საკითხავისასარგებლოუცნაური

მარილი, რასაც ამ უბრალო პროდუქტზე შეიტყობთ, ძალიან გაგაკვირვებთ

Image and video hosting by TinyPic

  • მარილი საჭმელი არ გახლავთ! კულინარიაში მისი გამოყენების გასამართლებლად არ არსებობს მეტი საბუთი, გარდა კალიუმის ქლორიდის, კალციუმის ქლორიდის, ბარიუმის, ან აფთიაქის თაროდან აღებული სხვა რომელიმე რეაქტივისა;

  • მარილი არ მოინელება, არ ხდება მისი შეთვისება ორგანიზმის მიერ, არ აქვს არავითარი ნოყიერება. მარილი არ შეიცავს ვიტამინებს, ორგანულ და რაიმე მასაზრდოებელ ნივთიერებებს, პირიქით, იგი მავნებელია და შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოუტანოს თირკმელებს, ნაღვლის ბუშტსა და შარდის ბუშტს, გულს, არტერიებს და სხვა სისხლძარღვებს. მარილს შეუძლია გამოაშროს ქსოვილი და კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენოს.
  • მარილი შხამია გულისთვის, ამავე დროს იგი ზრდის ნერვული სისტემის აგზნებადობას.
  • მარილი ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამორეცხვას და ზემოქმედებს ლორწოვან გარსზე, რომლითაც კუჭ-ნაწლავია დაფარული.

 

თუკი მარილი საზიანოა ორგანიზმისთვის, რატომ გამოიყენება ასე ფართოდ? უმეტესწილად იმიტომ, რომ საჭმლის დამარილება ჩვევად იქცა ათასწლეულების განმავლობაში. უნდა ითქვას, რომ ეს ჩვევა სრულ გაუგებრობაზეა დაფუძნებული. ცრუ საფუძველია, რომ მარილი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ორგანიზმისთვის. ცნობილია, რომ ბევრგან (მაგალითად, ესკიმოსები) საერთოდ არ იყენებენ მარილს, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს. როცა ადამიანი თავს ანებებს მარილის ჭამას და შემდეგ გაუსინჯავს მას გემოს, ისეთი განცდა აქვს, როგორც სიგარეტის გამსინჯველს. ცხოველთა ზოგიერთი სახეობისთვის, განსაკუთრებით, შინაური ფრინველისათვის, მარილი პირდაპირ მომაკვდინებელია. ცნობილია ისიც, რომ ღორი მარილის დიდი დოზისაგან იღუპება.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close