ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

15 ქვეყანა ყველაზე მკაცრი კანონებით ჰომოსექსუალების წინააღმდეგ


მეცნიერებმა დათვალეს 79 ქვეყანა, რომლებშიც ჰომოსექსუალებს დევნიან კანონის მიხედვით. ჰომოსექსუალებს ამ ქვეყნებში ელოდებათ ნამდვილი ტერორი.

ტანზანია

მართალია აღმოსავლეთ აფრიკული ქვეყნის – ტანზანიის კანონებში გარკვევით არ წერია პოზიცია ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით, მაგრამ აღიარებულია, რომ ეს მოვლენა ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს, ესეიგი არის სასტიკი დანაშაული. იმ ადამიანებს, რომლებზეც ეჭვობენ ან რომლებიც შეუმჩნევიათ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში ელოდებათ 20 წლიანი ან სამუდამო პატიპრობა. ყველაზე საშიში არის ის, რომ ამგვარი დანაშაულის ჩადენა არაა აუცილებელი, უბრალოდ საკმარისია მხოლოდ ეჭვი.

ტუნისი

ტუნისი არის კიდევ ერთი აფრიკული ქვეყანა, რომელიც მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. ტუნისში ჰომოსექსუალიზმთან მიმართებაში არსებობს ორმაგი სტანდარტები. საქმე იმაშია, რომ კანონები ლოიალურია ქალურ ჰომოსექსუალიზმის მიმართ, მაგრამ ჰომოსექსუალიზმში შემჩნეულ კაცებს კი სასტიკად დევნიან. ჰომოსექსუალიზმში შემჩნეული კაცი შეიძლება ციხეში მოხვდეს სამი წლით. 2013 წელს ტუნისის ოპოზიციური პარტიის ლიდერი დაიჭირეს ფაქტზე და დაადანაშაულეს მრუშობაში.

თურქმენეთი

თურქმენეთი მდებარეობს ცენტრალურ აზიაში და ესაზღვრება ავღანეთს. ამ ქვეყანაშიც ლოიალური დამოკიდებულება აქვთ ქალური ჰომოსექსუალიზმის მიმართ, ხოლო კაცებს კი კანონის მიხედვით ძლიერ დევნიან. 90-იან წლებში თურქმენეთის კანონებში შეიტანეს ცვლილებები მრუშობაზე და ახლა ჰომოსექსუალ კაცებს აგზავნიან ციხეებში რამდენიმე წლით.

უგანდა

უგანდა მდებარეობს აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში. უგანდა ცნობილია ჰომოსექსუალების დევნით. ადამიანი, რომელიც შემჩნეულია ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში ელის 14 წლიანი ციხე ან საერთოდ უვადო პატიმრობა. ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მომხრეები ითხოვენ სასჯელის გამკაცებას სიკვდილით დასჯამდე. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყნებში სწორედ ასე ექცევიან ლესბოსელებს და ჰომოსექსუალებს.

ანგოლა

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკულ ქვეყანა ანგოლაში ცოტახნის წინ მოახდინეს ახალი კონსტიტუციის რატიფიცრება, რომელში ადამიანის უფლებების დაცვის კანონებია დაფიქსირებულია, დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ დარჩა საკმაოდ მკაცრი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაული ბუნების წინააღმდეგ. თუკი ადამიანს დაუნახეს ჰომოსექსუალური ურთიერთობები სხვა ადამიანთან, ან თუკი კაცმა ჩაიცვა ქალის კაბა, მაშინ მას აგზავნიან ციხეში ან აჯარიმებენ. თუკი ამ ადამიანს კვლავ შეამჩნევენ მსგავს დანაშაულში, მაშინ მას აგზავნიან მკაცრი რეჟიმის ციხეში.

იამაიკა

მიუხედავად იმისა, რომ იამაიკა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილათ მსოფლიოში, კანონები ჰომოსექსუალიზმთან მიმართებაში რჩება მკაცრი, მაშინაც კი თუკი ჰომოსექსუალიზმში შემჩნეულნი არიან ტურისტები. ზოგიერთ შემთხვევაში არის რისკი, რომ ციხეში მოხვდე 10 წლით. 2013 წელს მონტე-ბეიში მოზარდი დაიჭირეს, რადგან მას ეცვა ქალის ტანსაცმელი. მოზარდი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

კენია

კიდევ ერთი აფრიკული ქვეყნის – კენიის კრიმინალურ კოდექსში არის როგორც კაცი ჰომოსექსუალების, ასევე ქალი ჰომოსექსუალების დასჯის მეთოდების რამდენიმე პუნქტი, რომლებიც საჯაროდ ან საიდუმლოთ მრუშობენ. ჰომოსექსუალიზმში დადანაშაულებული ადამიანი შეიძლება ციხეში მოხვდეს მინიმუმ 5 წლით, ან მაქსიმუმ 20-ით. თუკი ეჭვობენ, რომ ადამიანი კენიაში არის გეი, მას აგზავნიან სამედიცინო შემოწმებაზე, რომელსაც ბევრი აქტივისტი უწოდებს წამებას.

