არქივი

მაღალ ტექნოლოგიური ბოთლი, რომელიც იცავს ღვინოს დაძმარებისგან

უნიკალური ბოთლი, რომელსაც Wi-Fi -სთან აქვს კავშირი.

ბევრ ჩვენგანს უყვარს ღვინის დალევა, მაგრამ რა ვუყოთ გახსნილ ბოთლს ერთი ორი ბაკალის შემდეგ? ხომ შესაძლებელია არასწორი შენახვისას ჩვენი საყვარელი ღვინო დაძმარდეს? და ეს ასეც ხდება გახსნილი ღვინის ბოთლში, ღვინო რეაქციაში შედის ჰაერთან და ფუჭდება…

სწორედ ამ პრობლემის გადასალახად  შექმნა კომპანია Kuvée – მ ახალი მაღალ ტექნოლოგიური ბოთლი, რომელიც შეუნახავს ღვინოს თავის არომატს 30 ან მეტი დღის განმავლობაში, თითქოსდა ახლახანს გაგეხსნათ.

Kuvée - ს, მაღალ ტექნოლოგიური ბოთლი, რომელიც იცავს ღვინოს დაზმარებისგან 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე.

მაგრამ რატომ ძმარდება ღვინო გახსნილ ბოთლში? რათქმაუნდა ეს ყველაფერი ჟანგბადის გამო ხდება. უმალვე, როდესაც ბოთლიდან საცობს ამოვიღებთ, ბოთლში არსებულ გაზს ცვლის ჟანგბადით შემცველი ჰაერი. ღვინო ჟანგბადს რამდენიმე დღეში შეიწოვს. ჟანგბადი კი, ფენოლურ, იმ ქიმიურ ნაერთებთან რეაგირებს რომლებიც პასუხს აგებენ ღვინოს გემოსა და არომატზე. ეს რეაქცია ცნობილია როგორც – ჟანგვის რეაქცია – ცვლის ღვინის გემოს, სუნსა და არომატს.

უნიკალური ბოთლი, რომელსაც Wi-Fi -სთან აქვს კავშირი.

Kuvée  -მ (გამოითქმის „ქუ-ვეი“) შექმნა ბოთლი რომელიც ინახავს ღვინოს ასეთი დიდი ხნის განმავლობაში, იმის ხარჯზე რომ იცავს მას და არ უშვებს ბოთლში ჰაერს.

ეს ბოთლი შედგება ორი-ნაწილიანი სისტემისგან: პირველი დახურული კაფსულა, რომელიც პასუხისმგებელია ღვინოს დაცვაზე და ღია კაფსულა საიდანაც ხდება ღვინოს დასხმა.

კომპანიის მთავარი იჟინერი, ედ თექაინი ამბოს რომ, კაფსულის ბოთლში მოთავსებისას ისეთი შეგრძნება, თითქოს ნორმალური ღვინის ბოთლი გვიჭირავს ხელში, რაც დიზაინის მთავარი მიზანი იყო.

ამ ბოთლის საიდუმლოს იმაშია რომ ორივე კაფსულა ერთმანეთს ავტომატურად ეცვლება საჭიროებისამებრ. ასევე ისინი იყენებენ ტექოლოგიას რომელიც სითხეს მხოლოდ აძლევს საშუალებას იმოძრაოს ერთი მიმართულებით, და ზღუდავს შიგნით შემავალთ.

„ქუ-ვის ბოთლი არასდროსაა გახსნილი“ ამიტომ ბოთლში ჟანგბადი მხოლოდ 0.1 გრამი აღწევს. ამბობს თექაინი.

დამატებითი მაგრამ ძალზედ საინტერესო ფუნქია: როდესაც „ჭკვიანი ბოთლი“ უკავშირდება Wi-Fi -ს, შეგიძლიათ გამოხატოთ ქვენი შთაბეჭდილება საყვარელ სასმელზე, შეუკვეთოთ სხვა სახის ღვინოები და ხვა ბევრი რამ…

ამ საოცარი ბოთლის შეკვეთა შეიძლება 2016 წლის ოქტომბრიდან, მასაჩუსეთსა და კალიფორნიაში სულ რაღაც $199 ~ ₾430. ვიმედოვნოთ რომ მალე ჩვენც შეგვეძლება მისი შეძენა.

საბა ციბაძე

ზარმაცი იმერელი.

მსგავსი ამბები

Back to top button