გასართობიკრეატივისურათები

ცხოველები, რომელთა წვერებისაც შეშურდებათ ყველაზე თანამედროვე ჰიფსტერებსაც(ნაწ I)


ამ სიაში მოცემულ ზოგიერთ ცხოველებს აქვთ ისეთი წვერები, რომლებისაც შეშურდებათ ყველაზე თანამედროვე ჰიფსტერებსაც, ესეიგი ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავის წარმოჩენის განსხვავებული ხერხები აქვთ და როგორც ვიცით, ისინი უპირატესობას ვინტაჟს ანიჭებენ.
წვერების დიფერენცირება ცხოველთა სამყაროში საკმაოდ რთულია; ისინი დამახასიათებელია ცხოველთა ყველა სახეობისთვის -ფრინველებიდან მაიმუნებამდე და აქლემებიდან თევზებამდე. ზოგიერთ ცხოველს აქვს მოკლე და სქელი ბაკენბარდები, სხვებს კი – გრუზა (ხუჭუჭა, ტალღოვანი) ულვაშები, ხოლო დანარჩენებს კი იმდენად ბანჯგვლიანი, თმაგაბურძგვნილი წვერი აქვთ, თითქოს არ გაუპარსიათ 2002 წლიდან მოყოლებული. დიდი ზომის ძუძუმწოვრებს აქვთ მგრძნობიარე ბეწვი- ვიბრისები, რომლებიც ჩვეულებრივ განლაგებულია ჯგუფებად თავზე, ცხვირზე, თვალებს ზემოთ, ლოყაზე და ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილებზეც. ვიბრისები სპეციალიზებული გრძნობის ორგანოებია, რომლებიც აღიქვამენ გარემოს უმცირეს რხევებს. ესეიგი, ვიბრისების ფუძე ჩაფლულია თმის ჩანთაში და ირგვლივ ვენური ღრუ აქვს.
1) საიმპერატორო ტამარინი – „emperor tamarin“

საიმპერატორო ტამარინი – ეს პრიმატი ბინადრობს ამაზონის აუზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პერუში და ჩრდილოეთ ბოლივიაში. ვიზუალურად ცხადია, რომ ეს პრიმატი სხვებისგან თავისი თეთრი ულვაშით განსხვავდება. მისი ბეწვი ძირითადად ნაცრისფერია, კუდი მოწითალო-ყავისფერი აქვთ და ძალიან შავი თვალები. “ტამარინი” ცხოვრობს ამაზონის ჯუნგლებში, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს; ტამარინს შეუძლია ძალიან სწრაფი სირბილი და ხიდან ხეზე ხტომა.
ამ „სასაცილო პრიმატს“ ეზრდება თეთრი ფერის, საკმაოდ დიდი და გრძელი ულვაში.
აქვე უნდა არინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ცხოვრობენ ჰიფსტერების ქალაქში (hipster), ისინი წარმოადგენენ ძალიან მოდურ წვერებს ცხოველთა სამეფოში.
ნახეთ ვიდეო რგოლი, თუ რატომ დაერქვა ამ პრიმატს „emperor tamarin“-ი:

„emperor tamarin“-ს ეს სახელი დაარქვეს გერმანიის მეფესთან, ვილჰელმ II-სთან (Emperor Wilhelm II) მსგავსების გამო, რომელიც დროთა განმავლობაში ოფიციალური სახელი გახდა.
2) წითელზურგა საკი, ან ბანჯგვლიანი, თეთრსახა საკი – (Saki- მაიმუნი)

ასევე ცნობილია, როგორც ოქროს სახიანი საკი. იგი ბინადრობს ვენესუელაში, სურინამში, საფრანგეთსა და ბრაზილიაში, ასევე გაიანაშიც.
დაახლოებით, 10 სანტიმეტრზე უფრო გრძელი ბეწვი ფარავს საკის მთელ სხეულს, ხოლო თავზე ქუდის ფორმას ქმნის, რომელიც თანაბრად და გლუვად გადადის წვერში და ბაკენბარდებში.
ამ პატარა ჰიფსტერს აქვს კუდი, რომელიც გასაკვირი არაა, და უფრო სქელია, ვიდრე მისი „შთამბეჭდავი“ ჰიფსტერული ტიპის წვერი; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი ბანჯგვლიანი კუდი სიგრძეში აღწევს 70 სანტიმერზე მეტს.
ნახეთ ვიდეო:

