ვიდეოებისასარგებლოსურათები

დაკვირვების ობიექტი : მედუზა

ეს უმშვენიერესი ინდივიდები, რომელთა შეხებისას რაკეტასავით მოვფრინავ წყლიდან, მართალია ყველაზე პრიმიტიული აგებულებისანი არიან მაგრამ საოცრად განსხვავდებიან ფორმებით, პიგმენტებით, მახასიათებელი თვისებებით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენს ზღვაში არ ბინადრობს ბევრი სახეობა. სულ არსებობს ორასამდე სახეობის მედუზა.

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არის რადიალური სიმეტრია.
მედუზა იმდენად პრიმიტიულია, რომ მას არ გააჩნია ორგანოები, ხოლო მისი სხეულის ქსოვილები შედგება მხოლოდ ორად ორი ფენისგან: გარე ფენა – ექტოდერმი, შიდა ფენა – ენტოდერმი.
მედუზების ნერვული სისტემაც მაქსიმალურად პრიმიტიულია. მათ არ გააჩნიათ ტვინო არ აქვთ მგრძნობელობა. მათ მხოლოდ სინათლის და სიბნელის გარჩევა შეუძლიათ ისე კი ვერ ხედავენ ვერაფერს. სინათლის გარჩევა შესაძლებელია უჯრედების გამო, რომლებიც რეაგირებენ სინათლეზე. როგორც ვიცით მედუზები საცეცეების საშუალებით მოძრაობენ, მაგრამ არსებობენ სტავრომედუზები, რომლებიც მუდამ სხედან. ისინი რადიკალურად განსხვავდებიან სხვა მედუზებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულ სხედან საჭოროების შემთხვევაში შეუძლიათ გადააადგილება, რაც ძალიან იშვიათად ხდება.
მედუზების სიდიდე განისაზღვრება ერთი სანტიმეტრიდან ორ მეტრამდე დიამეტრი. საცეცეების სიგრძე კი შეიძლება 35 მეტრამდე იყოს.
ზპგიერთი მედუზა ანათებს კიდეც. ისინი რომლებიც უფრო გსკერთან დაცურავენ წითლად ანათებენ, ხოლო ისინი ვინც წყლის ზედაპირთან ახლოს ლურჯად. ამ მოვლენას ჰქვია ბიოლუმინესცენცია. ნათებას იწვევს ნივთიერების, კერძოდ ლუციფერინის დაშლა. მედუზები უმეტესად მარილიან წყალში ბინადრობენ. ისინი არანაირად არ შედიან კონტაქტში ერთმანეთთან. ყველაზე დიდი მედუზები ცხოვრობენ 2-3 წელი, დანარჩენები კი მხოლოდ რამოდენიმე თვე.
არასოდეს შეეხოთ უცნობი ჯიშის მედუზას. ეს არ ეხება მხოლოდ ცოცხალ მედუზებს. ნუ შეეხებით პლაჟზე გამორიყულ მედუზებსაც. მედუზების გარკვეული სახეობები შეიცავენ შხამს, თუ უნებურად მედუზამ დაგსუსხათ აუცილებლად დაიბანეთ ნაკბენი ადგილი ცივი წყლით უმოკლეს დროში. მისმა შხამმა შეიძლება ალერგენის როლი ითამაშოს ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ მათ.

ეხლა კი გთავაზობთ ფოტოკრებულს, რომ დატკბეთ მათი სილამაზით. პოსტის ბოლოში იხილეთ ვიდეორგოლები.



















































































ემ ადამიანის ქმედებებს რთულია ვუწოდოთ ადეკვატური. ეს არის მაგალითი, რომლის მიბაძვა კატეგორიულად დაუშვებელია

 

მსგავსი ამბები

Close
Close