TECH & მეცნიერებაგართობა

როგორ ათენებენ ღამეს ალპინისტები

1694418e02c6
ალპინისტებში, როგორც ჩანს, სრულიად დაკარგულია შიშის გრძნობა! და, რომელ შიშზეა ლაპარაკი? არის ეს ფიზიკური შიში, შიში ფიზიკური ტკივილის? თუ, ესაა ფსიქოლოგიური შიში საფრთხის, გაურკვევლობის, ხელახალი ტკივილის? სრული უსაფრთხოების არ ქონის? რა არის ეს, რისიც უნდათ ეშინოდეთ მთამსვლელებს?
ისინი საჭიროებენ სპეციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ძირიტადად კი, მაღალი რისკის ქვეშ არიან ის მთამსვლელები, რომლებიც იპყრობენ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს. აქ განსაკუთრებით რთულ კლიმატურ პირობებთან ერთად დამატებით წინაღობას წარმოადგენს გაიშვიათებული ჰაერი და ჟანგბადის ნაკლებობა.
ალპინისტები აწყობენ ღამის გასათევს წარმოუდგენელ სიმაღლეზე და ამავე დროს დაკავებულნი არიან ჩვეული საქმეებით !

744a60f7946a
1) მთა მერუ (Mount Meru), ჰიმალაი, ინდოეთი.
ნახეთ ვიდეო რგოლი:

მთა მერუ-ს დაპყრობაზე გადაღებულია ფილმი: სამი პროფრსიონალ ალპინისტს სურს მთა მერუ-ს დაპყრობა, რომელიც მდებარეობს ჰიმალაის მთათა სისტემაში…სადაც ერთი ალპინისტი ფატალურად იღუპება
8786d2c857ee
2) მარშრუტი “Dawn Wall”- მთა El Capitan-ზე, ეროვნული პარკი (Yosemite Park). ამერიკის შეერთებული შტატები-კალიფორნია.
ორი მთამსვლელი ატარებს 10 დღეს იოსემიტის კლიფზე, სადაც მოწყობილი აქვთ ღამის გასათენი ტენტი 3,000 ft ფუტ სიმაღლეზე. (ფუტი- სიგრძის არამეტრული საზომი ერთეულია, რომელიც უდრის 30.48 სმ).
ნახეთ ვიდეო:

დასვენების დრო: ორშაბათს წყვილმა აიღო დასვენების დღე. ერთ-ერთ ალპინისტს, კევინ ჯორგესონს (Kevin Jorgeson) სჭირდებოდა რამოდენიმე დღე, რომ მოეშუშებინა ნატკენი ხელები და მზად ყოფილიყო მარშრუტის გასაგრძელებლად იოსემიტის კლიფზე.

854a351a5aa4
3) Zion-ის ეროვნული პარკი, იუტას შტატი – ამერიკის შეერთებული შტატები
ნახეთ ვიდეო რგოლი:

ეროვნული პარკი ზაიონი ამერიკულ შტატ იუტაში მდებარეობს და ცნობილია ულამაზესი ბუნებით. ძირითად ღირშესანიშნაობას კი წარმოადგენს კანიონი ზაიონი, რომლის სიგრძე 24 კმ-ია, ხოლო პარკში არის ცხრა მწვერვალი და ერთ-ერთ ამ მწვერვალზე ალპინისტებს მოწყობილი აქვთღამის გასათენი.
6eecab3ad9e0
f569c09f1bbd
4) ზღვის კლიფები „ჰოგარტი“ (Hogarth), უელსი, გაერთიანებული სამეფო.
კლიფები, ეს არის ზღვის ტალღების მოქმედებით წარმოქმნილი აბრაზიული ფლატე, რომელიც გამოიხატება ზღვისა და ტბის სანაპიროებზე. ზოგადად, კლიფი, ზღვის სანაპიროდან კლდეებივით არის ამართული და სიმაღლეში ხშირად ასეულ მეტრს აღემატება, ხოლო ამ სურათზე, ჩვენ ვხედავთ „ჰოგარტის“ კლიფს, რომლის მკვეთრი კლდეები ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზე იმყოფება.
ნახეთ ვიდეო რგოლი:

ამ პოსტში მოცემული ზღვის კლიფი „ჰოგარტი“ მდებარეობს უელსში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში.
19d2d50f889b
5) აპალაჩის მთები – „Appalachian Mountains“, ჩრდილოეთ კაროლინა, შეერთებული შტატები
აპალაჩები, ეს არის მთათა სისტემა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთით, ხოლო ჩრდილოეთ კაროლინის და ტენესის საზღვარზე მდებარეობს დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი, რომელიც შეიქმნა აპალაჩის მთების ცენტრალურ ნაწილში, 1934 წელს. 1983 წელს კი, დიდი კვამლიანი მთები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.
ეროვნული პარკი მდებარეობს ზღვის დონიდან 277 – 2 025 მეტრ სიმაღლეზე, აქ არის ოცდაცხრამეტი მწვერვალი, რომლის სიმაღლე 1 500 მეტრს აღემატება.

d5f4afb8f88d
6) შამონი, საფრანგეთი -Chamonix (France)
შამონი საფრანგეთში არის საკურორტო ქალაქი მონბლანის მთის ძირში, სადაც პირველად XI ს-ში დასახლდნენ ბერები. ამჟამინდელი შამონი კი, მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია, ალპინიზმისა და სამთო -სათხილამურო სპორტის ცენტრია. ცენტრალურ მოედანზე დგას ალპების პირველი მკვლევარების სოსუარისა და ბალმას ძეგლები. სოსუარი ალპინიზმის ფუძემდებლად ითვლება, ხოლო ბალმა მთაში გამყოლი იყო და პაკარდთან ერთად პირველი ავიდა მონბლანზე.
1b1886ee730b
7) კარავი ზღვის დონიდან 128 მეტრ სიმაღლეზე, იუტას შტატის მთებში. (Utah, აშშ-ს შტატი)
187b2764a543
8) ბაფინის მიწა, კანადა- (Baffin Island, Canada)
ბაფინის მიწა არის კანადის ტერიტორიის ნუნავუტის უდიდესი კუნძული, რომელიც მდებარეობს კანადის არქტიკულ არქიპელაგში. კუნძულს ფართობის მხრივ კანადაში პირველი, ხოლო მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია, ხოლო კუნძულს სახელი უწოდეს ინგლისელი მკვლევარის უილიამ ბაფინის პატივსაცემად.

d79d9e03a79d

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button