გასართობისაკითხავისამხედრო

სხვადასხვა ქვეყნების 20 ყველაზე მძლავრი არმია


ჯერ კიდევ ადამიანური ცივილიზაციის განთიადისას ადამიანები ქმნიდნენ სამხედრო ფორმირებებს თავიანთი საზღვრების დასაცავად. მაშინ ომებს იგებდნენ მხედართმთავრების გამჭრიახობისა და რაოდენობის ხარჯზე. დღეს სამხედროები დიდ ყურადღებას აქცევენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც ისეთ პატარა ქვეყნის არმიას როგორციაა ისრაელი აქცევს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესს. წარმოგიდგენთ მსოფლიოს 20 ყველაზე ძლიერ არმიას.

ირანი

ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალები ითვლის 545 ათას ადამიანს. უპირობოა, რომ ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და დომინირებადი ძალა.

ტაივანი

ტაივანის დამოუკიდებლობას ყოველთვის საფრთხე ემუქრება ჩინეთის გიგანტური არმიის მხრიდან, რომელსაც დღემდე სურს თავისი მეზობელი კუნძულის ოკუპაცია. ტაივანმა დიდი ყურადღება დაუთმო თავის სამხედრო განვითარებას და თავდაცვის შექმნას. სწორედ ამიტომ ამ პატარა კუნძულს აქვს 307 ვერტმფრენი, 2005 ტანკი და 815 თვითმფრინავი, რაც ამ პატარა ქვეყნის ზომებისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.

პოლონეთი

უკრაინაში არსებული დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთის მთავრობამ ამ ბოლო დროს გადაწყვიტა დაეხარჯა დიდი რაოდენობით თანხები სამხედრო მრეწველობაზე. სულ რაღაც რამდენიმე წელში პოლონური არმიის დონე ძლიერ გაიზარდა.

ვიეტნამი

ვიეტნამის სახალხო არმია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და წმინდა ცნებათ ადგილობრივ კულტურაში. განსაკუთრებით ეს ცნება გაღრმავდა მას შემდეგ, რაც მამაცი სახალხო არმია XX საუკუნეში ებრძოდა ისეთ ზესახელმწიფოებს როგორებიცაა აშშ და საფრანგეთი. ვიეტნამის არმია არის ამ ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი და ითვლება აზიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერათ.

ისრაელი

მიუხედავად მცირე ზომებისა როგორც ტერიტორიის, მოსახლეობის და ასევე მოკლე ისტორიის მხრივ, ისრაელი დიდი სიამაყით ამტკიცებს, რომ მისი თავდაცვის ძალები არის მსოფლიოში ყველაზე აქტიური ბოლო 50 წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ რეგიონში მუდმივად დაძაბულობაა ისრაელმა შექმნა წარმოუდგენლათ ძლიერი და მოდერნიზებული არმია.

ბრაზილია

ბრაზილიას აშშ-ს შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ჰყავს ყველაზე მსხვილი სამხედრო ძალები. ბრაზილიის შეიარაღებაში დღეს შედის 486 ტანკი, 735 თვითმფრინავი და 110 ხომალდი, ხოლო მის სამხედრო ძალებში კი მსახურობს 330 000 სამხედრო მოსამსახურე და ოფიცერი. მართალია სამხრეთ ამერიკა არის მშვიდობიანი კონტინენტი, მაგრამ ბრაზილია ესაზღვრება 10 ქვეყანას და შესაბამისად მას სჭირდება დიდი რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე.

ინდონეზია

ინდონეზიის არმია ჩამოყალიბდა ეროვნული ინდონეზიური რევოლუციის დროს, როდესაც ის დაკავებული იყო პარტიზანული ომით. დღეს დაახლოებით ნახევარ მილიონიანი სამხედრო მოსამსახურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შედეგად, ის არის აზიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არმია.

პაკისტანი

პაკისტანის სამხედრო ძალები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ არმიათ მსოფლიოში, რადგან ქვეყანა მუდმივად ახდენს თავისი სამხედრო ტექნოლოგიების დახვეწას. ამის გარდა პაკისტანის სამხედრო ძალებს შეაქვთ დიდი წვლილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასახმარებლად, რომ მსოფლიოში დამყარდეს მშვიდობა. პაკისტანიის არმიის 10 000 მოსამსახურე მუდმივად იმყოფება ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

ეგვიპტე

ეგვიპტის შეიარაღებული ძალები ყველაზე მსხვილია არამხოლოდ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, არამედ ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, მისი აქტიური შტატი შეადგენს 470 ათას ადამიანს. ამის გარდა ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი არმია, რადგან ის შეიქმნა ძვ.წ. 3200 წელს.

