არქივი

სამეფო დინასტიები (ნაწილი 2) – ჰაბსბურგები

cbd4f84cdcd7

ვაგრძელებ სამეფო დინასტიების სერიას, ამჯერად ავსტრიული სამეფო ოჯახი – ჰაბსბურგები

ჰაბსბურგები (გერმ Habsburger) — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სამეფო საგვარეულო შუა საუკუნეებიდან ახალ დრომდე. დინასტიის წარმომადგენლები ავსტრიას მართავდნენ 1282 წლიდან, რომელიც მოგვიანებით მრავალეროვნულ ავსტრიულ იმპერიად გარდაისახა (1918 წლამდე) და ევროპის ერთ-ერთი მძლავრი და წამყვანი სახელმწიფო იყო. საგვარეულო იკავებდა ასევე საღვთო რომის იპმერიის ტახტს 1438-დან 1806 წლამდე. (მცირე წყვეტით 1742-45 წწ).

დინასტიის დამაარსებლად ითვლება ვინმე ჰუნტრამი(930-990), რომლის ძალაუფლებაც ვრცელდებოდა ჩრდილოეთ შვეიცარიაში

cfacc580470c

ჰაბსბურგების გერბი

ჰაბსბურგების ევროპულ ასპარეზზე გამოჩენა დაკავშირებულია გრაფ ალბრეხტ IV -ის შვილ რუდოლფ IV -თან,. რუდოლფ IV გახდა კიბურგის ჰერცოგი, ხოლო 1273 წელს გერმანელმა თავადებმა ის აირჩიეს მეფედ, რუდოლფ IV გახდა რუდოლფ I. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო ბრძოლა ბოჰემიასთან (დღევანდელი პრაღა) სადაც მან დაამარცხა ოტოკარ II და ხელში ჩაიგდო ავსტრიის და შტირიის ტერიტორიები

1438-1806 წლებში მართავდნენ საღვთო რომის იმპერიის ტახტსაც

a6360567f1fd

ჰაბსბურგთა მონარქიის დროშა

ნაპოლეონის ომები

ნაპოლეონის წინააღმდეგ წარმართულ კამპანიაში, ჰაბსბურგები იყვნენ პრუსიის(ჰოენცოლერნები) და რუსეთის(რომანოვები) მოკავშირეები და
რამოდენიმეჯერ დაამარცხეს კიდეც საფრანგეთის ჯარები, თუმცა საბოლოოდ ჰაბსბურგები ომიდან გავიდნენ.
ამ დროს ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერატორი იყო ფრანც II

496904e83bc0

ფრანც II

1867 წლიდან ავსტრიის იმპერია ხდება ავსტრია-უნგრეთის იმპერია, თუმცა სათავეში ისევ ჰაბსბურგები არიან

f5dea8891bea

ავსტრია უნგრეთის დროშა

1914-1918 წლებში ჰაბსბურგები იბრძოდნენ პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მხარეს. საბოლოო ჯამში ბრიტანეთი-საფრანგეთი-იტალია-რუსეთი-აშშ ალიანსმა გაიმარჯვა და
ჰაბსბურგები ავსტრიიდან გააძევეს.

ავსტრიის მმართველები ჰაბსბურგების დინასტიიდან

რუდლოფ I (1276—1282)
ალბრეხტ I (1282—1308)
ფრიდრიხ I (1308—1330)
ალბრეხტ II (1330—1358)
რუდოლფ II (1358—1365)
ლეოპოლდ III (1365—1386)
ფრიდრიხ III (1440—1493)
მაქსიმილიან I (1486—1519) მაქსიმილიან I-ს აღმოაჩნდა გენში ნაკლი, ამის გამო მის შთამომავლებს ყბა წინ ჰქონდათ გამოწეული
კარლ V (1519—1556)
ფერდინანდ I (1556—1564)
მაქსიმილიან II (1564—1576)
რუდლოფ II (1576—1612)
მატიასი (1612—1619)
ფერდინანდ II (1619—1637)
ფერდინანდ III (1637—1657)
ლეოპოლდ I I (1658—1705)
იოზეფ I (1705—1711)
კარლ VI (1711—1740)

ავსტრიის იმპერატორები ჰაბსბურგ-ლოთარინგის დინასტიდან

ფრანც I (1745—1765)
იოსიფ II (1765—1790)
ლეოპოლდ II (1790—1792)
ფრანც II (I) (1792—1835) (საღვთო რომის იმპერატორი, 1806 წლიდან კი მხოლოდ ავსტრიის იმპერატორი)
ფერდინანდ I (ავსტრიელი) (1835—1848)
ფრანც იოზეფ I (ავსტრია-უნგრეთი) (1848—1916)
კარლ I ავსტრიელი, ასევე კარლ IV, უნგრეთის მეფე (1916—1918). იოანე პავლე მეორემ აკურთხა პაპად 2004 წელს

ტიტულები

გრაფი ჰაბსბურგი
ავსტრიის ჰერცოგი
შტირიის ჰერცოგი
კარინთიის ჰერცოგი
ტიროლის გრაფი
გერმანიის მეფე
ჩეხეთის მეფე
უნგრეთის მეფე
ბურგუნდიის ჰერცოგი
ჰოლანდიის გრაფი
ლუქსემბურგის გრაფი
ავსტრიის ერცჰერცოგი(იგივე პრინცი)
საღვთო რომის იმპერატორი
ესპანეთის მეფე
პორტუგალიის მეფე
ხორვატისა და სლოვენიის მეფე
მექსიკის იმპერატორი!
ნეაპოლის მეფე
სიცილიის მეფე


100000510965724.2063.1999385261

მსგავსი ამბები

Back to top button