არქივი

როგორ მზადდება შოკოლადიანი ესკიმო

7b8093575efb

დღეს გადავწყვიტე ყველაზე გემრიელი პოსტის მომზადება. ვისაუბრებ ნაყინის ისტორიაზე…
სამწუხაროდ გაურკვეველია ვინ მოიფიქრა პირველი ნაყინის რეცეპტი. ცნობილია რომ კენკროვან ხილს თოვლში ყინავდნენ ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელისათვის. სპეცუიალურად გაწვრთნილ მონებს აგზავნიდნენ მთაში, რომ ჩამოეტანათ თოვლი ისე სწრაფად რომ არ გამდნარიყო. ფაქტია ძველი ელინების მიერ მოფიქრებული კენკრიანი თოვლი დიდად განსხვავდება დღევანდელი ტკბილეულისგან, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯები ნაყინის გამოგონებისაკენ.

1295 წელს მარკო პოლომ ევროპიდან ჩამოიტანა ახალი ტკბილეულის რეცეპტი, რეცეპტით მიღებულ კონსისტენციას ასხამდნენ ფორმებში და შემდეგ ამ ფორმებს ათავსებდნენ მარილიან წყალში, შემდეგ კი ყინავდნენ.

ყველაზე სრულყოფილი ნაყინი შექმნა ეკატერინე მედიჩის მზარეულმა.

1649 წელს პირველად გამოჩნდა ვანილის ნაყინი, რომელიც შექმნა ფრანგმა მზარეულმა ჟერარ ტირსენმა.

ეხლა კი ჩემთვის ყველაზე საინტერესო როგორ მზადდებოდა ესკიმო. ესკიმოში ჯოხის ჩასმის იდეის რამოდენიმე ვერსია არსებობს, პირველი ვერსიის თანახმად იგი ეკუთვნის თერთმეტი წლის ბიჭუნას, რომელსაც შემთხვევით დარჩა ლიმონათიანი ჭიქა აივანზე. ჭიქაში იყო საწრუპი ჯოხი, ლიმონათი კი გაიყინა. პატარა ფრენკმა დილით აღმოაჩინა გაყინული ცილინდრი ჯოხით. შემდეგ კი როდესაც გაიზარდა გაახსენდა ეს ამბავი და გამოიყენა ეს იდეა ესკიმოს შექმნისას.

სხვა ვერსიის თანახმად ესკიმოს იდეა ეკუთვნის ქრისტიან ნელსონს.

ესკიმოს საბოლოო ვერსია შეიმუშავეს 1934 წელს. ყველაზე საინტერესოა მომზადების წესი. იმისათვის რომ ნაყინის ფილა ამოვავლოთ შოკოლადში შოკოლადი უნდა გავადნოთ ის კი მოგეხსენებათ საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე დნება. იბადება შეკითხვა, როგორ შეიძლება ამოვავლოთ ნაყინი შოკოლადში ისე, რომ არ გადნეს. მთელი ბავშვობა მაინტერესებდა ეს მაგრამ მაშინ ვერავინ მპასუხობდა ამაზე. რამოდენიმე დღის წინ ამომიტივტივდა ეს მოგონება და იუთუბზე ვიპოვე ძალიან საინტერესო გადაცემა გალილეო, რომელშიც დეტალურად ვიხილე მისი მომზადების წესი. თურმე გაყინული ნაყინის ფილებში ხის ჯოხის მოთავსება ხდება სპეციალური აპარატურით, პარალელურად შოკოლადს ადნობენ მაღალ ტემპერატურაზე, შემდეგ ამცირებენ ტემპერატურას და შოკოლადი იმყოფება მბრუნავ აპარატში რომ არ გასქელდეს, სპეციალური დაზგა უშვებს ნაყინის ფილებს შოკოლაში მხოლოდ 3 წამით შესაბამისად ნაყინი ვერ ასწრებს გადნობას. ეს არის ყველაზე გემრიელი გამოგონება.

ნუ ეცდებით მის სახლში მომზადებას :)

იხილეთ ვიდეო რგოლი

ae11a326c854
6da69cc4b727
8145d6edadb8
915b35dfb6b1

მსგავსი ამბები

Back to top button