არქივი

ვენეციური კარნავალი

9999fada4669

გაგრძელებაში იხილავთ ერთ-ერთ ულამაზეს კარნავალს. ამ კარნავალში მონაწილეობისთვის ცოტა ბევრი ფული უნდა გქონდეს.რატომ? გააგრძელე და ნახავ ;)

კარნავალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ვენეციაში მთელი კონტინენტის დოყლაპიები ჩადიან. ვაჭრებს დახლებზე გამოაქვთ დიდცხვირა ნიღბები, სამკუთხა ქუდები, მოსასხამები და ვუალები, ატელიები კი სასწრაფო შეკვეთებს იღებენ. საკარნავალო კოსტიუმი შეგიძლიათ შეიკეროთ, შეიძინოთ ან იქირაოთ. ეს უკანასკნელი ყველაზე ადვილია. ხოლო, ერთი ისტორიული შინაარსის მქონე კოსტიუმის ღირებულება ერთი დღით 200 ევროდან იწყება. 70-80 ევროდ კი თავისუფლად შეგიძლიათ მშვენიერი ნიღაბი შეიძინოთ.

3eb01b104ec0

ყველაზე ცნობილ საკარნავალო კოსტიუმს „ბაუტა“ ეწოდება. თქვენ იკეთებთ თეთრ ნიღაბს, რომელსაც თვალების ადგილას სიცარიელე აქვს, ასევე გრძელ შავ მოსასხამს. სახის ქვედა ნაწილს და მთლიან ყელს შავი აბრეშუმი ფარავს , ხოლო თავს სამკუთხა შავი ფარფლებიანი ქუდი ამშვენებს. ვენეციელები უკვე ასეული წლებია ატარებენ მუქ „მორეტას“ – შავი ფერის ოვალურ ნიღაბს. აგრეთვე პოპულარულია „დომინო“ – გრძელი,შავი კაპიშონიანი მოსასხამი და ვიწრო ნიღაბი, რომელიც მხოლოდ თვალებსა და ცხვირის ძგიდეს მალავს.

8c171a738347

შვიდ ტყვე ქალსა და ულამაზეს კოლომბინაზე

მხიარულება უძველესი ვენეციური დღესასწაულით-Festa Delle Marie-ით იწყება. ეს დღესასწაული ისტრიიდან, მეკობრეების მიერ მოტაცებული ვენეციელი საცოლეების გათავისუფლებას ეძღვნება. სან მარკოს მოედანზე, მაყურებლის წინაშე გამოდის ქალაქის შვიდი ყველაზე ლამაზი გოგონა, შვიდი მარია, რომელთაგან ერთ-ერთს კარნავალის დედოფლად ასახელებენ. იქვე თამაშდება წარმოდგენა „კომედია დელ არტე“, რომლის დასასრულს, მაყურებლებს ზეციდან ტონობით კონფეტს აყრიან. მხიარულება ქუჩებში ინაცვლებს. დოლებზე ურტყამენ, საყვირებს ახმაურებენ, პეტარდები სკდება, ნელ-ნელა მოლასლასებს პლათფორმები, რომელზეც პაპიე-მაშეს გიგანტური თოჯინებია განლაგებული. ე.წ. საზოგადოებრივი ანუ უფასო პროგრამა შეიცავს: მთავარ მოედანზე გამართულ გრანდიოზულ წარმოდგენას ნიღბებით, ჩირაღდნებით და დოლების ხმაურით. იქვე, დიდ არხზე მოწყობილ ფერადი ნავების და გონდოლების აღლუმს და ბალ-მასკარადს, Cannaregio-ში კი ფანტასტიური დონის სეირნობას, და მხოლოდ კარნავალის დღეებისთვის დამზადებულ ყოველნაირი ტკბილეულის დეგუსტაციას. სრულიად უანგაროდ გაართობენ მაყურებლებს ჟონგლიორები, მუსიკოსები და ფაკირები. ბავშვებისთვის სპეციალური კარნავალი ტარდება სან პაოლოს მოედანზე.

წვეულებასა და ვაგნერის საყვარელ კაფეზე

ნამდვილი საკარნავალო სიგიჟე, უძველეს სასახლეებსა და ძვირადღირებულ სასტუმროებში, ბალ-მასკარადებზე ანუ ნიღბებიან წვეულებებზე მაღალი საზოგადოების შეკრებებსა და საღამოებზე მიმდინარეობს. ამგვარ ღონისძიებებზე მოხვედრა არც ისე ადვილია. პალაცოები ყველა მსურველს ვერ მიიღებს, ბილეთები ძვირია და წინასწარ იჯავშნება, დახურულ საღამოებზე ე.წ. „დრეს-კოდიც“ კი უმკაცრესია. კარნავალის ცენტრად კაფე „ფლორიანი“ მიაჩნიათ, სადაც ყველა ნიღბის ერთად ნახვა შეიძლება. სადღესასაწაულო ტანსაცმელში გამოწყობილი საზოგადოება, მოთავსებული რბილ სავარძლებში, საათობით, გაუთავებლად საუბრობს და მსოფლიოში საუკეთესო ყავას, მინიატურული ჭიქებიდან მიირთმევს. ამ კაფეში, ფასები მრავალი ნულით თავდება, მაგრამ ეს ვერავის აჩერებს. სან მარკოს მოედანზე, Gran Caffé Lavena-ში სადაც, როგორც ამტკიცებენ, ვაგნერს უყვარდა სტუმრობა, სადღესასწაულო კოქტეილის დროს, სპეციალურ სადღეგრძელოს წარმოთქვამენ „კარნავალის აღორძინებისთვის“. იქვე, ახლოს, კაფე Quadri-ში კარნავალის დროს მიღებულია ცხელი შოკოლადის მირთმევა ტკბილეულთან ერთად.

დოჟა პარტეჩიპაციოს რეზიდენციის წვეულების დარბაზში, გონდოლიერების წვეულებას მართავენ. პალაცო ალბრიციზე თამაშდება ორფეუსის და ევრიდიკას სიყვარულის ისტორია. ვენეციური კარნავალის მთავარი წვეულება იმართება დიდ არხზე, პიზანი-მორეტას სასახლეში.

წყარო:www.biz.aris.ge :yes:

ჩემი პირველი პოსტი. იმედია მოგეწონათ :kiss:

მსგავსი ამბები

Back to top button