იოგა – სულის რელაქსაცია
ხშირ შემთხვევაში იოგაზე რომ ვიწყებთ საუბარს იქმნება წარმოდგენა თითქოს, ადამიანებს, რომლებიც იოგით არიან დაკავებულები, სძინავთ ლურსმნებზე, დადიან ფეხშიშველები და ა.შ. ზოგს მიაჩნია, რომ იოგა არის კარგი საშუალება გვქონდეს შეუდარებელი ფიგურა, ზოგი კი მას ოკულტურ სისტემას მიაკუთვნებს.
სიტყვა იოგა სანსკრიტიდან ნიშნავს ერთიანობას, ჰარმონიას, ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სულიერ ჰარმონიას.
სინამდვილეში იოგის ძირითადი იდეა არის სულისა და სხეულის ჰარმონიაში ყოფნა. თუ სხეული და სული არ არიან სრულ ჰარმონიში წარმატების მიღწევა ცხოვრებაში რთულია ან შეუძლებელი.
ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანები ძალიან იღლებიან ყოველდღიური პრობლემებით, იწამლებიან ტექნიკური განვითარების რადიაციით, მათი ენერგეტიკული სივრცე ბინძურდება და აი აქ ქრება ჰარმონიაც, რაც იწვევს დეპრესიას, დაღლილობას, ერთფეროვნების შეგრძნებას და ა.შ.
ასეთ მომენტში ძალიან სასარგებლოა ე.წ. “სიჩუმის ზონა”. ეს არის მომენტი როდესაც ჩვენ ვუსმენთ სიჩუმეს. არ ვუსმენთ ჩვენს ქვეცნობიერს, ფიქრებს აბსოლიტურს სიჩუმეს ვუსმენთ, სწორედ ამ დროს ისვენებს ორგანიზმი.
თუ დავკავდებით იოგით მერწმუნეთ თქვენ აივსებით პოზიტიური ენერგიით, შეამჩნევთ ისეთ რამეებს რასაც ადრე ვერ ამჩნევდით შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება ბუნების მიმართ. გთავაზობთ ვიდეო გაკვეთილებს და ფოტო ინსპირაციას