სამხრეთ კორეა

იმ ფაქტმა, რომ ეს ქვეყანა ესაზღვრება სახიფათო და არაპროგნოზირებად მეზობელს, სამხრეთ კორეა იძულებული გახდა, რომ დაეხარჯა დიდი რაოდენობის თანხა სამხედრო ტექნიკაზე და იარაღზე, რაც მის არმიას მსოფლიოში ხდის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრს და მოდერნიზებულს. დღეს-დღეისობით სამხრეთ კორეის შეიარაღებაში შედის 2381 ტანკი, 1451 თვითმფრინავი და 625 ათასი არმია.

იტალია

იტალიის შეიარაღებული ძალები შედგება რეგულარული არმიისგან, სამხედრო-საზღავო ფლოტისგან, საჰაერო ძალებისგან და კარაბინერებისგან(სამხედრო პოლიცია). 2014 წლის ბოლოს იტალიის სამხედრო შეირაღება ითვლიდა 320 ათას სამხედრო მოსამსახურეს, რაც სიდიდით ევროკავშირში არის მესამე ხოლო ნატო-ში კი მეხუთე.

გერმანია

გერმანული სამხედრო შეიარაღებაში დღეს გატარებული რეფორმები არის ბუნდესვერის რადიკალური გადახედვა ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში. საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემა და გლობალურმა თანამშრომლობამ გამოიწვიეს ის, რომ დღეს საჭიროა ზომით მცირე, მაგრამ უფრო მოქნილი სამხედრო სტრუქტურება, რომელსაც ექნება ისეთი მძლავრი თავდაცვითი ფუქნცია, როგორც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

თურქეთი

თურქული სამხედრო ძალები ნატო-ში არის მეორე ყველაზე დიდი არმია. თურქული არმიის სავარაუდო შემადგენლობა შეადგენს 495 000 კაცს.

იაპონია

იაპონიის თავდაცვის ძალები შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის სამხედრო ძალები ბოლო 50 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო, მაგრამ ბოლო დროს ამ რაიონში დაძაბულობა ძლიერ მატულობს(ძირითადად ჩრდილოეთ კორეის გამო). ამან იაპონია აიძულა არმიის სასწრაფო მოდერნიზება.

დიდი ბრიტანეთი

მიუხედავად მცირე ზომებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთის მთავრობა აპირებს თავისი სამხედრო ძალების 10%-ით შემცირებას 2018 წლამდე, მაგრამ ერთ დროს დომინირებად გაერთიანებულ სამეფოს ძველებურად ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია.

საფრანგეთი

საფრანგეთი შეიძლება აღარ არის ისეთი ძლიერი სამხედრო ზესახელმწიფო, რომელიც ის ოდესღაც იყო, მაგრამ მისი არმია დღესაც შედის მსოფლიოში ყველაზე მძლავრ სახელმწიფოთა ათეულში. საფრანგეთის ბოლო დროის ძირითადი სამხედრო მოქმედებები არის ტერორიზმთან ბრძოლა მალიში, ავღანეთში, ლიბიაში და ბრძოლა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ინდოეთი

ინდოეთის არმიაში მსახურობს 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი, სწორედ ამის გამო ინდოეთის არმია მსოფლიოში არის სიდიდით მესამე, სიმძლავრით კი მეოთხე.

ჩინეთი

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია არის რაოდენობით პირველი სამხედრო ძალა. ჩინეთის სამხედრო ძალებში მსახურობს 2,3 მილიონი ადამიანი, სიმძლავრით კი ჩინეთს უსწრებს მხოლოდ ორი ქვეყანა.

რუსეთი

უზარმაზარმა სამხედრო დანახარჯებმა და არმის გლობალურმა მოდერნიზებამ, რომელსაც ატარებს პუტინი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის არმია აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ არმიათ.

შეერთებული შტატები

მიუხედავად ამერიკული ჯარების გამოყვანისა ავღანეთიდან და ერაყიდან, შეერთებული შტატების სამხედრო ძალები კვლავაც არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი თავისი უზარმაზარი თავდაცვითი ბიუჯეტის გამო.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close