯო ნიქსონს ძალზედ სძულდა “არწივები”.სწორედ ამიტომაც მან ძალიან ბრაზიანი როკ სიმღერა დაწერა მის სოლისტ დონ ჰენლიზე.მან თავის სიმღერაში ჰენლის უწოდა_უსიცოცხლო,პრეტენზიული მასხარა,რომელმაც უმჯობესია კარიერა მიატოვოს ან მოკვდეს,სანამ იმაზე მეტად დააზიანებს მუსიკას,ვიდრე ეს უკვე გააკეთა.სიმღერას კი სახელად შეარქვა “დონ ჰენლი უნდა მოკვდეს”.
სიმღერის სიტყვებია:”სასოწარკვეთილების პოეტი/ცხელი ჰაერით გაბერილი/ის სერიოზული და პრეტენზიულია/მე კი უბრალოდ არ მადარდებს/დონ ჰენლი უნდა მოკვდეს!” შემდგომ მას “გაბერილი,თმიანი რაღაცაც” უწოდა რომელიც არ იმსახურებდა გრემს და ჯობდა სანამ ელექტრო სკამზე მიაბამდნენ თვალებში წვეტიანი ჯოხებიც დაეშინათ.თუმცა შემდგომ ყველაფერი შედარებით გამოსწორდა როცა ჰენლი ამ სიმღერის შესრულების დროს ნიქსონს აუვარდა სცენაზე და მასთან ერთად შეასრულა ეს სიმღერა.მას მაინც არ მოსწონდა ჰენლის შემოქმედება თუმცა,თავისი გამბედაობით მან ნიქსონის მოწონება დაიმსახურა.

null

“ჩუმბავამბა:მიეცი ანარქისტს სიგარეტი”

ჩუმბავამბა პოლიტიკურად მოტივირებული,ანარქისტ-პანკთა ბენდი იყო ათწლეულების განმავლობაში.ისინი არ ყოყმანობდნენ საკუთარი აზრის გამოხატვისას და თავისი მკაცრი კრიტიკისაგან არავის არ ინდობდნენ.მათ არც ბობ დილანი დაინდეს,ცნობილი ამერიკელი მომღერალი,კომპოზიტორი,მხატვარი და მსახიობი,რომელსაც დიდი ზეგავლენა ქონდა იმ დროისთვის პოპულარულ მუსიკებზე თითქმის 5 ათწლეულის განმავლობაში.დილანს 60-იან წლებში უწოდეს ანარქისტი და მისი ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვების ფონზე შექმნეს მათ სიმღერის სახელიც-მიეცი ანარქისტს სიგარეტი.დილანს უწოდეს მოხუცი,საცოდავი და გადარეცხილი.
ისინი მღეროდნენ:”მიეცი ანარქისტს სიგარეტი/იმიტომ რომ ამაზე ახლო ვერასდროს მიუახლოვდება/მიეცი ანარქისტს სიგარეტი.ბობს ის ჯერ არ დაუმსახურებია/მიეცი ანარქისტს სიგარეტი.დროები იცვლება მაგრამ მას ეს ავიწყდება.”მათი აზრით ბობი “გათამამებული ბიჭი” იყო კერძო თვითმფრინავით.ჩუმბავამბას ერთ-ერთი მომღერლის თქმით_”ყველა პოპვარსკვლავი მძულს ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ”.

null

“NOFX:იდიოტი *****”

პანკის ლეგენდა NOFX-ს ძალიან სძულდა ჯორჯ ბუში,ამიტომაც თავისი პროტესტისა და გრძნობების უკეთ გამოსახატავად,მან ბუშზე დაწერა სიმღერა რომელშიც,ასეთ სიტყვებს ვხვდებით:”ის არაა ჭკვიანი,სწავლობს C-ზე/და ეს ყველაფერი მოხდა მერე როცა სკოლაში ფულით დაიმკვიდრა ადგილი/წვრილი,ღვარძლიანი თვალები აქ და ცოტა დისლექსიურია/კითხვა შეუძლია?არავინ არაა დარწმუნებული”.
აღნიშნავს მის სიყვარულს სიკვდილით დასჯისადმი,კოკაინზე დამოკიდებულებასაც სანამ ჯერ კიდევ ტექსასის გუბერნატორი იყო.მაგრამ ის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ლეგენდარული მომღერალი იყო და ამ აგრესიულმა სიტყვებმა მასზე არანაირი გამანადგურებელი ეფექტი არ იქონია.

