გართობაკულტურა

ცნობილი რეფორმატორები

a5be1b4d0945
ნელსონ მანდელა – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტდი 1995-1999 წლებში ასევე ანტიაპართეიდის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და აქტივისტი იგი წარმოადგენდა პარტია აფრიკის ნაციონალურ კონგრესს და იბრძოდა ფერადკანიანების უფლებების დასაცავად. შავკანიანმა რეფორმატორმა ციხეში 27 წელი გაატარა მაშინდელი მთავრობის წევრები მას კომუნიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ ციხეში გატარებულ დროს მანდელა აპარტეიდთან ბრძოლის მთავარ სიმბოლოდ იქცა როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ასევე მთელს მსოფლიოში. 1994 წლამდე ფერადკანიანების უფლებები იზღუდებოდა სწორედ დემოკრატიული და ანტიდისკრიმინაციული კანონების მიღების შემდეგ მოხდა ამ მისი დაძლევა რაშიც უმაღლესი წვრილი სწორედ მანდელას და მის თანამებრძოლებს მიუძღვით. ნელსონ მანდელას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სამხრეთ აფრიკას კიდევ 3 ფერადკანინანი პრეზიდენტი ყავდა და აქედან სამივე ფერადკანიანი იყო და პარტია ნაციონალურ კონგრესს წარმოადგენდა რომელიც პარლამენტში მრავალი წელია უმრავლესობას წარმოადგენს სწორედ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისევე როგორც ქვეყანაში თეთრკანიანებზე მეტად აფროამერიკელები ჭარბობენ მაგრამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აფრიკის კონტინეტზე სწორედ თეთრკანიანი მოსახლეობის სიმრავლითაა ცნობილი. ნელსონ მანდელას აღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო მათ შორისაა ნობელის პრემია რომელიც მას მშვიდობის დარგში 1993 წელს გადაეცა.
4717310a443d
მუსტაფა ქემალ ათათურქი – თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი უდიდესი რეფორმატორი და სახელმწიფო მოღვაწე იგი იყო წალიან წარმატებული სამხედრო მეთაური იგი ქვეყანას 1923-1938 წლებში მართავდა და აქტიურ რეფორმებს ატარებდა მისი ერთ-ერთ და ყველაზე უმნიშვნელოვანესი რეფორმა ევროპულ გზაზე გადასვლას უკავშირდება იგი აქტიურ პროპაგანდას უწევდა ლათინურ ანბანს და შემოიღო კიდეც ის ასევე პოპულარიზაციას უწევდა ევროპულ ტანსაცმელს და დასავლური ქვეყნების ცხოვრების წესის შემოღებას 1934 წელს სახელმწიფო დამსახურებისთვის მას ათათურქი უწოდეს რაც თურქების მამას ნიშნავს. მუსტაფა ქემალ ათათურქის მთავრობაში ყოფნის დროს მნიშვნელოვნად შეიცვალა თურქეთის კონსტიტუცია და კანონები ქვეყანა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ეკონომიკურად განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოდ და ამ წარმატებულ გზას თურქეთი დღესაც ძალიან წარმატებულად აგრძლებს. მისი იდეოლოგიის შესაბამისად ჩამოყალიბდა ქემალიზმი რომელიც რამოდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება ესენია რესპუბლიკანიზმი, ნაციონალიზმი, სახალხოობა, სეკულარიზმი, ეტატიზმი და რეფორმიზმი ამ დრომდე ქემალიზმი თურქეთის მმართვის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიაა რომელსაც აქტიურად იყენებს თურქეთის მთავრობა. ათათურქის გატარებული რეფორმების გამო იგი დღესაც პატივსაცემი და დაფასებული პიროვნული იდეალია თურქ ხალხში.
