სწრაფი სესხი

38 წუთიანი ომი – ყველაზე მოკლე ვადიანი ომი მსოფლიოს ისტორიაში

იცით თუ არა, რომ ყველაზე მოკლე ვადიანი ომი გრძელდებოდა 38 წუთის განმავლობაში. საკმაოდ უჩვეულად ჟღერს.

ეს ომი მოხდა ინგლისსა და ზანზიბარის სასულთნოს შორის 1896 წლის 27 ავგისტოს.

კონფლიქტი გამოწვეულ იქნა იმის გამო, რომ ზანზიბარის ახალმა მმართველმა ჰალილ იბნ ბარგაშმა მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა კავშირი ბრიტანეთთან და დაახლოებოდა გერმანიას. ეს გადაწყვეტილება არ იყო სარფიანი ბრიტანეთისთვის და წაუყენა ზანზიბარს ულიმატუმი, რომლის თანახმად 27 აგვისტოს  9:00 უნდა ზანზიბარი უნდა დანებებულიყო ინგლისს. თუმცაღა ეს არ მოხდა. ზანზიბარის მმართველის მიერ მომზადებული არმია შედგებოდა 28 000 ადმაიანისაგან, ხოლო მისი ფლოტი ერთი საბრძოლო გემისგან, ერთი იარაღით.

ბრიტანელებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ზანზიბარს. ამ 38 წუთის განმავლობაში დაიღუპა 570 ადამიანი და სუყველა ზანზიბარის მხრიდან. არ დაღუპულა არცერთი ბრიტანელი.

როგორც ხედავთ ახალბედა მმართველი, ნაჩქარევმა ნაბიჯმა სრულ კრახამდე მიიყვანა.

ეს საინტერესო ფაქტი დაფიქსირებულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მოკლე ვადიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში.


ავტორი: nina6782

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE