ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

მენდელეევის ცხრილს კიდევ ოთხი ელემენტი დაემატა

თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირმა ოთხ ახალ ელემენტს მიანიჭა სახელი და დაამატა მენდელეევის ცხრილში. ეხლა ცხრილში რიგით 113-ე ელემენტია ნიჰონიუმი (Nh), 115-ე ელემენტია მოსკოვიუმი (Mc), 117-ე ელემენტია ტენესიუმი (Ts) და 118-ე ელემენტია ოგანესონი (Og).

საერთაშორისო კავშირმა ახსნა თუ რატომ აირჩიეს ეს დასახელებები. მაგალითად ნოჰონი – იაპონურად აღნიშნავს მზის ამომავალ ქვეყანას. ვინაიდან ეს ელემენტი იაპონელებმა აღმოაჩინეს მას დაარქვეს სწორედ ეს დასახელება.

მოსკოვიუმს და ტენესიუმს მიენიჭა სახელწოდებები, იმ გეოგრაფიული მდებარეობების მიხედვით სადაც ისინი პირველად სინთეზირდნენ.

ოგანესონმა მიიღო სახელწოდება იური ოგანესიანის, რუსი მეცნიერი ექსპერიმენტალური ფიზიკის განხრით.

ახალი ელემენტები ვერიფიცირებულ იქნა 2016 წლის იანვარში. მათი სინთეზირება მოხდა ხელოვნურად.

ბუნებაში, როგორც წესი, გვხვდება ქიმიური ელემენტები რომელთა ატომების ნომერი (პროტონების რაოდენობა) არ აღემატება 92-ს. ატომები პროტონების რაოდენობით 93 დან ზევით შესაძლებელია მიიღონ მხოლოდ რეაქტორის საშუალებით.

იხილეთ ვიდეორგოლი

მსგავსი ამბები

Close
Close