e9cb5e2b8a46
მარგარეტ ტეტჩერი – დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი და ყველაზე ხანგრძლივი დროით არჩეული პრემიერმინისტრი 20-ე საუკუნეში მისი თანამდებობაზე ყოფნის დრო 1979-1990 წლებია.  საბჭოთა ჟურნალისტიკა ტეტჩერს ეძახდა რკინის ლედის ეს მეტსახელია რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. მან დანერგა პოლიტიკა რომელიც ცნობილი გახდა როგორც ტეტჩერიზმი ამ განხრისთვის დამახასიათებელია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ასევე მონეტარისტული ეკონომიკური პოლიტიკა და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების პრივატიზაცია ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ ნაციონალიზმია. მარგარეტ ტეტჩერი მისი უდრეკი ხასიათის და მაღალი პოლიტიკური მიღწევების გამო მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ ქალად მიიჩნევა.
dadd9edcd1b6
მაჰათამა განდი – ადამიანი რომელმაც დიდი წვრილი შეიტანა ინდოეთის დამოუკიდებლობაში და 1948 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა როგორც ერის სულიერმა წინამძღოლმა. მაჰათამა განდი როგორც ინდოელებს ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებდა საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლაში რათა მათ სახელმწიფოებს თავი დაეღწიათ ბრიტანეთის მმართველობის რეჟიმისგან იგი აქტიურად მოუწოდებდა ბრიტანეთის მთავრობას უარი ერთქვათ მათ მფლობელობაში მყოფ ქვეყნებზე და აღედგინათ მათი სუვერენიტეტი. განდის ბრძოლის შედეგად 1947 წელს ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და ქვეყანა გამოყო პაკისტანისგან სწორედ ამიტომ პაკისტანელებს და ინდოელებს შორის დღესაც მძიმე სამხედრო კონფლიქტია რომლის დარეგულირებაც ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა რომ განდის სურდა ინდოეთის დამოუკიდებლობა მას არ სურდა პაკისტანის და ინდოეთის ერთმანეთისგან განცალკევება. მაჰათამა განდი ინდოელებისთვის ძალიან პატივსაცემ პიროვნებად იქცა და იგი მთელ მსოფლიოში თავისუფლების სიმბოლოდ არის აღიარებული იგი 1948 წელს ინდუისტმა ექსტრემისტმა შეიწირა რომელიც შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
9aee0601d7c9
მარტინ ლუთერ კინი – ამერიკელი ორატორი და რასიზმის საწინააღმდეგო კამპანიის ლიდერი მისი გამოსვლები თანასწორობის მიღწევას ძალადობის გარეშე გულისხმობს იგი ენერგიას მატებდა აფროამერიკელებს რომელთაც ამერიკაში დაბალი უფლებები ჰქონდათ მან ფერადკანიან ხალხს თავისუფლება მოუტანა სწორედ ამიტომ დაჯილდოვებულია ნობელის პრემიით რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ შეტანილი წვრილისთვის და დამსახურებისთვის. მარტინ ლიუთერ კინგი მოღვაწეობის პერიოდში აწყობდა მარშებს მის ფერადკანიან მხარდამჭერებთან ერთად და ამერიკის მთავრობას აფროამერიკელთა უფლებების გაზრდისაკენ მოუწოდებდა მისი შრომა ამაო არ აღმოჩნდა და სწორედ ამ მოძრაობის შედეგად ამერიკელმა კონგრესმენებმა მიიღეს აქტი უფლებების შესახებ.
ccd91b3eb963
ჯორჯ ვაშინგტონი – ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი და ერთადერთი პრეზიდენტი რომელსაც არ უცხოვრია თეთრ სახლში რადგან მისი პრეზიდენტობის პერიოდში დედაქალაქი იყო ფილადელფია ცნობილია ის ფაქტი რომ ჯორჯ ვაშინგტონი იყო მასონთა ლოჟის წევრი. ჯორჯის პრეზიდენტობის პერიოდში დაარსდა ძირითადი ინსტიტუტები და სტრუქტურები რომლებიც დღემდე მოქმედებენ იგი გამოსახულია ამერიკულ ერთ დოლარიანზე. დღესდღეისობით ამერიკა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა მეტწილად ეს სწორედ ჯორჯ ვაშინგტონის რეფორმებს უკავშირდება იგი დროის გარკვეულ პერიოდში მეთაურობდა ბრიტანელების წინააღმდეგ და ამ ბრძოლების დროს დანიშნული იყო  კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button