უცნაურად ჟღერს პოსტის სათაური არა?! ეს მინიატურული სახლი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ თოჯინების სახლად ითვლება. იგი 8,5 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.
ეს სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი გახლავთ ელაინ დიელი. მან 1980 წელს დაიწყო ამ პატარა სახლის მშენებლობა და აშენებდა მას 13 წლის განმავლობაში. თოჯინების სახლი 29 ოთახისაგან შედგება და შეიცავს 10 000 მინიატურულ ნივთს როგორიცაა: ავეჯი, ტექნიკის მაკეტები, სუვენირები და ა.შ. ნივთების დიდი ნაწილი დამზადებულია ვერცხლის, ოქროსა და ბროლისგან.
გთავაზობთ ფოტოკრებულს