3) ჯერბოა („Jerboa“)

ჯერბოა („Jerboa“) – პატარა თაგვის მსგავსი არსებაა, რომელსაც 2 ფეხი აქვს. შესძლებელია ეს პატარა არსება, ჯერბოა ბევრისთვის სასურველი იყოს მისი სახლში ყოლა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეერთენულ შტატებში დაავადება “monkeypox” გავრცელდა, აფრიკული ცხოველების მათ ტერიტორიაზე იმპორტი აიკრძალა.

ამ არსების ერთ-ერთი სახეობა “გრძელყურა” თაგვია
ნახეთ ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს ვიბრისები ცხვირზე:

4) რქახრახნილი თხა – იგივე „markhor“ (მარხური)

ეს ცხოველი, ძროხისებრთა ოჯახისაა, ხოლო მისი სხხეულის სიგრძე 1,7 მეტრია და იწონის დაახლოებით 90 კგ-ს. მას ხრახნისებური რქები აქვს. ეს თხის ქვესახეობა, რომლებიც ერთმანეთისაგან რქების მოყვანილობით განსხვავდებიან, ბინადრობს ხეობების ციცაბო კალთებზე, კლდეებსა და ფლატებზე. ის პაკისტანის ეროვნული ცხოველია და გავრცელებულია ცენტრალური აზიის სამხრეთ ნაწილში, ასევე ქაშმირში, მცირე ტიბეტსა და დასავლეთ ჰიმალაიში. „markhor“ -ის ვაცის კისერი და მკერდი გრძელი ბეწვითაა დაფარული. მარხურის წვერი იზრდება სქლად და შემჭიდროებულად, კომპაქტურად. „markhor“-ი შობს 1 ან 2 თიკანს, აღსანიშნავია, რომ რქახრახნილი თხა შინაური თხის ზოგიერთი ჯიშის წინაპარია…

ნახეთ ვიდეო: BUKHARAN MARKHOR

5) ორანგუტანი – „Orangutan“, სიტყვასიტყვით , ნიშნავს ტყის კაცს.

ორანგუტანები, როგორც ვიცით ადამიანის მსგავსი მაიმუნებია, რომლებიც გავრცელებულნი არიან კუნძულ სუმატრაზესა და კუნძულ კალიმანტანსზე. მათი ხელების შლილი 3 მ-მდეა და აქვთ გრძელი, განიერი მტევნები. ორანგუტანი პრიმატთა ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ორანგუტანი შობს ერთ ნაშიერს, რომელსაც ძუძუს აწოვებს 4 წლამდე, ხოლო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წლამდეა. ორანგუტანის დაჭერა აკრძალულია.
ზრდასრული მამალი ორანგუტანებისათვის დამახასიათებელია ხმამაღალი და ხანგრძლივი ყმუილი, რომელიც ზოგჯერ 3 წუთსაც გრძელდება. ამგვარად, მამალი იზიდავს სქესობრივად მგრძნობიარე დედალებს.
ამ ბანჯგვლიან შორეულ ნათესავებს აქვთ ერთ-ერთი ყველაზე თავისებური წვერი ცხოველთა სამეფოში. ისინი, სახის გარდა, დაფარულნი არიან გრძელი, მოწითამო, უხეში ბეწვით. სუმატრაზე მობინადრე სახეობას კი სახეზე წვერი შეენიშნებათ, რომელიც ჰგავს ჰიფსტერული ტიპის წვერს ან ბლანჟეს…
6) ბაქტრიანი (ორკუზიანი აქლემი) – „bactrian camel“

მიუხედავად იმისა, რომ აქლემების წინაპრები, როგორც ვარაუდობენ, აღმოჩენილი იყო ჩრდილოეთ ამერიკაში, სამწუხაროდ ისინი აღარ გვხვდება ამერიკის კონტინენტზე. განსაკუთრებით ჰიფსტერულ აქლემებს შეგვიძლია ვუწოდოთ ბაქტრიანი (bactrian camel ), ორკუზიანი აქლემი, ხოლო ცალკუზა აქლემს ვუწოდებთ -არაბულ აქლემს (Arabian camel). როგორც ჩანს, ბაქტრიანი (ორკუზიანი) აქლემებისათვის, უკვე წლებია არ გაუკრეჭიათ ბეწვი, ხოლო მათი ფაფარი და წვერი შეიძლება გაიზარდოს 25-28 სმ-ით სიგრძეში.
7) იაპონური სეროუ – „Japanese serow“

სეროუ არის ხერხემლიანებთა ოჯახის, ძუძუმწოვარი მცოხნელი ცხოველი, რომელსახ აქვს წარმოუდგენლად სქელი და ლამაზი ბეწვი. ეს იშვიათი წყვილჩლიქოსანი სეროუ წარმოადგენს ეროვნულ სიმბოლოს იაპონიაში. იგი გარეული თხის წინაპარია, იაპონიაში კი ის არის თხა-ანტილოპა

მიუხედავად იმისა, როგორც ჩანს, თითქოს მას აქვს წვერი ჩარლზ რობერტ დარვინის მსგავსად, სინამდვილეში კი „იაპონურ სეროუს“ არ აქვს წვერი -მას არ ეზრდება წვერი, ეს უბრალოდ მატყლია …
ნახეთ ვიდეო: ახალდაბადებული იაპონური სეროუ თავის ოჯახთან;

აქ ნათლად ჩანს მსგავსება ჩარლზ რობერტ დარვინის წვერთან

8) სენეგალის ლიბია – „bearded barbet“

სენეგალის ლიბია გვხვდება დასავლეთ აფრიკის ტროპიკებში.
სენეგალის ლიბიის მკერდის შეფერილობა არის მუქი წითელი, ფრთები და კუდი შავი აქვს, ხოლო მისი მასიური ნისკარტი და თვალები კი ყვითელია. თვალებით შეიძლება მივხვდეთ, თუ როგორ ხასიათზეა „bearded barbet“; როცა სენეგალის ლიბია აღელვებულია მისი თვალის გუგები იწყებენ სწრაფად გადიდებასა და შემცირებას.
მისი განმასხვავებელი ნიშანია „წვერი“ – ანუ შავი, ჯაგრისებრი ბუმბული ნისკარტის ფუძესთან…
ნახეთ ვიდეო:

9) ”ქეთფიში“ (catfish) არის ერთგვარი ზოლიანი თევზი ლოქოსებრთა ოჯახის, რომელიც ბინადრობს – მისისიპის მდინარეში, კალაპოტებსა და ტბებში.

Catfish-ი არის ყველაზე ცნობილი თევზი თავისი ულვაშებით, მას აქვს 3 წყვილი ულვაში, რომელიც ეზრდება ცხვირის, ნიკაპისა და პირის გარშემო . ულვაშები არის თევზის გრძნობათა ორგანოები, რომლებსაც იყენებს საკვების მოძიებისათვის…
10) “გნუ” – (დიდი კუდუ), აფრიკული ანტილოპა

მისი სხეულის სიგრძე 2 მეტრს აღწევს, რქებისა 150 სმ; გავრცელებულია აფრიკის უმეტეს ნაწილში – მდინარე ზამბეზიდან სამხრეთით. ქმნის 6-10 (ზოგჯერ 30-40) სულისაგან შემდგარ ჯგუფს.
სახელწოდება – „დიდი კუდუ“, ჰოტენტოტების ეთნიკური ჯგუფის ენიდან მომდინარეობს
„დიდი კუდუ“-ს აქვს სქელი კისერი და გრძელი, ლამაზი ბეწვი
ნახეთ ვიდეო: How to Kill a Kudu.mp4

აფრიკული ანტილოპა, რომელსაც ყველაზე წვრილი ფეხები და ყველაზე ძლიერი ბარძაყები აქვს, ყველაზე შორს მხტომელი არსების ტიტულს ატარებს. თუ ამ ცხოველს შეაშინებთ, მას შეუძლია 3 მეტრის სიმაღლეზე ახტეს და 10 მეტრამდე მანძილი დაფაროს ერთი ასეთი ნახტომით.

გნუს, ბალანი ქედზე ფაფარივით ადგას, ყელზე კი ლამაზ „წვერს“ ქმნის -ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ის არის სავანეს ყველაზე ლამაზი ცხოველი…

loading...
თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close