არქივი

10 ყველაზე უცნაური თანამედროვე შენობა საქართველოში

c8afa7c5fde5
პატარა და არც თუ ისე მდიდარმა საქართველომ უკვე ბოლო 15 წლის განმავლობაში აჩვენა მთელ კავკასიის რეგიონს, თუ როგორ უნდა მოახდინო სახელმწიფო აპარატისა და ინფრასტრუქტურის სწრაფი და ეფექტური რეფორმირება განსაკუთრებული რესურსების გარეშე, ამ რეფორმებმა კარდინალურათ შეცვალა მთელი ქვეყანა არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ვიზუალურადაც. წარმოგიდგენთ ჩვენს ქვეყანაში რეალიზებულ ყველაზე საინტერესო პროექტს.

იუსტიციის სახლი თბილისში
aa06f1f7007d
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნა იუსტიციის სახლები – დაწესებულებები, სადაც სულ რამდენიმე საათში ადამიანს შეუძლია მიიღოს სახელმწიფო მომსახურებების სრული სპექტრი. აქ გასცემენ პირადობის მოწმობებს, საბუთებს უძრავი ქონების შესახებ და გიწევენ კონსულტაციას ბევრ საკითხში, ხოლო მთავარი ამგვარი ცენტრი კი გახსნილია საქართველოს დედაქალაქ თბილისში.

გამჭვირვალე მთავრობა – პოლიციის გამჭვირვალე შენობები
a3d35a1880a4
საქართველოში რეალიზებულია გამჭვირვალე მთავრობის კონცეფცია, რომელმაც არაფერი არ უნდა დაუმალოს ქვეყნის მოსახლეობას. ამ კონცეფციის ჩარჩოებში აშენებულია რამდენიმე ათეული პოლიციის ახალი მინის შენობა, მათ შორის გამჭვირვალე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა.

პარლამენტის გადატანა ქუთაისში
3867f5062e75
დღეს საქართველოში ქალაქი ქუთაისი კარდინალურათაა რეკონსტრუქტირებული და მან შეითავსა სახელმწიფო დედაქალაქის ფუნქციების ნაწილი – ქუთაისში გადაიტანეს პარლამენტი.

ჯანდაცვის რეფორმა. ახალი საავადმყოფოები
17ca002c8265
ჯანდაცვა საქართველოში სრულიად დაფუძნებულია ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე. ამან ხელი შეუწყო ქვეყნის ყველაზე პატარა ქალაქებშიც კი რამდენიმე ახალი საავადმყოფოს მშენებლობას თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში
f210414a502e
ახლის მშენებლობა, ქვეყნის მოდერნიზება შეუძლებელია თანამედროვე კონკურენტუნარიანი განათლების შექმნის გარეშე. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს ესმის და ამის კარგი მტკიცებულებაა ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესაძლო მშენებლობა. ეს უნდა ყოფილიყო კავკასიის ყველაზე მაღალი შენობა, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ უარი თქვა ამ იდეის განხორციელებაზე.

იუსტიციის სახლი ბათუმში
a9bbbf2300e2
იუსტიციის სახლი ბათუმში არის ძალზედ მომხიბლავი შენობა თავისი თანამედროვე არქიტექტურით და არა პოსტსაბჭოთა სერვისით.

რიყის პარკი თბილისში
bd37845c5f04
რამდენიმე წლის განმვლობაში უკანონო შენობის ადგილას მდინარე მტკვარის სანაპიროზე გაშენდა თანამედროვე პარკი, რომელიც გაწყობილია რამდენიმე არქიტექტურული შედევრით, როგორებიცაა შუშის “მშვიდობის ხიდი”, მუზეუმი და თეატრი. აქვე არის 2011 წელს გაკეთებული საბაგირო გზის ქვემო სადგური, რომელსაც მივყავართ ნარიყალასკენ.

ახალი ქალაქი ლაზიკა
a3ab91e76d37
როდესაც ქალაქ ლაზიკას მშენებლობა დაიწყო, ვარაუდობდნენ, რომ მისი მშენებლობა დამთვრდებოდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ეს პროექტიც დღეს შეჩერებულია გაურკვეველი ვადით. ლაზიკა უნდა ყოფილიყო ახალი ქალაქი ცარიელ ადგილას აფხაზეთის საზღვართან. პოტენციურ ქალაქს ეს სახელი ამ ადგილას ერთ დროს მცხოვრები ტომის – ლაზების საპატივცემულოდ დაერქვა. ეს უნდა ყოფილიყო რეგიონალური მეგაპოლისი, რომელიც დაიტევდა 500 ათას მოსახლეს – საშუალო ზომის ცათამბრჯენებით, სასტუმროებით და პორტით.

სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი
6a4e9068722b
საზღვრების უსაფრთხოება ეს არის ნებისმიერ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, სწორედ ამიტომაც თურქეთის საზღვართან ბათუმში გაიხსნა სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ამ შენობაზე შეხედვისას გგონია, რომ ის თითქოს დახატულია გრაფიკული რედაქტორში, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია რაც არსებობს.

ღვინის ქალაქი სიღნაღი
e7461921f449
საქართველო უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, ის აშენებს ახალ და არემონტებს ძველ კურორტებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კურორტი(თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ :D) არის ქალაქი სიღნაღი. ის მდებარეობს ალაზნის ველის შემაღლებულ ნაწილში. სწორედ ამ ფაქტის და მასშტაბური რეკონსტრუქციების წყალობით ეს ქალაქი ვიზუალურად დაემსგავსა რომელიმე პატარა იტალიურ ქალაქს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button