გართობაუცნაური

სასახლე კალბერცონი

2a81fad39a36
სასახლე კალბერცონი მდებარეობს შტატ ინდიანაში. ეს არის დაწყევლილი ადგილი საშინელი ისტორიით. 1888 წლის შემოდგომის ერთ ღამეს სასახლეს დაარტყა ელვამ და გაჩნდა ხანძარი, ხანძარმა გაანადგურა სასახლის მთელი ინტერიერი და ყველა ვინც სასახლეში ცხოვრობდა დაიღუპა. მრავალი წლების განმავლობაში სასახლეში ცხოვრება არავის სურდა, რადგან ყველა თვლიდა, რომ ეს სასახლე არის დაწყევლილი და მასში ჯერაც კიდევ ცხოვრობენ ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების სულები.

დაწყევლილი შენობა მიტოვებული იყო 1933 წლამდე, სანამ ის არ იყიდა ექიმმა ჰაროლდ ვებმა. ექიმი გადავიდა იქ საცხოვრებლათ თავის ოჯახთან ერთად და ღებულობდა დიდი რაოდენობით პაციენტებს სახლში.

დროთა განმავლობაში ექიმის შვილებმა დაიწყეს ისტორიების მოყოლა ბნელ კაცზე, რომელიც მოდის მათ ოთახში კედლებიდან. შენობის ქვემოდან ისმოდა საშინელი ხმაური. ყვირილი და საშინელი სუნი ამოდიოდა იატაკიდან. ექიმმა ვებმა და მისმა ცოლმა ყურადღება არ მიაქციეს ბავშვების ნაამბობს და ჩათვალეს ბავშვურ ზღაპრებათ, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ყვირილის და სუნის იგნორირება. ექიმმა ვებმა გადაწყვიტა სარდაფში ჩასვლა და მისი გამოკვლევა, ხოლო ოჯახის წევრები მას ზემოთ ელოდებოდნენ. როდესაც ის დაბრუნდა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ვერაფერი იპოვა განსაკუთრებული, მაგრამ ბავშვები მაინც აგრძელებდნენ საუბარს თავიანთ სტუმარზე.

დროთა განმავლობაში ექიმ ვების პაციენტებმა გაქრობა დაიწყეს და ექიმი გახდა უფრო ბოროტი. ბოლოს და ბოლოს მის ბიზნესს სერიოზული ზიანი მიადგა, რადგან პაციენტები უარს ამბობდნენ მასთან მისვლაზე.

1934 ერთ-ერთი პაციენტი მივიდა დანიშნულ დროს და აღმოაჩინა, რომ კარი დაკეტილია. მან პოლიცია გამოიძახა. პოლიციელებმა გატეხეს კარი და მათ დაინახეს საშინელი სურათი. ვების მთელი ოჯახი იქნა მოკლული სასტიკად. სახლის დათვალიერებამ უფრო დიდი საიდუმლოება გაამჟღავნა. სახლის სარდაფში იყო ბევრი საიდუმლო ოთახი და გვირაბი, რომლებშიც ექიმმა დაამწყვდია თავისი პაციენტები და მათზე ატარებდა საშინელ ექსპერიმენტებს.

ჩატარებული გამოძიების შემდეგ სახლი ჩაიკეტა და იყო მიტოვებული. 1987 წელს სასახლე გაიხსნა როგორც საშიში ატრაქციონი. ხალხი მას ნახულობს ტურების ჩარჩოებში. დღესაც კი ის პერსონალი, რომელიც ემსახურება სასახლეს ყვება უნაურ მოვლენებზე, ხოლო ზოგიერთი თანამშრომელი საერთოდ უარს ამბობს აქ მუშაობაზე.

მსგავსი ამბები

Back to top button