სწრაფი სესხი

მსოფლიოშ პირველ შვიდ ტყუპ ბავშვს 18 წელი შეუსრულდათ

1997 წელს ამერიკული წყვილის, პარი კენის და ბობი მაკკოგის, ოჯახში დაიბადა შვიდი ტყუპი. მსგავსი მოვლენა პირველად მოხდა მთელს მსოფლიოში.

ამ რაოდენობის ბავშვის აღზრდა მართლაც რომ გმირობის ტოლფასი იყო ახალგაზრდა წყვილისთვის. მოგიხუმრიათ ოთხი ბიჭისა და სამი გოგონას აღზრდა? ჩვენ დროში ერთი ბავშვიც რომ იყოს ოჯახში მაინც ვისწრაფვით ძიძის აყვანას. კენი და ბობი დიდი მოთმინებითა და შემართებით ზრდიდნენ პატარებს და ერთობლივი ძალებით უმკლავდებოდნენ ყველა სირთულესა და წინააღმდეგობებს.

პატარები იზრდებოდნენ თბილ და მოსიყვარულე ოჯახში. ადგილობრივ გაზეთებში  მათზე წერდნენ, როგორც “ზეციურ შვიდეულზე”. 2016 წლის 19 ნოემბერს მათ შეუსრულდათ თვრამეტი წელი.

ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ მაკკოგებმა ვერ შეძლეს მეორე ბაშვის გაჩენა და მიმართეს ეკოს ცენტრს. მკურნალობის შედეგად წყვილს შეატყობინეს რომ მათ 7 ემბრიონის განვითარების შანსი ჰქონდათ, წყვილმა გადაწყვიტა შვიდივე შეენარჩუნებინათ. ექიმებმა დაიწყეს მათი გადარწმუნება, მაგრამ  მორწმუნე მშობლებმა ცივი უარი განაცხადეს.

ბავშვები დაიბადნენ 1,13 დან 1,15 კილოგრამამდდე წონით.

საქველმოქმედო ფონდები დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდნენ ოჯახს. მათ მიიღეს დიდი სახლი, ბავშვები უფასოდ დადიოდნენ ბანაკებში და ა.შ.

ბავშვებმა დაამთავრეს სკოლა და ყველანი გაემგზავრნენ კოლეჯში სასწავლად. მშობლები ამბობდნენ, რომ ეს ძალიან უცნაურია, რადგან სახლში რომელშიც მუდამ აბსოლიტური ქაოსი იყო უცებ გაცარიელდა..

წარმატებები ვუსურვოთ მათ..







ავტორი: Beqa6782

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE