გასართობიკრეატივისაკითხავი

ქალური სექსუალურობის 12 ეტალონი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან


ქალური სექსუალურობის 12 ეტალონი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

საფრანგეთი – ბუნებრივობა და ნატურალურობა

საფრანგეთში ხალხს განსაკუთრებული წარმოდგენები აქვთ ქალური სილამაზის შესახებ. ფრანგი კაცები ყველაზე მეტად აფასებენ ბუნებრივობას. ფრანგი ქალები არ ისმევენ ტონობით კოსმეტიკას, რომ ლამაზათ გამოიყურებოდნენ, რადგან ქალი ყველა ასაკში ლამაზია, თუკი ბუნებრივად გამოიყურება. საფრანგეთში ქალური სილამაზის ეტალონად აღიარებულია მოდელი მარინა ვაქტი. სურათზე მოდელს ყოველთვის აქვს მინიმალური ოდენობის კოსმეტიკა. მოდელის პორტფოლიოში ყველაზე მეტად არის “ნატურალის” სტილის სურათები.

ავსტრალია – სპორტული სხეული

ავსტრალია დიდი ქვეყანაა და შეხედულება ქალური სილამაზის სტანდარტებთან განსხვავებულია. ერთადერთი რაც ყველას აერთიანებს არის ათლეტური ფიგურა, რომ გქონდეს იდეალური ფორმები ბიკინიში. ავსტრალიაში დიდი ყურადღება ექცევა სპორტს, რადგან ქვეყანაში არის ბევრი კუნძული და პლაჟი. აზიისგან განსხვავებით, ავსტრალიაში ლამაზი, რომ იყო უნდა გქონდეს მიღებული რუჯი. მიშელ ჯენეკი არის ავსტრალიელი სპორტსმენი და ის ითვლება ქალური სილამაზის ეტალონად ავსტრალიაში.

პოლონეთი – პროპორციანოლურობა

პოლონეთში არაა აუცილებელი იყო მაღალი, რომ იყო ლამაზი, ძირითადად საჭიროა სხეულის პროპორციანოლურობა – საშუალო ზომის მკერდი და სახის სიმეტრიული ნაკვთები. პოლონელი მოდელი და ბალერინა იზაბელა მიკო სიმაღლეში არის 155სმ, მაგრამ ითვლება ყველაზე ლამაზ ქალად ქვეყანაში. დასავლეთ ევროპული სტანდარტების მიხედვით იზაბელაც ლამაზმანია და მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში.

შვედეთი – ჩრდილოეთის ტიპაჟი

შვედეთი ცნობილია თავისი თეთრი ცისფერთვალება ქერებით. ეს არის ჩრდილოელი ქალების სილამაზის ეტალონი, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ ის სტილიც, რომელიც აცვია ქალს. ეს უნდა იყოს ძვირადღირებული ექსკლუზიური მოდური ტანსაცმელი მუქ ფერებში და იგივეს ვიტყვი მაკიაჟის შესახებაც. უბრალოება – შვედი ქალების მთავარი პოსტულატი. მოდელი აგნეს ჰედენგარდი შეესაბამება ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. ერთადერთი რის გამოც მას აკრიტიკებენ არის სიმაღლე.

სამხრეთ კორეა – კანის ყველაზე ღია ტონი

დიდი მრგვალი თვალები, როგორც დასავლელ ქალებს და ფერმკრთალი კანი – ეს არის კორეელი ქალის სილამაზის ეტალონი. მისი გულისთვის ბევრი ქალი კორეაში მზადაა ჩაიტაროს პლასტიკური ოპერაცია ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში. ამის გარდა აზიურ ბაზარზე არის ბევრი პროდუქცია, რომლებიც ცვლიან ქალების გარეგნობას სავსებით. ლი სონ გიონი არის სამხრეთ კორეელი მსახიობი და კორეელების აზრით იდეალური ქალი. ის ამაყობს თავისი ფერმკრთალი კანით, V ფორმის მქონე ოვალური სახით, დიდი თვალები, რომლებცი მიიღო პლასტიკური ოპერაციის შედეგად.

ირანი – ცხვირი

მიუხედავად დრეს-კოდის მკაცრი კანონებისა, ირანელ ქალებს ჰყავთ სილამაზის თავიანთი ეტალონები. მათაც სურთ, რომ იყვნენ ლამაზები, ამიტომაც სახის ლამაზ ნაკვთებს აქვთ დიდი მნიშვნელობა. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ წარბებს და თვალებს სილამაზეს. სწორი ფორმის ცხვირი ირანში ითვლება სილამაზის ეტალონად. ლეილა ოტადი არის ირანელი სუპერმოდელი და მიიჩნევა სილამაზის ეტალონად, თავისი მომხიბლავი თვალების, კანის ფერის და სწორი ცხვირის გამო.

