გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველაზე პატარა მფრინავი ვამპირები

მოდის ზაფხული და კოღოებიც ფრთებს ავარჯიშებენ  რამოდენიმე დღის წინ წავაწყდი საინტერესო ვიდეორგოლს, ჩემი საყვარელი გადაცემიდან “გალილეო”. გალილეოს შემოქმედებითმა ჯგუფმა ჩაატარა რამოდენიმე ექსპერიმენტი კოღოებზე და გააკეთეს დასკვნები. ჩვენ კი ეხლა ამ დასკვნებს განვიხილავთ.

 

კოღოები მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისაა.აქვთ ერთი წყვილი სიფრიფანა ფრთა,მეორე კი–გადაქცეულია ბზუალებად.მომრგვალო თავის ზედა ნაწილში, პირის ორგანოები:ხორთუმი და საცეცები აქვს.ასევე აქვს წვრილი 15 ნაწევრიანი მოკლე (დედლებში) და გრძელი (მამლებში)ბეწვებით დაფარული ულვაშები. კვერცხი, მატლი და ჭუპრი დამდგარ ან მდორე წყალში ვითარდება. მატლი წყლის მცენარეულობითა და ცხოველებით იკვებება.სისტემატურად ამოდის წყლის ზედაპირზე და ისევე, როგორც ჭუპრი, ატმოსფერული ჟანგბადით სუნთქავს.

ალბათ გაინტერესებთ თუ რატომ იწვევს კოღოს ნაკბენი ქავილს. კბენისას ხორთუმით ორგანიზმში ხვდება ალერგენი ნივთიერება. ალერგიის შედეგი კი ქავილით გამოიხატება.

უცნაურია რომ კოღოები ზოგიერთ ადამიანს კბენენ ზოგს კი საერთოდ არ ეკარებიან.

ვნახოთ რა არის ამის მიზეზები

  • მოძრაობა – მოძრაობა აფრთხობს კოღოებს. ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მოძრავ ადამიანს კოღო საერთოდ არ კბენს, მაგრამ 80 პროცენტს ნამდვილად დააფრთხობს.
  • ხმაური – ხმაური იზიდავს კოღოების დიდ რაოდენობას. ზოგადად კოღოების ფრთები გამოსცემენ წუილის ხმას, რომელიც ჩვენ ასე გვაწუხებს. ისინი წამში ხუთასჯერ იქნევენ ფრთას.
  • შუქი – სინათლე რომ კოღოებს იზიდავს ეს ახალი არავისთვის არ არის.
  • სხეულის მაღალი ტემპერატურა მაქსიმალურად იზიდავს ამ მოუსვენარ მკბენარებს. მათი მხედველობის მექანიზმს ასევე შეუძლია აღმოაჩინონ დასაკბენი ობიექტი სითბოთი შესაბამისად სხეულის მაღალი ტემპერატურა მათთვის ხელსაყრელია. სწორედ ამიტომ გრილ ადგილებში ცოტათი უფრო ნაკლები რაოდენობით კოღოები გვაწუხებს

ამბობენ ევკალიპტისა და კატაბალახას სუნი აშინებს მათ ამიტომ შეხვდით ზაფხულს შეიარაღებულნი.





მსგავსი ამბები

Close
Close