არქივი

საუკეთესო საბრძოლო ვერტმფრენები

8e68666205e4
ბოინგ AH-64 აპაჩი – ამერიკული ორ ძრავიანი მოიერიშე შვეულმფრენი AH-64-ს გააჩნია ცხვირზე დამონტაჟებული სენსორული სისტემა სამიზნის აღმოჩენისთვის და ღამის ხედვის მოწყობილობა რომელიც ძალიან ეფექტურია. იქიდან გამომდინარე რომ აპაჩი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავია მას ამერიკის არმიაში აქტიურად იყენებენ მაგრამ ამასთანავე იგი მთავარი შემტევი შვეულმფრენია სხვა ქვეყნებისთვისაც მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი ისრაელი იაპონია ნიდერლანდები ეგვიპტე საბერძნეთი ინდოეთი ინდონეზია ქუვეითი საუდის არაბეთი სინგაპური სამხრეთ კორეა ტაივანი არაბეთის გაერთიანებული ემირატები. ისრაელი აქტიურად იყენებს Apache-ებს სამხედრო კონფლიქტებში ლიბანთან და ღაზის სექტორში AH-64 ასევე გამოიყენებოდა ავღანეთში და ერაყში. შვეულმფრენი შეიარაღებულია ტყვიამფრქვევებით და სარაკეტო მოწყობილებებით. აპაჩს გააჩნია რამოდენიმე ინოვაციური სისტემა მათ შორისაა სათვითმფრინავო სისტემების ორმაგი და სამმაგი რეზერვი რომელიც ზრდის შვეულმფრენისა და მისი ეკიპაჟის გადარჩენის შანსებს ასევე პილოტების გადარჩენის ალბათობას ავარიისას და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას.
f5f29a3cebfe
Ka-52 ალიგატორი – რუსული საბრძოლო ვერტმფრენი რომლის პირველი გაფრენაც 1982 წელს განხორციელდა ამ მოწყობილობას აქტიურად იყენებს თავისმხრივ რუსეთის სამხედრო საჰაერო და ასევე ეგვიპტის სამხედრო საჰაერო ძალები. Ka-52 ისევე როგორც მარტო ასევე წყვილში ფრენისას სწრაფად ანადგურების მოწინააღმდეგის პოზიციებს და უზრუნველყოფს ძლიერ ცეცხლს ნებისმიერი მიმართულებით მას შეუძლია 4 ცალი 250 კილოიანი და 2 ცალი 500 კილოიანი ბომბების გადატანა ასევე დამონტაჟებული აქვს რაკეტები და ტყვიამფრქვევები რომელიც ფრენისას წარუმატებლობის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს და შესაძლებელს ხდის მოწინააღმდეგეს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი. Ka-52 ალიგატორთან ერთად ასევე არსებობს მისი სხვა ვერსიაც Kamov Ka-50 რომლის ზედმეტსახელიც შავი ზვიგენია.
24d399299280
შვეულმფრენი Eurocopter Tiger (ვეფხვი) – გამოიყენება ევროპის ქვეყნების სამხედო საჰაერო ძალებში მათ შორის საფრანგეთის გერმანიის და ესპანეთის ასევე გამოიყენებს ავსტრალია.  შვეულმფრენს შეუძლია მოწინააღმდეგის პოზიციების ზუსტი და სრაფი დაბომბვა ასევე სწრაფი მანევრების ჩატარება და კონფლიქტის ზონიდან თავის სწრაფად დაღწევა მისი მანევრულობის და ეფექტურობის გამო ის გამოიყენებოდა ავღანეთში ლიბიაში და მალიში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების დროს. შვეულმფრენს შეუძლია დაჭრილი ქვეითების ბრძოლის ველიდან უსაფრთხოდ გამოყვანა და სამშვიდობო ადგილამდე სწრაფად მიღწევა.
476d6e4f69e9
Mil Mi-28 – რუსების ერთ-ერთი ძირითადი საბრძოლო ვერტმფრენი რომელსაც დამონტაჟებული აქვს ძლიერი რაკეტები რაც მოწინააღმდეგის განადგურებას უწყობს ხელს. Mil Mi-28 მომხმარებლები არიან თავისმხრივ რუსეთი კენია ერაყი ინდოეთი ალჟირი და ვენესუელა Mil Mi-28-ს პირველი ფრენა 1988 წელს განხორციელდა ამ ვერტმფრენს რუსეთი რამოდენიმე სამხედრო კონფლიქტში იყენებდა.

მსგავსი ამბები

Back to top button