null

“იანკი დუდლი”

“Yankee Doodle”-ამჟამად ბევრი ამერიკელის სიამაყეა,თუმცა ძველად ბრიტანელი ჯარისკაცები ამ სიმღერას კოლონისტების შესარცხვენად მღეროდნენ,რომლებიც მათი აზრით მოუვლელები და საზიზღრები იყვნენ.იანკი დუდლი პონით დადიოდა იმიტომ რომ,ცხენზე შესაჯდომად საკმარისად კარგი არ იყო.ბუმბული ქუდზე მისი საცოდაობის ნიშანი იყო.დუდლი ცდილობდა რაც შეიძლება ექსტრავაგანტულად შემოსილიყო და დამსგავსებოდა ნამდვილ ბრიტანელს.ამ სიმღერის მიხედვით ამერიკელები ცუდი მებრძოლები იყვნენ პრიმიტიული იარაღებით,თუმცა ეს სიმღერა დღეს მათთვის ძალიან საამაყოა.

null

“მერაია ქერი:შეპყრობილი”

მერაია ქერის “Obsessed” ანუ “შეპყრობილი” მიძღვნილია ანონიმური პირისადმი რომელიც,მომღერლით შეპყრობილია,თუმცა ამ სიმღერით მერაია ეცადა მისთვის ეთქვა რომ ეს პიროვნება მას არასდროს იმსახურებდა და ვერც ვერასდროს ვერ დაიმსახურებს.ამ სიმღერაში ასეთი სიტყვები ჟღერს:”საბოლოოდ იპოვე გოგო რომელიც ვერ მოხიბლე/უკანასკნელი კაცი დედამიწაზე,ეს მაინც ვერ მიიღე”.ის ასევე იყენებს სიტყვებს “მე პრესკონფერენცია ვარ,შენ კი დიალოგი” და კიდევ ერთხელ ცდილობს თავისი ღირებულებების გამოკვეთას.
ზუსტად არ იციან ეს სიმღერა ვის ეძღვნება,თუმცა ბევრი ფიქრობს რომ ეს ემინემია.მას რეპიც კი ქონდა დაწერილი,რომლის მიხედვითაც მერაიასთან იყო,შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს,მაგრამ მისი დაბრუნება სურს და მერაიასაც იგივე სურს.მერაიას ამ ყოველივეზე კომენტარი არ გაუკეთებია.

null

“დეივ გროლი:აქ დავრჩები”

კორტნი ლავზე ბევრი სიძულვილით აღსავსე სიმღერაა დაწერილი,შეიძლება ზოგან არც იყოს კონკრეტულად ნახსენები,მაგრამ ხალხმა იცის მათი არსებობა.დეივ გროლის ეს სიმღერა კი 100 %-ით,სრულიად დაუმალავად მის წინააღმდეგაა მიმართული_”როგორ შეიძლება მხოლოდ მე ვხედავდე შენს ნავრჯიშევ სიგიჟეს”.ჩანს როგორ არ მოსწონდა კორტნი ნირვანას მუსიკისა და შემოსავლის მისაკუთრებას რომ ცდილობდა და ნანობს კუტ კობეინს რომ გააცნო,რომელსაც მხოლოდ პოპულარობისთვის იყენებდა_”უნდა მცოდნოდა რომ მარტო უკეთ ვიქნებოდით”.დეივმა 2009 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში თავისით აღიარა თუ ვისზე დაწერა ეს სიმღერა.

თეგები

Hope

მე ვარ 16 წლის.მიყვარს რაღაცეების წერა და მოძიება ))) ვეცდები საინტერესო სტატიები შემოგთავაზოთ.

მსგავსი ამბები

Close
Close