ეგვიპტე

ეგვიპტეში ჰომოსექსულობა არ არის კანონით აკრძალული, მაგრამ საზოგადოებით აღგზნებული ადამიანს ელოდება სასჯელი. პოლიციას აქვს უფლება მოაწყოს რეიდები ჰომოსექსუალების მოსაძებნად და დააპატიმროს საეჭვო სახეები. იყო ინციდენტი, როდესაც კაცების ჯგუფი დააპატიმრეს ხულიგნობისთვის, მაგრამ დაადანაშაულეს ორგიების ორგანიზებაში. ამიტომაც მართალია ეგვიპტეში არ არის სპეციალური აკრძალვა ჰომოსექსუალებთან მიმართებაში, მაგრამ არის კანონები, რომლის მიხედვითაც ადამიანებს შეიძლება მოსთხოვონ პასუხი თავიანთ ქმედებებზე და დასაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.

სამხრეთ სუდანი

მართალია სამხრეთ სუდანი ითხოვს დამოუკიდებლობას სუდანისგან, მაგრამ მისი კრიმინალური კოდექსის კანონები არაფრით არ განსხვავდება სუდანის კანონებისგან, განსაკუთრებით კი ჰომოსექსუალებთან მიმართებაში. კანონის დამრღვევები შეიძლება ციხეში მოხვდნენ 10 წლით. ადამიანებს რომლებზეც ეჭვობენ, რომ ჰომოსექსუალია არ მისცემენ ქვეყანაში შესვლის ვიზას. ჰომოსექსუალს ან ლესბოსელს კანონის დარღვევისთვის შეიძლება მიუსაჯონ სიკვდილი.

ნიგერია

კიდევ ერთ აფრიკული ქვეყნის ნიგერიის რამდენიმე მართავენ შარიათის კანონები. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ჰომოსექსუალიზმში დადანაშაულებულ ქალებს საჯაროდ ამათრახებენ, ან აგზავნიან ციხეში, ხოლო კაცებს მაშინვე სიკვდილით სჯიან. ნიგერიის ზოგიერთ ნაწილში ადამიანი ციხეში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ჰომოსექსუალიზმში ეჭვობის გამო. ნიგერიაში აკრძალულია ჰომოსექსუალების უფლებების დაცვა – ამის გამოც შეიძლება ციხეში მოხვდეთ.

იემენი

იემენში მოქმედებს საკმაოდ სასტიკი კრიმინალური კოდექსი, განსაკუთრებით კი ჰომოსექსუალებთან მიმართებაში, მაგრამ არსებობს ორმაგი სტანდარტებიც. ჰომოსექსუალიზმში დადანაშაულებული ადამიანის დასჯა კანონის მიხედვით დამოკიდებულია სხვადასხვა მიზეზებზე. თუკი ჰომოსექსუალიზმში შემჩნეული არიან უცოლო კაცები, მაშინ მათ ელოდებათ სამედიცინო შემოწმება, ხოლო შემდეგ კი ციხე. თუკი კაცი დაქორწინებულია, მაშინ მას ელოდება სიკვდილით დასჯა. თუკი ჰომოსექსუალიზმში შემჩნეულნი არიან ქალები, მაშინ მათ ელოდებათ 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

მავრიტანია

მავრიტანიაში, რომელიც მდებარეობს აფრიკაში ჰომოსექსუალობა ისჯება სასტიკად. თუკი ამ მუსულმანურ ქვეყანაში თუკი კაცზე ეჭვობენ ან ადანაშაულებენ, რომ ის ჰომოსექსუალია, მაშინ ეს არის დანაშაული ბუნების წინააღმდეგ და მას ელოდება სიკვდილით დასჯა. სიკვდილით დასჯა ხორციელდება საჯაროდ ქვებით ჩაქოლვის მეთოდით.

გაერთიანებული არაბული ემირატები

გაე-შიც მოქმედებენ სასტიკი კანონები, რომლებიც დევნიან არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს. აქ შეიძლება დასაჯონ ჰომოსექსუალიზმისთვის თავის მოკვეთით.

ირანი

სასჯელი ჰომოსექსუალობისთვის ირანში დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმებზე. აქ საჯარო კოცნისთვის შეიძლება დასაჯონ მათრახის 60-ჯერ დარტმით. თუკი ადამიანს დაადანაშაულებენ სექსუალურ კავშირში ერთსქესიან პარტნიორთან მაშინ შეიძლება დაემშვდიობო სიცოცხლეს. 2005 წელს ორი ბიჭი სიკვდილით დასაჯეს მამათმავლობისთვის. შეწყალების მოთხოვნებისა და მრავალრიცხოვანი პროტესტების მიუხედავად ისინი მაინც დასაჯეს, ხოლო მოგვიანებით ამ მოძრაობის აქტივისტებიც გაასამართლეს ბიჭების დახმარებისთვის.

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ჰომოსექსუალიზმს სასტიკად დევნიან. ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა მოხდება საჯაროდ და მოხდება მისი ტრანსლირება ინტერნეტში. 2000 წელს ასე საჯაროდ სიკვდილით იქნა დასჯილი ჰომოსექსუალი, მას მოკვეთეს თავი ხმლით. ამის გარდა შესაძლებელია საჯარო გამათრახება ან ქვით ჩაქოლვა.

თეგები
Back to top button
Close
Close