გასართობისაკითხავისასარგებლოსურათები

პოსტი მათთვის ვინც აპირებს პარიზის მონახულებას

თუ თქვენ გადაწყვიტეთ პარიზის მონახულება აუცუილებლად უნდა ნახოთ ჩემი პოსტი. პირველ რიგში რაც შეეხება ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობას. ისინი გთავაზობენ უკვე მზა პაკეტს, მაგრამ საკმაოდ მაღალ ფასად. თუ თქვენ მიზანდასახული, ყოჩაღი ადამიანი ხართ, თვაისუფლად საუბრობთ ინგლისურად ან ფრანგულად თავად შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა, უფრო შეღავათიან ფასად.

ეხლა კი გთავაზობთ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ იქ ჩასვლისას.

თქვენ აუცილებლად უნდა ეწვიოთ მულენ რუჟს, თუ გსურთ იმოგზაუროთ უძველეს საფრანგეთში.

შემდეგი ადგილი არის ნოტერ-დამი. ნოტერ-დამი ყველაზე ლამაზი ეკლესიაა მთელს საფრანგეთში.

მისი უდიდებულესობა ტრიუმფალური თაღი :D ეიფელის კოშკი რომ არა, სწორედ ტრიუმფალური თაღი იქნებოდა პარიზის სავიზიტო ბარათი.

ის აშენდა 1836 წელს და გახლდათ ყველაზე მნიშვნელოვანი მონუმენტი საფრანგეთში.

ალექსანდრე მესამეს ხიდი _ თქვენ აუცილებლად უნდა გაისეირნოთ მდინარეზე ნავით. გასეირნებისას თვქენ იხილავთ საფრანგეთის მთელ სილამაზეს, მათ შორის ალექსანდრე მესამის ხიდს.

ეიფელის კოშკის ხსენება ვფიქრობ არც არის საჭირო, მაგრამ ცოტაოდენი ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ. სანამ პარიზში აღმართავდნენ ეიფელის კოშკს მის ადგილას უნდა აშენებულიყო უზარმაზარი გილიოტინა. ის შეახსენებდა ხალხს საფრანგეთის რევოლუციის შესახებ. დიდი ხნის განხილვის შემდგომ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს უსასტიკესი სიკვდილის მანქანა არ შეიძლება მდგარიყო ქალაქის ცენტრში. შემდეგ კი ტენდერი გუსტავ ეიფელის პროექტმა მოიგო.

ეს გახლავთ ორსეის მუზეუმი. მისი შენობა ადრე გახლდათ მატარებლის სადგური. აქ გამოფენილია უამრავი ხელოვნების ნიმუში, გირჩევთ რომ იხილოთ.

ლუქსემბურგის ბაღი პარიზში _ ეს მშვენიერი ბაღი გაშენდა ჯერ კიდევ 1612 წელს ჰენრი მეოთხის ქვრივის მარია მედიჩის მიერ. ამ ბაღში ასობით სახეობის ყვავილებია წარმოდგენილი. აქ ასევე არის ასამდე სტატუეტკა ადამაინებისა საფრანგეთის ისტორიიდან. ეწვიეთ აუცილებლად.

ლუვრი _ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუზეუმი. როდესაც ლუვრს მოინახულებთ ნუ მიაშტერდებით მხოლოდ მონა ლიზას. აქ უამრავი შედევრია გამოფენილი.

აუგუსტ როდინის მუზეუმსაც ნუ გამოტოვებთ. ის მსოფლიოში ცნობილი სკულპტორია და ნამდვილად ღირს მისი შედევრების ნახვა.

წმინდა სულპისეს ეკლესია

ბაგატელის პარკი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბოტანიკური ბაღი მთელ საფრანგეთში. გოგონებო აქ ბრწყინვალე ფოტოსესია შეგიძლიათ მოაწყოთ. შეყვარებული წყვილები კი ამაზე რომანტუილ და სასიამოვნო ადგილს ვერ ნახავთ.

 

ასევე მინდა გირჩიოთ ადგილები სადაც შეგიძლიათ იშოპინგოთ. შეიძინოთ ცნობილი ბრენდების სამოსი ძალიან იაფად ეს ადგილებია

1.Le Mouton à Cinq Pattes

მისამართი 8, 18 rue St Placide 6e

სამუშაო საათები ორშაბათი/პარასკევი 10:00 – 19:00

 

2.La Vallée Village

მისამართი 3 cours de la Garonne Serris 77700

სამუშაო საათები ორშაბათი/კვირა 10:00 – 19:00

იმისათვის რომ მიიღოთ დაწვრილებით ინფორმაცია თუ სად ივახშმოთ ისადილოთ და ა.შ ეწვიეთ ვებ გვერდს Tripadvisor.com

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close