საკითხავისასარგებლოუცნაური

7 საიტერესო ფაქტი შოპენის ცხოვრებიდან

შოპენი არ წერდა მუსიკას ბალეტისთვის, მას არ დაუტოვებია არცერთი  სიმფონია ან ოპერა. მისი საყვარელი ინსტრუმენტი იყო ფორტეპიანო, სწორედ ამიტომ ყველა მისი ნაწარმოები ფორტეპიანოსთვისაა დაწერილი.

კონცერტზე პირველად დიდი პუბლიკის წინაშე შვიდი წლის ასაკში წარსდგა. 12 წლის ასაკში მისი ვირტუოზული შესრულებების გამო “ვარშავის საოცრება” უწოდეს.  შოპენის მუსიკა სილამაზითა და ნათელითაა სავსე.

  • შოპენს ბავშვობიდანვე უყვარდა უკუნეთ სიბნელეში დაკვრა. მას მუზა მხოლოდ სიბნელეში მოსდიოდა.
  • გენიოსი თუ არანორმალური? შოპენს თავისი მოსამსახურე გიჟად მიიჩნევდა, რადგან მას ჰქონდა ჩვევა შუა ღამეს წამომხტარიყო საწოლიდან მივარდნოდა ინსტრუმენტს და დაეწყო დაკვრა. შოპენი ბავშვობაში ეპილეფსიით იყო დაავადებული, მას ჰალუცინაციები აწუხებდა. საუკეთესო შემთხვევაში მას ესაუბრებოდნენ გარდაცვლილი ნათესავები, უარეს შემთხვევაში კი საშიში არსებები ემუქრებოდნენ.
  • ძაღლების ვალსი _ ჟორჟ სანდს, რომელთანაც ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა შოპენი, ძალიან უყვარდა თავისი ძაღლი. ერთხელაც როდესაც ჟორჟი თავისი სატრფოს სანახავად გაემართა სთხოვა მას დაწერა რაიმე მისთვის. შოპენმა დაწერა მსუბუქი ვალსი სახელად “ოპუს N64″, შოპენის მოსწავლეებმა კი მას ,,პატარა ლეკვის მუსიკა შეარქვეს”. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკაა.
  • შოპენი ძალიან ბუტია იყო. მისი ფაქიზი გრძნობების შელახვა ბევრ პატარა ნიუანსს შეეძლო. ერთხელაც ის შეყვარებული გახლდათ ერთ-ერთი მუსიკოსის ქალიშვილზე, საქმე ქორწილისკენ მიდიოდა, მაგრამ მისი ნიშნობა გაწყვეტილ იქნა სრულიად გაუგებარი რამის გამო. ერთხელ ის ეწვია სატრფოს მეგობართან ერთად. გოგონამ მის მეგობარს უფრო ადრე შესტავაზა ჩამოჯდომა, ვიდრე მას. ფრედერიკიც გაიბუტა და ესე დამავრდა ყველაფერი.
  • რაცარუნდა უცნაური იყოს შოპენმა შექმნა ერთ-ერთი პირველი კომიქსი, რომლის შინაარსის მიხედვით შოპენი გასტროლებზე ციხეში წავიდა. მაშინ ე სკომიქსი მოხვდა აკრძალულ ლიტერატურაში და მიჩნეულ იქნა ვულგარულ გამოცემად.
  • უკვე ათი წლის ფრედერიკმა დაწერა პირველი მარში და მიუძღვნა მეფე კონსტანტინეს. მან ძალიან დიდი პოპულარობა ჰპოვა.


მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close