ამერიკა – ეტალონი გაურკვეველია

რთულია ისეთი ქალის პოვნა რომელიც შეესაბამება ამერიკელი კაცების გემოვნებას. აშშ არის უზარმაზარი ქვეყანა მრავალფეროვანი კულტურით და მრავალფეროვანი წარმოდგენებით ქალური სილამაზის შესახებ. ეს შეიძლება იყოს გამხდარი ან სრული გოგონა, დიდი ან პატარა მკერდი, გრძელი ან მოკლე თმები, ღია ფერის კანი ან მუქი ფერის კანი. ჯესიკა ალბა ყველას მოსწონს ამერიკაში, ამიტომაც გავჩერდეთ მასზე. ის არის გამხდარი, ათლეტური სხეული, საშუალო სიმაღლე, კარგი მკერდი, ბრინჯაოს ფერი კანი, ლამაზი თვალები, სახის სწორი ნაკვთები, გრძელი თმები, იცმევს გემოვნებით და იყენებს მცირე რაოდენობით კოსმეტიკას. ამის გარდა მის ვენებში ჩქებს ამერიკული, მექსიკური, ირლანდიური, დანიური და აღმოსავლეთ აზიური სისხლი.

ბრაზილია – სუპერმოდელების მიწა

ბრაზილიაში ცხოვრობენ მიმზიდველი გოგონები ათლეტური სხეულით, ღია თმებით და ლამაზი თვალებით. იმისათვის, რომ გიგონები იყვნენ ფორმაში ისინი ყოველდღე იკეთებენ მანიკურს, ანტიცელულიტურ მასაჟებს და ეპილაციას. ბრაზილიაში ყველა გოგო გამოიყურება, როგორც სურათები ჟურნალებიდან. რათ ღირს ბრაზილიელი სუპერმოდელების დანაყოფი Victoria’s Secret-ის ჩვენებებზე, რომელთა შორის არიან ადრიანა ლიმა, ალესსანდრა ამბროსიო, იზაბელ გულარტი. ანა ბეატრის ბაროსიც არის ვიქტორია სეკრეტის მოდელი და ითვლება ბრაზილიელი გოგონების მისაბაძ ქალად. მას აქვს სახის სწორი ნაკვთები, ლამაზი სხეული და ბრინჯაოსფერი რუჯი.

პაკისტანი – ფიფქიას გარეგნობა

პაკისტანში არის ბევრი ლამაზი ქალი და არიან ისეთებიც რომლებსაც სურთ გახდნენ ლამაზები. ლამაზმანის კანი უნდა იყოს ღია, გრძელი თმები და ცისფერი თვალები. მეხრინ საიედი არის პაკისტანელი ქალის სილამაზის ეტალონი. ის არის გამხდარი, აქვს გრძელი შავი თმები, ღია კანის ფერი, მწვანე თვალები.

ტაილანდი – არა ორიგინალური

ტაილანდშიც არის ღია ფერის კანის მოდა. ბევრი გოგონა ყიდულობს სპეციალურ ლოსიონებს კანის ფერის გასაღიავებლათ, ან მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას. საქმე იმაშია, რომ ღია კანის ფერი აჩვენებს საზოგადოებაში, რომ ასეთი კანის ფერის მქონე გოგონა არის ფინანსურად წარმატებული. ტაილანდელი გოგონა უნდა იყოს მინიატურული და ეს შეეხება მკერდსაც. დავიკა ჰორნე არის ტაილანდელი მოდელი. ის არის მინიატურული და ქალური. ამის გარდა მას აქვს ღია კანის ფერი.

დანია – ბარბი

კიდევ ერთი ჩრდილოეთ ევროპული ქვეყანა და კვლავ ქერები. დანიელებს ძალიან უყვართ ღია ფერის თმა, როგორც შვედებს. დანიაში როგორც საფრანგეთში უპირატესობას ანიჭებენ უბრალოებას. მოდელი, მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი სესი მარი ითვლება ქალური სილამაზის ეტალონად სიტვა სექსუალურობის სინონიმად.

სერბეთი – სპეციფიური სტანდარტები

ვინ წარმოიდგენდა, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა სილამაზის მიმართ არის სერბეთში. ეს უნდა იყოს გოგონა ზეთისხილის კანის ფერის მქონე გოგონა, ფუნჩულა ტუჩები, საშუალო ზომის ცხვირით, დიდი ცისფერი თვალებით, გამხდარი და სახის ლამაზი ნაკვთებით. მოდელი ანა მახაილოვიჩი ყველა ამ მოთხოვნას პასუხობს.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close