ვიდეოებისაკითხავიუცნაური

როდესაც სხეული მხოლოდ ნახევარია – ჯონ ეკი

1911 წლის 27 აგვისტოსჯონ ეხკარტსა და მის მეუღლეს უნდა შეძენოდათ ბავშვი. იმ დროისთვის ბავშვის სქესის დადგენა ჯერ კიდევარ იცოდნენ. და აი დაიბადა ჯანმრთელი ყმაწვილი რობერტი, მაგრამ დედის ტკივილები არ წყდებოდა, აღმოჩნდა რომ ემილი ერთ ვაჟს კიარა ტყუპებს ელოდებოდა. ბავშვი დაიბადა ცოცხალი, მაგრამ წელს ქვემოთ მას არაფერი ჰქონდა. ,,ო ღმერთო ეს რაღაც გაფუჭებული თოჯინაა წამოიძახა მედ დამ”.

ამ გაფუჭებულ თოჯინას დაარქვეს ჯონი. საქმეიმაშია, რომ ამ ნახევარადამიანმა ბევრად უფრო საინტერესო და სიხარულით აღსავსე ცხოვრებით იცხოვრა ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის 90-მა პროცენტმა.

ის მართავდა ორკესტრს. თითონაც უკრავდა რამოდენიმე ინსტრუმენტზე, იღებდა ფილმებში, ატარებდა მანქანას, იღებდა ფოტოებს, მოკლედ ის გახლდათ მრავალმხრივ განვითარებული, შემოქმედებითი ნატურა. ჯონის სიმაღლის პიკი იყო 45 სანტიმეტრი. ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიჯანსაღით. როდესაც სხვა ბავშვები ცდილობდნენ ფეხის ადგმას, ჯონი ხელებით სიარულს სწავლობდა. ჯონი ოთხის იყორომ ისწავლა წერა-კითხვა. 7 წლის ასაკში დაიწყო სკოლაში სიარული. როდესაც ჟურნალისტები ეკითხებოდნენ ,,გინდათ რომ ფეხები გქონდეთ”? ჯონი სულ ხუმრობდა ” რაში მჭირდება მე ისინი. მათ გარეშე მე არასდროს მიჭერენ შარვლები, ფეხსაცმელები. ახალგაზრდობაში ის ძალიან საინტერესო რამეებით იყო დაკავებული. ბრწყინვალედ ხატავდა, ხისგან ამზადებდა ულამაზეს ნივთებს. 1923 წელს ჯონი ძმასთან ერთად წავიდა ილუზიონისტ ჯონ მაკესლანის წარმოდგენაზე. წარმოდგენისას ილუზიონისტს სჭირდებოდა მოხალისეები ფოკუსისათვის. ის გაოცებული იყო როდესაც სცენაზე ხელებით ამოირბინა პატარა ჯონმა. მაკესლანს შანსი არ ფაუშვია ხელიდან და ჯონთან კონტრაქტი გააფორმა.

ჯონის კარიერა ცირკში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. შემდეგ ის ფილმებშიც გადაიღეს. 1938 წელს მან ძმასთანე რთად შექმნა ორლესტრი ბალტიმორში. მოგვიანებით ეკმა მეგობარ მექანიკოსთან ერთად თავისი ხელით ააწყო რბოლის მანქანა “Jonny eck special” რომლითაც ზოგჯერ ღებულობდა მონაწილეობას ავტორბოლაში მოყვარულთათვის.

ჯონს არ უყვარდა სხვა შშმ პირები. ხედავდა რა მათ აღზნებულ გამწარებულ ხასიათს. მას მიაჩნდა რომ იყო ნორმალური და უნდა ყპფილიყო პოზიტიური და სითბოთი სავსე. ეკის პოპულარობა ნელ-ნელა დაეცა. მაგრამ მოგვიანებით მოხდა ჩვენება ფილმისა მისი მონაწილეობით, რონლებსაც ცენზორებმა ტაბუ დაადეს. ამ ფილმმა საყოველთაო შოკი გამოიწვია და მისი პოპულარობა კვლავ მწვერვალებს აღწევდა. ბალტიმორში არის მუზეუმი სადაც არის მისი ნივთები ნაშრომები და ა.შ

 

 

მსგავსი ამბები

Close
Close