ვიდეოებისაკითხავიუცნაური

აქუადომი

აკვარიუმი აქუადომი განთავსებულია გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, სასტუმრო Radisson SAS კომპლექსში. იდეა იმისა რომ შექმნილიყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ცილინდრისებური აკვარიუმი სასტუმროს ატრიუმში ეკუთვნის არქიტექტორ სერგეი ჩობანს.

 

კონსტრუქციისსიმაღლე შეადგენს 25 მეტრს. ამ 11 მეტრიანი დიამეტრის მქონე მონსტრის ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ევროს. მთლიანი ტევადობა არის დაახლოებით ერთ მილიონ ლიტრ წყალს.

სამწუხაროდ სასტუმროს სტუმრებს არ შეუძლიათ აკვარიუმში ჩასვლა. თუმცა მათ შეიძლიათ ხუთწუთიანი ექსკურსია გაიარონ მის შიგნით მდებარე მინის ლიფტით. ლიფტში ეტევა ოცდაათამდე ადამიანი. სასტუმროს ნომრებიდან შესაძლებელია თვალი ადევნონ ტროპიკულ თევზებს.

უნიკალური აკვარიუმის შექმნას ხელი შეუწყო სპეციალური მინის ცილინდრის გომუშავება 160-220 მმ სისქისა. უზარმაზარი დიამეტრის გამჭვირვალე ცილინდრი დაფარულია აკრილური ნივთიერებით,რომელიც გამორიცხავს ბზარების გაჩენის ალბათობას.

ეს გიგანტი ჩამოსხმულ იქნა კომპანია Reynolds Polymer Technology. საერთო მშენებლობას დასჭირდა დაახლოებით ორი წელი. მაგრამ შედეგი ამად ღირდა. სასტუმრო ესეთი საოცრებით მუდამ იზიდავს სტუმრებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. სასტუმროს აქვს გამჭვირვალე ატრიუმის ჭერი, რომელიც უზრუნველყოფს იდეალურ განათებას აკვარიუმის თავზე. ასე და ამგვარად გირჩევთ ეწვიოთ ბერლინის რედისონს





 

https://www.youtube.com/watch?v=zabfCt_erhc

 

 

 

 

 

 

 

 

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close