გასართობისაკითხავისამხედრო

25 საინტერესო ფაქტი ბირთვული ბომბის შესახებ


25 საინტერესო ფაქტი ბირთვული ბომბის შესახებ.

რადიაცია ჰიროსიმა და ნაგასაკიში

დღეს ჰიროსიმა და ნაგასაკიში რადიაციის დონე ნორმალურია, იმიტომ, რომ ამ ქალაქებზე ჩამოყრილი ბომბები აფეთქდნენ მიწაზე.

იღბლიანი იამაგუტი

ცუტომუ იამაგუტი გადაურჩა ორივე აფეთქებას იაპონიაში.

ტანაკის მარათონი

შიგეკი ტანაკა არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც გადაურჩა ჰიროსიმას დაბომბვას და მოიგო ბოსტონის მარათონი 1951 წელს.

პუტკუნა და პატარა

ბომბებს რომლებიც ჩამოყარეს იაპონიაში ერქვათ “პუტკუნა” და “პატარა”

კოკურა

ბომბმა რომელმაც გაანადგურა ნაგასაკი, თავდაპირველად უნდა ჩამოეგდოთ სხვა იაპონურ ქალაქზე – კოკურაზე, მაგრამ ღრუბლებმა და ნისლმა სრულიად დაფარა ტყვია-წამლის ქარხანა კოკურაში, რომელიც იყო სამიზნე, ამიტომაც ბომბდამშენი გაემართა სათადარიგო სამიზნისკენ – ნაგასაკისკენ.

1626 წლის ბონსაი

ხე ბონსაი, რომელიც დათესეს 1626 წელს გადაურჩა აფეთქებას ჰიროსიმაში. დღეს ის ინახება ამერიკის მუზეუმში.

ცუნამი დაბომბვის შემდეგ

ჰიროსიმას დაბომბვიდან ერთი თვის შემდეგ ქალაქს შეუტია ცუნამიმ, რომელმაც ისხვერპლა კიდევ 2000 ადამიანი.

კონვერსიული ბირთვული ბომბები

ელექტროენერგიის 10% აშშ-ში გამომუშავდება კონვერსირებული ბირთვული ბომბებით.

აფეთქება კოსმოსში

1962 წელს აშშ-მ ააფეთქა ბომბი, რომელიც 100-ჯერ უფრო ძლიერი იყო ვიდრე ის ბომბები, რომლებიც ჩამოყარა იაპონიაში. ის ააფეთქეს კოსმოსში 400 კილომეტრის სიმაღლეზე.

2 მილიარდი დოლარი ომისთვის

1988 წლამდე აშშ-ს მთავრობა ობიექტ მაუნტ პონიზე ინახავდა 2 მილიარდ დოლარს ბირთვული ომის შემთხვევაში.

ატრაქციონი ლას-ვეგასში

1950-იან წლებში სახმელეთო ბირთვული გამოცდები იყო ლას-ვეგასის მთავარი ღირსშესანიშნაობა.

აფეთქება მთვარეზე

აშშ-მ ცივი ომის დროს შეიმუშავა პროექტი სახელად ატომური ბომბის აფეთქება მთვარეზე, რომ ეჩვენებინა თავისი სამხედრო ძალა.

ჩვეულებრივი სამაგრი

აქტიური ნივთიერების რაოდენობა, რომელმაც გამოიწვია აფეთქება ჰიროსიმაში არ იყო ჩვეულებრივ სამაგრზე მეტი.

ატომური ბომბების რაოდენობა

დღეს რუსეთში არის 8400 ბომბი, აშშ-ში 7650. დანარჩენი ქვეყნები ფლობენ ნაკლები რაოდენობის ბირთვულ ბომბებს. საფრანგეთის განკარგულებაშია 300, დიდი ბრიტანეთის 225, ხოლო ჩინეთის 240.

დაკარგული ჯოჯოხეთი

ავარიის შედეგად დაიკარგა 11 ამერიკული ბირთვული ბომბი, ისინი დღემდე ვერ უპოვიათ.

პანამის არხი 2

დოქტორი ედვარდ ტელერი არის წყალბადის ბომბის შემქმნელი, ის ქმნიდა ამ საშინელ იარაღს მშვიდობიანი მიზნებისთვის. კერძოდ კი ის ვარაუდობდა, რომ სწორი გათვლების და აფეთქებების შედეგად შეიძლება პანამის არხის მსგავსი არხის შექმნა.

1958 წლის დანაკარგი

აშშ-ს შტატ ჯორჯიის რომელიღაც სანაპიროზე არის ატომური ბომბი, რომელიც აშშ-ს სამხედროებმა დაკარგეს 1958 წელს.

კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცესში პაციენტის ორგანიზმი იმდენივე რაოდენობის რადიაციით სხივდება, რომ თითქოს ის დგას ჰიროსიმას დაბომბვიდან 2,5 კილომეტრში.

ატომური ბომბის მუზეუმი

ნიუ-მექსიკოში არსებობს ატომური ბომბის მუზეუმი, სადაც ჩატარდა პირველი ბირთვული ბომბის გამოცდა. Trinity Site წელწადში მუშაობს მხოლოდ 12 საათით.

ნეიტრონული ბომბი

ნეიტრონული ბომბები – ატომური ბომბები, შექმნილია იმისათვის, რომ არ გამოიწვიონ დიდი აფეთქება, ამის მაგივრად ისინი ქმნიან კოლოსალური რაოდენობის გამოსხივებას.

მეფე ბომბი

მეფე-ბომბი არის ყველაზე დიდი ატომური ბომბი. მისი გამოცდისას აფეთქება იმხელა იყო, რომ სეისმურმა ტალღამ დედამიწას სამჯერ შემოუარა.

ნატოს გეოგრაფია

იარაღის გაცვლის პროგრამის შედეგად ნატოში, ამერიკული ატომური ბომბები ინახება ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში და თურქეთში.

ცეზიუმ-137 და სტრონციუმ-90

ერთ-ერთი მეთოდი, რომ შეამოწმო ტარდებოდა თუ არა ბირთვული გამოცდები არის ცეზიუმ-137-ის და სტრონციუმ-90-ის აღმოჩენა. ეს იზოტოპები ბუნებაში არ არსებობდნენ, ბირთვული ბომბის პირველ გამოყენებამდე 1945 წელს.

ბირთვული ბომბები ჩრდილოეთ კაროლინაში

1961 წელს აშშ-ს საჰაერო-სამხედრო ძალების თვითმფრინავიდან შემთხვევით ჩამოვარდა 2 ბირთვული ბომბი ჩრდილოეთ კაროლინაში. საბედნიეროდ, ისინი არ აფეთქებულან.

“ველას ინციდენტი”

2000 ბირთვული გამოცდიდან მხოლოდ 1 ჩატარდა უცნობია ვის მიერ. “ველას ინციდენტი” – 3 კილოტონიანი ბომბის რეგისტრირებული აფეთქება ინდოეთის ოკეანეში 1979 წელს. უცნობია ბომბის წარმომავლობაც.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close