საკითხავისურათებიუცნაური

ფოლარიდის სპილენძის ხარი

სპილენძის ხარი წარმოადგენდა სიკვდილით დასჯის უსასტიკეს მექანიზმს. ის შექმნა პერილემ, ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 579 წელს სიცილიელი ტირანის ფოლარიდისათვის.

მუშაობდა ის შემდეგნაირად: ხარის ზურგზე არის პატარ კარები, საიდანაც ხარში მოათავსებდნენ ადამიანს, ხოლო მის ქვეშ ინთებოდა ცეცხლი. ხარი ნელნელა ხურდებოდა და ადამიანი ცოცხლად იწვებოდა. როგორც სურათზე ხედავთ ხარი თავში მოთავსებულია მილები. როდესაც ხარში ჰაერი თავდება ადამაინი ცდილობს ისუნთქოს ამ მილიდან, რის შედეგადაც ეს მილი სასულე ინსტრუმენტის მოვალეობას ასრულებს და გამოსცემს ხმას.

ფოლარიდმა გადაწყვიტა გამოეცადა მუსიკალური ინსტრუმენტი და სთხოვა პერილეს ჩამძვრალიყო და ეყვირა თითქოს მას წვავენ. პერილემ ბრძანება შეასრულა, მაგრამ ტირანმა ის მოატყუა, ჩაკეტა კარი და ცეცხლი გააჩაღა. ინსტრუმენტის გამოცდა წარმატებით დასრულდა. პერილე გახდა თავისივე შექმნილი ხარის პირველი მსხვერპლი. თავდაპირველად ფოლარიდი ხარს დღესასწაულებისას დიდ დარბაზში შემოატანინებდა და ხალხს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მუსიკა, რომელსაც უცნაური ხარი გამოსცემდა ცოცხლად წვავდა მსხვერპლს.



მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close